ეძებ თავგადასავალს? გინდა საინტერესოდ გაატარო შემოდგომის დღეები და ამისთვის შესაბამისი ადგილი იპოვო? მაშინ, რაჭას უნდა ესტუმრო!
კომპანია "GTG TOUR" გთავაზობთ დაუვიწყარ 2 დღიან ტურს რაჭასა და ზემო იმერეთში. დაჯავშნე ახლავე და მოემზადე დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის!
ტური იწყება თბილისში, მოვინახულებთ ცხრაჯვარს - წმინდა გიორგის სახელობის სალოცავს, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე, ნაქერალას უღელტეხილთან, ტყიბულის თავზე აზიდულ მთაზე, იმერეთის მხარეში. არსებობს ლეგენდა რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი ოჯახიდან ომში 9 ვაჟი წავიდა. ვაჟების მამა ყოველდღიურად ლოცულობდა, რომ ვაჟები უვნებლად დაბრუნებულიყვნენ შინ. მამამ გადაწყვიტა შესაწირი გააკეთებინა და ტყიბულის მთებზე ჯვარი აღემართა. მან საკუთარი მხრებით აიტანა მთაზე 9 ჯვარი და სალოცავი გააკეთა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველა ვაჟი შინ უვნებელი დაბრუნდა. მას შემდეგ ამ სალოცავს მნახველი არ მოჰკლებია.
ასევე მოვინახულებთ შაორის წყალსაცავს,რომელიც უდიდესია რაჭა-ლეჩხუმსა და ზემო სვანეთში,ნატიფი ჩუქურთმებით მორთულ ბარაკონისა და ნიკორწმინდის ეკლესიებს, რომელთა სილამაზე დაგამუნჯებთ ! ასევე მოვინახულებთ უწერაში მჟავე წყლებს და ულამაზეს შოვს ვესტუმრებით, რომელიც კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია და გარშემორტყმულია წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყით. ასევე ვესტუმრებით მრავალძალს
მეორე დღეს ვაგრძელებთ გონაში და ღებში , სადაც მოვინახულებთ თვალწარმტაც ბუნებას და კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით რაჭის ჯადოსნურობაში. მოვინახულებთ სტალინის სახლს, უნიკალური არქიტექტურის მქონე შენობა დღეს გაცრეცილი, წარსული დიდების ამაყი ჩონჩხია. ასევე მოვინახულებთ და დავაგემოვნებთ ნაპერწკალას მჟავე წყლებს, რომელიც სამკურნალოდ გამოიყენება, და ბოლოს სიყვარულის ჩანჩქერი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ და ლეგენდები საკუთარ თავზე გამოსცადოთ !
უსაფრთხოება
ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანაა ტურმა ჩაიაროს ხარვეზების გარეშე. ჩვენ ვიზრუნებთ გამართული მიკროავტობუსით და გამოცდილი მძღოლით, თქვენს უსაფრთხო გადაადგილებაზე. ამიტომ გზაში არ ვსვამთ, არ ვცეკვავთ მოძრავ ტრანსპორტში და ტურის შეკრების ადგილზე არ მოვდივართ ნასვამ მდგომარეობაში.
რა უნდა გაითვალისწინოთ
ჩაიცვით სპორტული/მოსახერხებელი სამოსი. სასურველია, იქონიოთ საწვიმარი. ფეხზე ჩაიცვით მოხერხებული და დაბალი ფეხსაცმელი, რათა ცხრაჯვარზე გადაადგილება არ გაგიჭირდეთ
სირთულე
ტური არის საშუალო სირთულის და არ საჭიროებს განსაკუთრებულ ფიზიკურ მომზადებაას. .ფეხით გასავლელი მანძილი ჯამში არის 4 კმ.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაgamarjoba ordgiani turis safasuri ramdenia