
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ზემო ჩოჩეთის წმინდა სამების ეკლესია შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩოჩეთის ცენტრში, სასაფლაოზე მდებარეობს. იგი IX-X საუკუნეებით დათარიღებული დარბაზული ეკლესიაა. გეგმაში სწორკუთხა ნაგებობა ინტერიერში აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. აფსიდის იატაკი დარბაზთან შედარებით ერთი საფეხურითაა ამაღლებული. იატაკი ბეტონითა და კლდის ქვებითაა მოპირკეთებული. ტაძარს დასავლეთით არქიტრავული შესასვლელი აქვს. ჩრდილოეთის კედელი ყრუა, დასავლეთის კედლის ცენტრში კი ერთი სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, აფსიდშიც ერთი სწორკუთხა სარკმელია. აფსიდის ორივე მხარეს ნიშებია. ნაგებობა გადახურულია ნახევარცილინდრული კამარით, რომელიც ტრიუმფალურსა და კიდევ ერთ თაღს ეყრდობა. ტრიუმფალური თაღი კაპიტელებს ეყრდნობა, დასავლეთისა კი კრონშტეინებს. ზემო ჩოჩეთის სამების ეკლესია კლდისა და რიყის ქვითაა ნაგები, თაღები და კრონშტეინები ტუფის ქვისაა. ნაგებობა გადახურულია ღარიანი კრამიტით.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა