
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
მიხეილ ხერგიანის სახელობის ახალგაზრდული კლუბი ბეთქილი - დაბა მესტიაში, ზემო სვანეთის მხარეში. კლუბი გაიხსნა 2016 წელს და არის ახალგაზრდებისთვის საუკეთესო ადგილი, სადაც ჩატარდება ლექცია-სემინარები, პოეზიის საღამოები, შეხვედრები საზოგადო მოღვაწეებთან, იქნება კინოთეატრი, კარაოკე. კლუბი არის ნათელი გონების იდეა, რომელიც ჩამოყალიბდა ბორის კახიანის გონებაში და მიზნად ისახავდა ცნობილი მამულიშვილების მაგალითზე ახალგაზრდების აღზრდას.
აღნიშნული პროექტი განხორციელდა 1977-79 წლებში ბორის კახიანისა და მისი მეგობრების აქტიური ტანამშრომლობითა და საქმიანობით. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას ღებულობდა სვანეთის მოსახლეობის ყველა ასაკის აქტიური ნაწილი.
80-იანი წლების დასაწყისში კლუბ ბეთქილში ბ. კახიანის ორგანიზებით ჩატარდა არაერთი შეხვედრა საქართველოს პატრიოტ მამულიშვილებთან და იმდროინდელი საბჭოთა კავშირის ხელოვნებისა და კულტურის გამოჩენილ მოღვაწეებთან.
80-იან წლებში შენობაში გაჩენილმა ხანძარმა კლუბის საქმიანობას წერტილი დაუსვა.
2007 წელს CTC დაფინანსებით აღდგენილ იქნა აღნიშნული შენობა-ნაგებობა და მესტიის გამგეობის მიერ გადაცემული იქნა კულტურის სამსახურისადმი. მასში ახალგაზრდული და კულტურული საქმიანობის განხორციელების მიზნით, ბოლო წლებში ტექნიკური მიზეზების გამო კლუბმა ფუნქციონირება შეწყვიტა.
2016 წლის 28 იანვარს დაბა მესტიაში დაფუძნდა არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდები მთისთვის", რომლის შექმნის მთავარი მოტივი გახლავთ ახალგაზრდების განვითარებისთვის შესაფერისი გარემოს შექმნა.
ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ თხოვნით მიმართა მუნიციპალიტეტის გამგეობას მათი აქტიური საქმიანობისთვის გადაეცათ კლუბი ბეთქილი, რომელიც საფუძველშივე იყო იმ იდეის მატარებელი, რასაც მიზნად ისახავს ახალგაზრდული საზოგადოება.
არასამთავრობო ორგანიზაციამ ბეთქილის ფუნქციონირების აღდგენის შესახებ პროექტი წარადგინა სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდში", რის შედეგადაც მოიპოვა დაფინანსება.
ა(ა)იპ "ახალგაზრდები მთისთვის" საქმიანობას შეუდგა 2016 წლის 20 მაისიდან და არის ახალგაზრდული იდეების განმახორციელებელი.
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა