
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
აბუდელაურის ფერადი ტბები მდებარეობს ხევსურეთში მდინარე აბუდელაურის ხეობის თავში ზღვის დონიდან 2600 მეტრზე.
აბუდელაურის ტბები მოიცავს სამ ტბას - მწვანე ტბა, ლურჯი ტბა და თეთრი ტბა. მწვანე და ლურჯი ტბები თითქმის გვერდიგვერდ მდებარეობს, ხოლო თეთრი ტბა ცოტა მოშორებით, ჭაუხის მასივის ძირში მდებარეობს და შედარებით უფრო რთული მისასვლელი აქვს. აბუდელაურის ტბები სოფელ როშკადან 7 კილომეტრით არის დაშორებული, ეს ყველაზე მოკლე და მარტივი ბილიკია ამ ადგილის მოსანახულებლად. თუმცა ამ ტბების მონახულება ასევე შეგიძლიათ ჯუთა - აბუდელაურის მარშრუტის გავლით, რომელიც ორდღიანია, იწყება ჯუთაში და სრულდება როშკაში.
აბუდელაურის ტბები მაისის შუა რიცხვებამდე თოვლითაა დაფარული, ხოლო აგვისტოში საგრძნობლად იკლებს და თითქმის შრება, ასე რომ საუკეთესო დრო აბუდელაურის ფერადი ტბების სანახავად გახლავთ ივნისი და ივლისი.
მარშრუტი იწყება სოფელი როშკიდან, ბილიკი მიემართება ჩრდილო დასავლეთით მდინარე აბუდელაურის ხეობას ჭაუხებისკენ. ბილიკი ჯერ მწვანე ტბასთან მიგიყვანთ. ლურჯი ტბა მწვანე ტბასთან ახლოსაა, ხოლო თეთრი ტბა ჭაუხების ძირში მდებარეობს. მასთან მისასვლელად ლურჯი ტბიდან 1 საათი დაგჭირდებათ.
სოფელ როშკაში მოხვედრა რეკომენდებულია 4X4 მაღალი გამავლობის ტრანსპორტით. როშკაში შეგიძლიათ ასევე მოხვდეთ ბილიკით, რომელიც იწყება თბილის-შატილის დამაკავშირებელი გზიდან.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობა, აბუდელაურის ტბების მახლობლად თუ არის რაიმე ჰოსტელის მსგავსი როკ გავჩერდეთ 2 დღით. და რა ღირს კაცზე? კონტაქტს ხომ ვერ მომცემთ?
მადლობა
სალამი, უშუალოდ აბუდელაურის ტბებთან ახლოს არ არის, არის სოფელ როშკაში რამოდენიმე საოჯახო სასტუმრო. +995 577 68 22 39 ამ ნომერზე დაუკავშირდით, მათაც აქვთ საოჯახო სასტუმრო 💜
საკონტაქო ინფორმაცია მინდა
მოგესალმებით, გესთ ჰაუსების საკონტაქტო ინფორმაცია გაინტერესებთ?
გამარჯობა,
მაინტერესებს ტრანსპორტი თუ მიდის რამე როშკამდე და საიდან.