
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ზემო ყარაბულაღის ეკლესია ქვემო ქართლის მხარეში, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზომო ყარაბულაღში მდებარეობს. იგი X-XI საუკუნეებით თარიღდება. ნაგებობა დარბაზულია, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. აფსიდი ორი საფეხურითაა შემაღლებული. ეკლესიას აქვს სამკვეთლო და სადიაკვნე. შიგა სივრცე პილასტრებით სამ ნაწილადაა დაყოფილი. სვეტებს შორის გადაყვანილი ისრისებრი თაღები სიგრძივ კედლებზე ღრმა უბეებს ქმნიან. ფასადები შემოსილია ბაზალტის თლილი ქვით. ფასადებს შემოუყვებოდა სადა პროფილის მქონე ლავგარდანი, რომელიც ამჟამად დიდწილად განადგურებულია. ტაძრის ზედა ნაწილს ეტყობა გადაკეთების კვალი. აღმოსავლეთის სარკმელი შემკულია ჩუქურთმით, რომელიც ნახევრად დამტვრეულია. სარკმლის გვერდით რელიეფური ჯვრის გამოსახულებაა. შესასვლელი ორია, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამხრეთის შესასვლელი არქიტრავულია, ჩრდილოეთისა კი - თაღოვანი. სამხრეთის კარის თავზე ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი, სადაც მოხსენიებულნი არიან დავით და კვირიკე მეფეები. ეკლესია საკმაოდ დაზიანებულია და მძიმე მდგომარეობაშია.
ეკლესია აგებულია ტაშირ-ძორაკეთის მეფეების კვირიკე და დავით ბაგრატუნის მიერ
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა