დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
10 აგვისტო, 2021

ადგილები რაჭაში რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო


საქართველო მდიდარი კულტურითა და ბუნებით მოგზაურებს რომ ანებივრებს უკვე ყველასთვის ცნობილია.

სწორედ ამიტომაც არის რომ არჩევნის გაკეთება გვიჭირს, კითხვაზე: ‘სად წავიდეთ?’ ჩვენი ქვეყნის კუთხეები მრავალი ისეთიი ადგილითაა დახუნძლული, ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას რომ ერგება. რაჭა კი, სწორედ ასეთია. დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და განსაკუთრებით იწვევს გაოცებას - სახელგანთქმული არქიტექტურით, კურორტებით, სამზარეულოთი და მრავალფეროვანი ბუნებით. მეტწილად გასაოცარი, ფერადი ტბებით, რომელიც სარკესავით რაჭის მომნუსხველ ხედებს ირეკლავს.

ამბობენ რომ ამ მხარეში თუკი ერთხელ მაინც იმოგზაურებთ, აუცილებლად მოგინდებათ დაბრუნება.

რჩევები GTG-ზე თუ რა უნდა ნახო რაჭაში, ნამვილად გამოგადგება. ისეთ მთავარ სანახაობებს შემოგთავაზებთ როგორებიცაა: შაორის წყალსაცავი, უწერა, ღები, შოვი, უძირო ტბა, საყინულე, რაჭული რთველი, ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარი და რაღა თქმა უნდა ნიკორწმინდა, რომელიც ქართული ხუროთმოძღვრების შედევრად ითვლება. ბუნებასთან და კულტურულ ძეგლებთან ერთად გართობის მოყვარულებს მთლიანი შოვის არეალში, ROKVA ფესტივალი გელით. მუსიკალური ფესტივალი უკვე მესამედ ტარდება, ადგილობრივ მუსიკოსებთან ერთად საერთაშოირსო სცენის არტისტებსაც კრებს და დამსწრე სტუმრებს ბევრ საინტერესო, დასამახსოვრებელ წუთს პირდება.

მაშ ასე, დავიწყოთ:

Shaori reservoir, Racha - შაორის წყალსაცავი, Шаори водохранилище Рача

შაორის წყალსაცავი

ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ტბა/წყალსაცავი შაორია, განსაკუთრებით კი შემოდგომისას. თუ მის მონახულებას შემოდგომაზე გადაწყვეტთ, წინასწარ მოემზადეთ ზღაპრული გარემოსთვის, რადგან წყალი შეფერადებულ ხეებს ირეკლავს. ზაფხულობით კი ადგილი გრილი და სასიამოვნოა მათთვის, ვისაც ლაშქრობა ან პიკნიკი აქვს გადაწყვეტილი. ტბა თევზის ნაირსახეობითაც გამოირჩევა, ამიტომ ადგილზე მრავლად შეხვდებით მეთევზეებს. რაჭის მონახულება შაორით უნდა დაიწყოთ. იგი მდებარეობს კავკასიონის დათოვლილი მთებით გარშემორტყმულ ტყიან უბეში. შაორის გარშემო განლაგებულია რაჭის უძველესი სოფლები: ნიკორწმინდა, ჩელიაღელე, თლუღი, ადმინისტრაციული ცენტრი ამბროლაური და სხვა. ეს ადგილი გამორჩეულია მდიდარი ფლორითა და ფაუნით, მდინარეებით, ჩანჩქერებით, უღრანი ტყეებით, კასტრული მღვიმეებითა და სამკურნალო წყლებით. შაორი, მისი უნიკალური კლიმატის გამო შესანიშნავი ზაფხულის კურორტია. ზომიერად ცხელი ზაფხული, იდეალურად სუფთა ჰაერი და თავად შაორის ტბა. ზამთრის პერიოდში კი მაღალი მთების ფერდობები შაორს მიმზიდველ ზამთრის კურორტად აქცევს.


ჰაერი • კოტეჯები უწერაში

უწერა

კურორტი უწერა რაჭაში, ონის მულიციპალიტეტში ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მთავარი აღსანიშნი ფაქტორი ამ ადგილის ჰავაა, რომელიც სამკურნალო-ბალნეოლოგიური თვისებებით გამოირჩევა. ზამთარი ზომიერად ცივია -5 C ტემპერატურამდე, ზაფხული კი საშუალოდ 17 C-მდეა.

