დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
28 თებერვალი, 2022

10 საუკეთესო ადგილი რაჭაში

რაჭა საქართველოს გამორჩეული კუთხეა, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი მდიდარია კულტურის ძეგლებითა და მრავალფეროვანი ბუნებით. რაჭა მრავალი ტურისტის დანიშნულების ადგილია, რადგან სწორედ ამ კუთხეში მდებარეობს ცნობილი ღირსშესანიშნაობები. მოცემული სტატიის მიზანია შემოგთავაზოთ 10 საუკეთესო ადგილი რაჭაში, რომლის მონახულებაც შეგეძლებათ.


ნიკორწმინდა, რაჭა - Nikortsminda Church, Racha


1. ნიკორწმინდის მონასტერი

ნიკორწმინდა ცნობილი სამონასტრო კომპლექსია, რომელიც გუმბათოვანი ტიპის ტაძარს წარმოადგენს და აგებულია მე-11 საუკუნის დასაწყისში. მისი შექმნის ინიციატორი გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III იყო, რომელმაც ეს ადგილი საერისთავოს ცენტრად აქცია. ამ პერიოდში დიდი ყურადღება ექცეოდა ფასადების დეკორატიულ გაფორმებას, რითიც ნიკორწმინდის მონასტერი გამორჩეულია საქართველოს სხვა ტაძრებისგან. იგი უნიკალური იმითაცაა, რომ არსებობის განმავლობაში არ განუცდია დიდი ცვლილებები და ტაძრის გუმბათი პირვანდელი ფორმითაა დღემდე შემორჩენილი. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლიდან გამომდინარე 2007 წელს ნიკორწმინდის მონასტერი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია შესული.


შაორის წყალსაცავი რაჭა Shaori reservoir Racha Шаори водохранилище Рача


2. შაორის წყალსაცავი

რაჭაში ისე ვერ მოხვდებით, თუ შაორის წყალსაცავს გვერდით არ ჩაუარეთ. მისი მიმდებარე ლამაზი ბუნება თვალს სჭრის ნებისმიერ გამვლელს და საუკეთესო ადგილს წარმოადგენს გზაზე შესვენებისთვის და რაჭის ხედებით ტკბობისთვის. იგი ფოთლოვანი ხეებით დაფარულ ქვაბულშია მოქცეული და წარმოიქმნა მდინარე შაორის დაგუბებით. მიმდებარე არ არის მოწყობილი, თუმცა აქვს დიდი პოტენციალი, რომ გადაიქცეს თანამედროვე ტიპის კურორტად. ამჟამად შაორის წყალსაცავი იზიდავს იმ ადამიანებს, ვისაც ხეტიალი უყვართ და ეძებენ დასაბანაკებელ ადგილებს. აღსანიშნავია ისიც, რომ შაორის ტერიტორია გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით/


სოფელი შოვი village Shovi


3. შოვი

შოვის კურორტი ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ყველაზე მაღალმთიან კურორტად ითვლება საქართველოში (მდებარეობს 1600 მეტრის სიმაღლეზე). იგი გარშემორტყმულია კავკასიონის ქედითა და ფოთლოვანი ტყეებით. შოვი ცნობილია, როგორც სამკურნალო კურორტიც, რომლის ჰაერის თავისებურებებიც კომბინირებული დაავადებების კომპლექსური მკურნალობისთვის გამოიყენება. შოვი ასევე ცნობილია მინერალური წყლებით.


4. სიყვარულის ჩანჩქერი

სიყვარულის ჩანჩქერი ამბროლაურის შესასვლელში, გურგენიანის ქუჩაზე მდებარეობს. ჩანჩქერი მოედინება დახავსებულ კლდიან ზედაპირზე, თუმცა სხვა ჩანჩქერებისგან იგი გამოირჩევა იმით, რომ იგი ცნობილია გულის ფორმის შესასვლელის მქონე ქვაბულით. სწორედ ამან აქცია ეს ჩანჩქერი ტურისტებისთვის ფოტოს გადაღების პოპულარულ ადგილად. სიყვარულის ჩანჩქერიც ამ შესასვლელის ფორმის გამო მიენიჭა.


მინდა ციხე, მინდაციხე, რაჭა, Fortress Minda


5. მინდა ციხე

მინდა ციხე ცნობილი შუა საუკუნეების ციხესიმაგრეა,რომელიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდინაარების რიონისა და ლუხუნის შესართავთან მდებარეობს. ლეგენდის თანახმად, თამარ მეფის სახელს უკავშირდება მისი აგება. იგი მდინარეებს შორის არსებულ მაღალ კლდოვან კონცხზე მდებარეობს. საინტერესოა მისი სახელის წარმოშობაც, რომელსაც ერთნი თამარ მეფეს მიაწერენ, რომელმაც თქვა: „აი აქ მინდა ციხე“ ანუ სწორედ მან გადაწყვიტა ციხის ამ ადგილას აგება. მეორე ვერსიით, მისი სახელი უკავშირდებოდა ციხესიმაგრის მიუდგომლობას და მტერს მუდამ სურდა მისი აღება, მაგრამ ვერ ახერხებდა. იგი რაჭის საერისთავოს მნიშვნელოვანი ციხე იყო, რომელზეც გადიოდა ქვემო რაჭიდან და ქვემო სვანეთიდან რაჭისკენ მიმავალი სავაჭრო გზები. იგი ბარაკონისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს და მასთან მისვლა შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ავტომობილით.


ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესია, რაჭა - Barakoni church, Racha


6. ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესია

ბარაკონი ამბროლაურის რაიონში, მდინარეების რიონისა და ლუხუნის შესართავთან მდებარეობს. ასეთი გეოგრაფიული მდებარეობის გამო მას ხშირად სვეტიცხოველსაც კი ადარებენ. იგი ნიკორწმინდასთან ერთად უდიდესი ტაძარია მთელს რაჭაში. ბარაკონის ეკლესია XVIII საუკუნეშია აგებული. მისი აგების ისტორია მოთხრობილია ტაძრის კედლების წარწერებში, ხუროთმოძღვრობა კი ავთანდილ შულავრელს მიეწერება. ბარაკონი რაჭის ერისთავთა რეზიდენციას წარმოადგენდა. ეკლესიის მახლობლად იდგა სასახლე და მდებარეობდა სხვადასხვა კულტურულ-ისტორიული ძეგლი. 1991 წლის მიწისძვრამ იგი მნიშვნელოვნად დააზიანა.


7. ლაილაში

სოფელი ლაილაში ცაგერის მუნიციპალიტეტში მდინარეების ლაჯანურისა და ასკისწყლის შესართავთან მდებარეობს. საინტერესოა ტოპონიმის სახელწოდება, რომელსაც არაბულ ენას უკავშირებენ და „ღამეს“ ნიშნავს. არსებობს მოსაზრება, რომ იგი შესაძლოა მშვენიერებასთან იყოს დაკავშირებული. ეს კურორტი განსაკუთრებით ცნობილია მთის ფერდობზე მოწყობილი აუზით, საიდანაც მთებისა და ლაჯანურის წყალსაცავის ულამაზესი ხედები იშლება. ლამაზი ბუნების გარდა ეს კურორტი ცნობილია სამკურნალო წყლებითაც. საინტერესო ფაქტია ის, რომ აქ გადაღებულია 1912 წლის აკაკი წერეთლის მოგზაურობის ამსახველი დოკუმენტური ფილმის კადრები. ასევე აქაა გადაღებული კადრები ფილმისთვის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“. ლაილაში ასევე გამოირჩევა ეთნიკური მრავალფეროვნებით.




8. საირმის სვეტები

ცაგერის რაიონი გამორჩეულია ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებითაც, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საირმის სვეტებს, რომელიც კურორტ საირმესთან მდებარეობს წაბლარის წყლის ხეობის მარცხენა მხარეს. აქ მოწყობილია საფეხმავლო მარშრუტი, რომლის სიგრძე 3 კმ-ია. უღელტეხილიდან გზა უხვევს ტყეში, რომლის 1 კმ-ის დაფარვა მანქანითაა შესაძლებელი. ეს ღირსშესანიშნაობა არაა პოპულარული ტურისტებს შორის, რაც დასანანია, რადგან ამ ადგილიდან რაჭის ულამაზესი ხედები იშლება.


7


9. უძირო ტბა

უძირო ტბა ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 2800 მეტრ სიმაღლეზე. ტბიდან იშლება კავკასიონის მთიანეთის ხედები. ტბასთან მისასვლელი გზა 18 კმ სიგრძისაა, მარშრუტი წრიულია და იგი იწყება შოვამდე 1 კმ-ით ადრე. აღსანიშნავია, რომ მარშრუტი სრულადაა მონიშნული როგორც ტყიან, ისე ალპურ მონაკვეთებზე. გზის ბოლომდე გავლას ორი დღე სჭირდება. მთლიანი მარშრუტი საშუალო სირთულისაა, ამიტომ უმჯობესია საწყისი წერტილიდანვე მოიმარაგოთ წყალი და მოემზადოთ დამღლელი და ხანგრძლივი ლაშქრობისთვის. დაბანაკება შეგიძლიათ ტბასთან ახლოს. უძირო ტბიდან დაბრუნება შესაძლებელია მეორე გზით, რომელიც ბილიკით სოფელ გლოლაში ეშვება და მისი დაფარვა 3-4 საათში შეგიძლიათ.


10. უწერა

უწერა რაჭის ცნობილი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც მდინარე რიონის ნაპირებზე მდებარეობს ზღვის დონიდან 1050 მეტრზე. იგი ყოველწლიურად მრავალ დამსვენებლს იზიდავს. უწერა გამოირჩევა სამკურნალო ფაქტორებით - მთის ჰავითა და მინერალური წყლით „უწერათი“. უწერა მიმზიდველი დასასვენებლი ადგილია ზაფხულსა და შემოდგომით. იქ ასევე შეგიძლიათ მოინახულოთ შუა საუკუნეების ოთხი ეკლესია და ციხე-სიმაგრის ნანგრევები.


თეგები: #რაჭა #საქართველო #დასვენება #შაორის წყალსაცავი #შოვი #დაისვენე რაჭაში #ნიკორწმინდა #უძირო ტბა
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი

მსგავსი სტატიები