
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ზანავის წმ. გიორგის ეკლესია XIX საუკუნის ძეგლია. იგი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანავში, სოფლის ზედა უბანში, სასაფლაოზე მდებარეობს. ტაძარი დარბაზული ტიპისაა და შიგა სივრცე აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით ბოლოვდება. აფსიდს დარბაზისგან თაღოვანი კანკელი ყოფს. შენობა გარედან თითქმის მთლიანად შელესილია, ინტერიერი კი - მოხატული. შეულესავად მხოლოდ შესასვლელების მოჩარჩოებებია დატოვებული. ნაგებობა ხუთი ინტერიერისკენ დახრილწირთხლებიანი სარკმლით ნათდება, რომელთაგან ორ-ორი გრძივ კედლებზეა განლაგებული, ერთი კი - საკურთხეველში. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს, დასავლეთით - სწორკუთხა, სამხრეთით კი - თაღოვანი კანკელით გაფორმებული, რომლის თავზეც ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა მოთავსებული. შეულესავად დატოვებული შესასვლელების გაფორმებისა და შიდა სივრცის ორგანიზაციის მიხედვით ტაძარი ბერძენი ოსტატების აგებული უნდა იყოს.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა