დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად

ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია

Upper Bethlemi church, ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია Upper Bethlemi church, ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია Upper Bethlemi church, ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია Upper Bethlemi church, ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია

ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესიის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია თბილისის ძველ უბანში, ბეთლემის აღმართის 18 ნომერში მდებარეობს. დღევანდელი ეკლესიის ადგილზე წარსულში ქართველ მართლმადიდებელთა პატარა სამლოცველო მდგარა. ამჟამად მისგან მხოლოდ აფსიდის ნაწილიღა მოჩანს, დანარჩენი კედლები კი ამჟამინდელი ტაძრის იატაკის ქვეშაა მოქცეული. XV საუკუნეში თბილისელმა სომხებმა აქ ღმრთისმშობლის სახელობის მონასტერი დაარსეს, რომელსაც ფეთხაინს უწოდებდნენ. XVIII საუკუნის პირველ ნახევარში ახალი ეკლესია აიგო. ბეთლემი სომხებისთვისაც და ქართველებისთვისაც წმინდა და მნიშვნელოვანი ადგილი იყო, ამიტომაც მშენებლობაში ორივე ეროვნების წარმომადგენლებს შეჰქონდათ წვლილი. ტაძრისთვის 1740 წელს დიდი შესაწირი გაიღო ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ და მეცენატმა თავადმა გივი ამილახვარმა. 1884 წელს ეკლესია საფუძვლიანად შეაკეთეს, განახლდა საფასადო წყობა, ამავე პერიოდსაა ტაძრის გუმბათიც. საბჭოთა პერიოდში ეკლესიაში წირვა-ლოცვა შეწყდა და მასში საამქრო განათავსეს. 1994 წლიდან ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ეკუთვნის. ბეთლემის ეკლესიიდან თბილისის შესანიშნავი ხედები იშლება.


არქიტექტურა

ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. იგი ქვით მოპირკეთებული აგურის სუბსტრუქციაზეა აღმართული. საკურთხევლის ორივე მხარეს სადიაკვნე და სამკვეთლოა განთავსებული, რომელთა თავზე თითო სათავსია მოწყობილი. ეკლესიას თორმეტწახნაგა გუმბათი აქვს, რომელიც აბსიდის შვერილებსა და ორ ბურჯს ეყრდნობა. მკვეთრად წაგრძელებულ დასავლეთ მკლავში ბურჯების კიდევ ერთი წყვილია. ეკლესიის გუმბათი, ისევე როგორც ჩრდილოეთი და დასავლეთი ფასადები ქვიშაქვის თლილი ფილებითაა მოპირკეთებული. სამხრეთისა და დასავლეთის ფასადები კი აგურისაა. აღმოსავლეთ ფასადის სარკმელები შემკულია ორნამენტული საპირეებით და ჯვრებით. ჩრდილოეთ ფასადზე გამოსახულია რელიეფური ქერუბიმები, გუმბათის ყელზე კი - ღვთისმშობელი და მიჯაჭვული ლომი. ამავე ფასადზე ზოგიერთ სარკმელს დაბალ რელიეფში შესრულებული ორნამენტული საპირე შემოუყვება. პასტოფორიუმების სარკმლების საპირეები სადაა, მაგრამ მათ ქვემოთ განედლებული ჯვრის გამოსახულებიანი ფილებია ჩასმული. ასეთივე ჯვარია განთავსებული ფრონტონის კეხის ქვეშაც. დასავლეთ ფასადი უფრო სადაა გადაწყვეტილი. ფრონტონთან, აგურის წყობის ჩაღრმავებით, ჯვარია გამოყვანილი. სამხრეთის კლდის მომიჯნავე ფასადი სრულიად შეუმკობელია, ყრუ კედელზე ერთადერთი სარკმლის ღიობია. ეკლესიის აღმოსავლეთით XVII საუკუნის ორსართულიანი სამრეკლო დგას. პირველი ორი სართული ნაგებია აგურით, მესამე სართული კი თლილი ქვის, თაღებით გახსნილი ფანჩატურია.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder
კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ზემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!