მთის ჰავის გარდა, კურორტი გამოირჩვევა ზღაპრული ტყეებითა და ხედებით. განსაკუთრებით საინტერესოა რვაასწლიანი ურთხელის ხეების უნიკალური ხეივანიროგორც ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტი უწერა სამკურნალო-მინერალური წყლის - უწერას’ მეშვეობით გახდა. სოფელში ფეოდალური დროის ეკლესიას შეხვდებით, რომელიც “სიონად” მოიხსენება, ასევე ციხე-სიმაგრის ნანგრევებსა და წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას. თუკი ზრვას მთაში დასვენებას ამჯობინებს ეს ადგიი ნამდვილად თქვენთვისაა. აქ ბუნებაში განტვირთვასა და დისტანციურ მუშაობასაც სუფთა ჰაერზე, კომფორტულ გარემოში შეძლებთ. შესანიშნავია ლაშქრობების, პიკნიკებისა და სხვადასხვა აქტივობების დასაგეგმად რაც ბუნებაში გასვლას უკავშირდება. არ აქვს მნიშვნელობა სეზონის რომელ მონაკვეთს აირჩევთ დასვენებას - უწერა ისეთივე მშვენიერიდაგხვდებათ ზაფხულში როგორც შემოდგომას.


სოფელი ღები village Gebi

ღები

სოფელი ღები ზღვის დონიდან 1350 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ონიდან მისასვლელად 35 კმ დაგჭირდებათ. ღებში სხვადასხვა ისტორიულ ძეგლს შეხვდებით. აქ აღმართულია მთავარანგელოზის ეკლესია და შუა საუკუნეებით დათარიღებული რამდენიმე ძეგლი. ღები უძველესი დროიდანაა დასახლებული: ძვ.წ. III-I სს-ებით თარიღდება ორმო-სამარხები, სადაც აღმოჩენილია ოქროს სამკაულების, ცხოველების გამოსახულებიანი ბრინჯაოს ბალთები და ვერცხლის ხარის თავის ქანდაკება. ადგილობრივები ‘გოგრიჭიანთ ნახეტებს’ ძვ. წ. XVI-X სს-სა და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის სამარხებსა და მეტალურგიულ კერებს.

ღები რაჭის ერთადერთი კოშკური დასახლება იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში კოშკების უმრავლესობა მიწისძვრებმა შეიწირა და მხოლოდ რამდენიმე მათგანია შემორჩენილი.

ღების საისტორიო წყაროებში მოიხსენიება 1503 წლიდან. სოფლის სახელწოდებაზე რაც უნდა იცოდეთ არის ის, რომ იგი სვანურად ჩაღრმავებულ ადგილს ნიშნავს და დაარსების ისტორია ხალხურ თქმულებას უკავშირდება. თურმე ლეჩხუმიდან გამოქცეულ მღებავს იქ კაცი შემოკვდომია და მთის რაჭაში გახიზნულა. მას შემდეგ თავისი ხელობა-მღებრობა დაუწყია და ამ სოფელს სწორედ ამიტომ დარქმევია ღები. სოფელში მას აქეთ სხვადასხვა მხრიდან გადმოსახლებული გვარებით დასახლდნენ.


სოფელი შოვი village Shovi

შოვი

შოვი ზემო რაჭაში, ქალაქ ონიდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. შოვი რაჭის უმნიშვნელოვანესი კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. მთის ჰავა აქ ზამთარში ნოტიო ჰავით ხასიათდება, საშუალო ტემპერატუა -6°, ზაფხულის კი - 16°. შოვი, რომელიც მამისონის უღელტეხილის ძირას მდებარეობს განთქმულია სამკურნალო მთის ჰავითა და მინერალური წყლებით. წიწვოვანი ტყით და ალპური მდელოებით დაფარული ტერიტორია სწორედ მინერალური წყლებითაა მდიდარი. ამიტომაც კურორტის სანატორიუმებში, დასასვენებელ სახლებსა და კოტეჯებში ყოველწლიურად უამრავი დამსვენებელი იყრის თავს. საკურორტო სეზონი გრძელდება - ივნის-ოქტომბერში. საკურორტო ზონის მშებელობა კი, მე-20 საუკუნის 20-ან წლებში დაიწყო და საზეიმო ცერემონიით 1929 წელს გაიხსნა. აქ მკურნალობენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა ასთმა, ქრონიკული ბრონქიტი, ლიმფოდენიტი, ნაღვლისა და შარდის ბუშტის ანთება, კუჭ–ნაწლავის სისტემის პრობლემები, ანემია და სხვა.


8

უძირო ტბა

უძირო ტბა რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფლების გლოლასა და შოვის მახლობლად მდებარეობს, მწვერვალ კატიწვერას დასავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 2800 მეტრზე. იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლოკაციაა და ლაშქრობისა და თავგადასავლების მოყვარულებს კრებს.

ტბიდან ულამაზესი ხედი იშლება კავკასიონზე. უძირო ტბის საფეხმავლო მარშრუტი იწყება სოფელი შოვიდან და მთავრდება სოფელ გლოლაში. მარშრუტი წრიულია, ფეხით გასავლელი მანძილი დაახლოებით 18 კმ-ა და მის გავლას ორი დღე სჭირდება. ბილიკი მარკირებულია როგორც ტყიან, ასევე ალპურ მონაკვეთებზე და დაკარგვის სასიშროება მინიმალურამდე მცირდება.


