დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

ზედა ვარძიის გამოქვაბულთა კომპლექსი

ზედა ვარძიის გამოქვაბულთა კომპლექსი ზედა ვარძიის გამოქვაბულთა კომპლექსი ზედა ვარძიის გამოქვაბულთა კომპლექსი ზედა ვარძიის გამოქვაბულთა კომპლექსი ზედა ვარძიის გამოქვაბულთა კომპლექსი ზედა ვარძიის გამოქვაბულთა კომპლექსი ზედა ვარძიის გამოქვაბულთა კომპლექსი

ზედა ვარძიის გამოქვაბულთა კომპლექსის შესახებ

ზედა ვარძიის გამოქვაბულთა კომპლექსი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

ზედა ვარძიისკენ მიმავალი სამანქანო გზის ხელმარცხნივ მთის ფერდზე მდებარეობს ორ იარუსად განლაგებული ქვაბულები. ქვაბულები ერთ ღერძზე გამოკვეთილ, ზოგ შემთხვევაში ერთმანეთში გამავალ სათავსებს წარმოადგენს. დღეისათვის პირველ იარუსზე წარმოდგენილია 4 ერთმანეთისგან იზოლირებული სივრცე, რომლებიც თავის მხრივ შიგნიდან იყოფა ცალკე მცირე ზომის ოთახებად. თითოეულ ქვაბულში კარგად ჩანს კლდის ჭრისა და დამუშავების კვალი. ქვაბულების კედლებში გამოჭრილია სხვადასხვა ზომის, ფორმის, დანიშნულებისა და რაოდენობის თაროები. მათ შორის ყველაზე დიდი ზომის არის სამხრეთიდან ჩრდილოეთის ღერძზე პირველ იარუსზე მდებარე მეორე გამოქვაბული. აღნიშნული გამოქვაბული შედგება ორი შიდა სივრცისგან. პირველ ოთახში ცენტრალურ ნაწილში ერთმანეთის მომიჯნავედ ჩადგმული ყოფილა 4 სხვადასხვა ზომის ქვევრი, რომლებიც დღეისათვის ამოღებულია და დაზიანებულია, მიწაში შეიმჩნევა ქვევრების ბუდეები, ზოგ შემთხვევაში ძირებიც დარჩენილია კირხსნარში. პირველ და მეორე სივრცეს შორის არსებულ გამყოფ კლდეში გამოჭრილ კედელში ერთმანეთის თავზე პარალელურად ამოკვეთილი 2 თაროა. აღნიშნული კედლის ორივე მხარეს გაჭრილია შიდა ოთახში გამავალი ღიობი, რომლებიც ქვის მასიური კარით იკეტებოდა. ქვის კარი და კარის ქვისავე ჩარჩო იქვე გდია. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გამოქვაბულიდან ჩადის კლდეში გამოჭრილი რამოდენიმე საფეხურიანი კიბე გვირაბში, რომელიც ზემოთ აღწერილ ორივე ოთახის ქვეშ გადის და გამოქვაბულების გარეთ ასევე კლდეში გაჭრილი საფეხურებიანი კიბით ამოდის. მეორე იარუსზე განლაგებულ სივრცეებში ასვლა შესაძლებელია პირველ იარუსზე უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე გამოქვაბულიდან. სადაც გვხდება ორი ოთახი. ერთ-ერთ მათგანში მცირე ზომის თაროებია ამოკვეთილი. გამოქვაბულები ბოლო პერიოდში გამოიყენებოდა საქონლის სადგომად და ამოშენებული ქონდა წინა სივრცე ფლეთილი ქვითა და ხის კონსტრუქციით. დღეისათვის აღნიშნული კონსტრუქცია მოხსნილი აქვს და გამოქვაბულების სისტემა მთლიანად იკითხება. გამოქვაბულებს მოგვიანო პერიოდშიც იყენებდნენ. ფიქსირდება შიდა სივრცეებში, იატაკში თონისთვის გაჭრილი ბუდეები. აგრეთვე, კლდეში მთელ სიგრძეზე გაჭრილი თაროები ზოგ შემთხევაში გადაკეთებულია და გამოყენებულია საქონლის ბაგად. ბოლო დროს თვითნებურად ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების დროს დაზიანებულია არქეოლოგიური ფენები. მიწიდანაა ამოღებული ქვევრები და მათი ნამტვრევები გამოქვაბულშია დალაგებული. აღნიშნული გამოქვაბულების კომპლექსი მთლიანობაში საკმაოდ კარგადაა შემორჩენილი და წარმოადგენს რეგიონში გავრცელებული კლდეში ნაკვეთი საერო არქიტექტურის ერთ-ერთ საინტერესო, თვიდმყოფად ნიმუშს. აუცილებელია გამოქვაბულთა კომპლექსის გამოქვაბულთა სისტემის დაცულობა უზრუნველყოფილ იყოს ძეგლის სტატუსით, რათა მომავალში თვითნებური სამუშაოების წარმოებისგან იყოს დაცული.


თეგები: #ისტორია #კულტურა #ისტორიული ძეგლი

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ სამცხე - ჯავახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ზედა ვარძიის გამოქვაბულთა კომპლექსი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!