საქართველოს დედაქალაქმა ელექტრონული მუსიკა და ღამის ცხოვრების ევროპული სტილი სხვა მიმდინარეობებთან შედარებით ბევრად სწრაფად და მარტივად განავითარა. ბოლო 7 წლის განმავლობაში თბილისში გაიხსნა რამდენიმე გამორჩეული ღამის კლუბი, რომლებმაც პოპულარობა მალევე მოიპოვეს და დღეს ქალაქის მაცხოვრებელთა განტვირთვის უცვლელ საშუალებებად გვევლინებიან.

გთავაზობთ ჩვენეულ საუკეთესო ხუთეულს:

  1. Bassiani - კლუბი ბასიანი 2014 წლიდან ფუნქციონირებს და პირველ ადგილს არავის უთმობს. სახელი საქართველოს ისტორიულ ნაწილს და ერთ-ერთ გამორჩეულ ბრძოლას უკავშირდება, რაც კლუბის ლოგოზეც აისახება. ბასიანში ამჟამად ქალაქის ყველაზე ხარისხიანი ხმის სისტემაა განთავსებული(Funktion one). კლუბის პოპულარობა მისი რეზიდენტებისა და ლეიბლის დამსახურებაა.
    დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bassiani.com/
     
  2. Khidi - კლუბი ხიდი ერთ-ერთი ყველაზე ახალია, თუმცა დიდი პოპულარობით სარგებლობს. ფუნქციონირებს 2016 წლიდან. სახელი უკავშირდება მის მდებარეობას რადგან კლუბი ვახუშტი ბაგრატიონის ხიდთან არის განთავსებული. ხმის სისტემის ხარისხი აქაც მოწინავე დონეზეა.
    დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ბმულს: https://khidi.ge/
     
  3. Mtkvarze - კლუბი მტკვარზე მდინარე მტკვრის სანაპიროზე ყოფილი რესტორნის შენობაშია განთავსებული. არაფრით ჩამოუვარდება რეიტინგის სათავეში მყოფებს. აქვს ორი ოთახი და აივანი ხედით მდინარეზე. გარდა თანამედროვე კლუბური მუსიკისა მის პატარა ოთახი ხშირად ეთმობა განსხვავებული ჟანრის ექსპერიმენტატორ შემსრულებლებს.
    დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://www.mtkvarze.com/index.php/program
     
  4. Spacehall - ეს კლუბიც შედარებით ახალია. მდებარეობს ბასიანთან ახლოს ბორის პაიჭაძის სახელობის საფეხბურთო სტადიონის( ცნობილია როგორც „დინამო“) კომერციულ ზონაში. ხმის სისტემა და განათება დინამიურია, სივრცეც საკმაოდ დიდია. ჟანრთა მრავალფეროვნებას აქაც შეხვდებით.
    დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://spacehall.com/
     
  5. Café Gallery - კლასიკური კლუბებისგან განსხვავებით ეს უკანასკნელი დღის განმავლობაში ჩვეულებრივ მყუდრო კაფეს წარმოადგენს. კვირის ბოლოს კი ელექტრონული თუ სხვა მიმდინარეობის მუსიკის სცენად გარდაიქმნება, სადაც გართობა დილამდე გრძელდება. აღნიშნული ლოკაცია მთელი კვირის განმავლობაში აქტიური და ძალიან პოპულარულია.
    დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://cafe-gallery.ge/


ქალაქში სტუმრობისას აუცილებლად ესტუმრეთ რომელიმე მათგანს და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები.

გისურვებთ სასიამოვნო დასვენებას!