საყინულე

საყინულეს ბუნებრივი გამოქვაბული რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფლების გლოლასა და შოვის მახლობლად, მწვერვალ კატისწვერი ფერდობზე მდებარეობს. კლდეში შეჭრილი ბუნებრივი გამოქვაბული-ჭა, სადაც ნებისმიერ სეზონზე ტემპერატურა ნულ გრადუსს უტოლდება, ზღვის დონიდან 1200 მეტრზეა. აქ სოფელ ნიკორწმინდიდან 3 კმ-ში მოხვდებით. საყინულეში შეხვდებით ყინულის სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, საუკუნოვანი ყინულის სვეტებს (ზოგი სვეტის სიმაღლეა 8 მეტრი, ხოლო გარშემოწერილობა 20 მეტრი) და კასკადებს.


რაჭული რთველი

რაჭა ქართული მეღვინოების თვალსაზრისით პატარა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული და საინტერესო მხარეა. ამბროლაურის რაიონი მასში დიდ როლს თამაშობს. ყურძნის ჯიშები რაჭაში ადგილობრივია.

აქ ყოველწლიურად ოქტომბრის თვიდან, რაჭული რთველი იმართება, რაზეც ნებისმიერ მსურველს შეგიძლიათ დასწრება.

რაც შეეხება სახელგანთქმულ ღვინოებს - ხვანჭკარა (იწარმოება 1932 წლიდან) ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნისგან მზადდება (ალექსანდროული და მუჯურეთული -15-18 გრადუს ყინვასაც თავისუფლად უძლებს) და ნახევრად-ტკბილი ღვინის მოყვარულთათვის საამო კარგად ნაცნობი საამო გემოა. ალექსანდროულის ღვინო კი - ამავე სახელწოდების ვაზის ჯიშისგან. ალექსანდრეულის შესახებ მე-19 საუკუნემდე წერილობითი წყაროები არ გვაქვს, თუმცა ხალხური თქმულების მიხედვით, თურმე ალექსანდრე მეფემ გამოიყვანა და გაავრცელა ეს ჯიში, თუმცა რომელ ალექსანდრეზეა საუბარი უცნობია. ასევე არსებობს ვარაუდი რომ ეს ჯიში სულაც ალექსანდრიიდან არის შემოტანილი.


ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესია, რაჭა - Barakoni church, Racha


ბარაკონის ტაძარი

ბარაკონი ძველი ქართული საეკლესიო გუმბათოვანი არქიტექტურის დიდი ძეგლია, რომელიც მდებარეობს რაჭაში, სოფელ წესთან. ბარაკონი მდინარეების, ლუხუნისა და რიონის შესართავთან არის, რის გამოც მას სვეტიცხოველს ადარებენ. გარდა ამისა, ეს ჯვარ-გუმბათოვანი, ფასადოვანი ეკლესია, შიდა ინტერიერითა და ზედა სარკმლებითაც წააგავს ."ბარაკონი" სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით ნიშნავს "თეთრად მოელვარეს".

ბარაკონის ჩრდილო-დასავლეთით იდგა ადრე ფეოდალური ხანის ეკლესია, რომელიც რაჭის პირველმა ერისთავმა, რატი ლიპარიტის ძემ თავისი კარის ეკლესიად ააგო. დღესდღეობით მისგან მხოლოდ საძირკველია შემორჩენილი. როსტომ რაჭის ერისთავის ბრძანებით 1753 წელს ახალი ეკლესია ააგო ოსტატმა ავთანდილ შულავრელმა.


ნიკორწმინდა, რაჭა - Nikortsminda Church, Racha


ნიკორწმინდის ტაძარი

ნიკორწმინდის გუმბათოვანი ტაძარი სოფელ ნიკორწმინდაში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში დასავლეთის შესასვლელის წარწერის მიხედვით 1010-1014 წლებში ჩაეყარა საფუძველი. 1534 წელს კი შენობა იმერეთის მეფე - ბაგრატ III-ის მიერ განახლდა. მისი ბრძანებითვე აიგო წმინდა ნიკოლოზის სახელობის დიდი ტაძრის მშენებლობას, რომელიც ამ საერისთავოს კულტურულ ცენტრად იქცა: ‘„ჩვენ მეფეთ მეფემან ბაგრატ... ხელ-ვყავით აღშენებად დაკნინებულისა მონასტრისა... და შევქმენ საყდრად საეპისკოპოსოდ.“

ტაძრის ეზოში აღმართული სამსართულიანი სამრეკლო XIX საუკუნის II ნახევარშია აშენებული. ამავე პერიოდშია მოხატული ეკლესიის ფრესკებიც.

2007 წლის 24 ოქტომბრიდან ნიკორწმინდის მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.


თავგადასავლებითა და ემოციებით დატვირთულ მოგზაურობას გისურვებთ!


თეგები: #რაჭა
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი

მსგავსი სტატიები