მზადება თავგადასავლებისთვის
დილით
ადრე ავდექი,
ასე 05:45 წუთი
იქნებოდა,
ფანჯრიდან
გავიხედე ჯერ
კიდევ ებრძოდა
მზის სხივები
სიბნელეს, ჩიტებსაც
ახალი დაწყებული
ჰქონდათ ჭიკჭიკი.
თბილი ლოგინიდან
გამოძრომით
მიღებულ ჟრუანტელს
როგორღაც
გავუმკლავდი
და ჩანთის
ჩალაგებას
შევუდექი.. ზოგადად
ლაშქრობა ჩემთვის
არ არის
მხოლოდ A პუნქტიდან
B პუნქტისკენ
გადაადგილება,ეს
უფრო რიტუალს
ჰგავს, ჯერ
მარშრუტის
შესწავლა,ინფორმაციის
მოძიება, დაგეგმვა,
მერე საკვების
მომარაგება და
ბოლოს ჩანთის
ჩალაგება, ეს
ის კომპონენტებია,
რომელიც ტრადიციულად
ყველა ლაშქრობას
წინ უსწრებს,
რომლის დროსაც
მუდმივად ვგრძნობ
რაღაც განსხვავებულს,
გულში რაღაც
რო გიღიტინებს
სასიამოვნოდ
და სხეული
გითბება,ასევე
ამ რიტუალის
ნაწილია,გასვლის
წინა ღამით
უძილობა, ემოციები
არ მაძლევს
საშუალებას
დავიძინო. ეს
ყველაფერი
გრძელდება
მუდმივად, მაგრამ
ყოველთვის
განსხვავებული
შეგრძნებებით
სრულდება.
ყველაფერი
რომ ჩავალაგე,
ფოტოაპარატი
გადავიკიდე
მხარზე , ერთი
კიდე მოვავლე
თვალი სახლს,ჰო
არაფერი მჩება-თქო
და გავეშურე
ახალი
თავგადასავლებისკენ,
რომელიც ამჯერად
ნახევრად უდაბნოს
ტიპის ჭაჭუნას აღკვეთილში
მელოდა.
მინდვრის ფიქრები
ადრე
გაზაფხული იყო
ამიტომაც დილა
არც ისე
იმედისმომცემად
გამოიყურებოდა,
გზაში წვიმდა
და ალაგ-ალაგ
საკმაოდ სქელი
ნისლიც შეგხვდა,
ვფიქრობდი ეს
ნისლი არ
გაიფანტებოდა
და ყველაზე
ლამაზი ხედების
ნახვას ვერ
შევძლებდით,
მეგონა მხოლოდ
მთებს შეეძლოთ
ფიქრი, თურმე
არანაკლები
ფიქრი სცოდნია
მინდვრებსაც.
თუმცა მალე
მზემ აჯობა,
მოიკრიბა თავისი
მთელი ენერგია
და თბილი
სხივები უხვად
გვიბოძა, ჩვენს
თვალწინ
ენითაღუწერელი
სილამაზე
გადაიშალა,
ნამდვილი სამოთხე.
ისეთი შეგრძნება
მქონდა, თითქოს
მალე ვიხილავდი,
სადმე მინდვრებში,
თუ როგორ
თამაშობენ ერთად
ცხვარი და
მგელი, იქვე
რძის მდინარეები
რომ მოჩუხჩუხებს
და ათასფრად
გადაყვავებული
მინდვრები
თვალწარმტაც
პეიზაჟს ქმნის,
სხვათაშორის
არც ნაკლები
რამეები დამხვდა,
ასე რომ
ადამიანებო,
იცოდეთ სამოთხე
არაა შორს.
წარმოიდგინეთ,
დაუსრულებელი
ხასხასა მწვანე
მინდვრები,
კაშკაშა მზე
და ულამაზესი
ლურჯი ცა,
ეს ყველაფერი
ქმნიდა გარემოს,
საიდანაც წამოსვლა
არ მოგინდება,
დაგავიწყებს
ამ ქვეყნად
ყველაფერ ცუდს,
გაგაღიმებს,
ენერგიას
შეგმატებს,
აგავსებს უდიდესი
შეგრძნებებით,
დაგტვირთავს,
დაგმუხტავს,
პირთამდე აგავსებს,
თავს ისე
გაგრძნობინებს
თითქოს შემსუბუქდი,
ჰაერი კი
შენს გარშემო
შეიკუმშა, ისეთი
შეგრძნებაა,
ახალბედა ჯადოქარს
პირველად რომ
გამოუვა რაიმე
რთული ჯადოსნური
ტრიუკის გაკეთება.
დგახარ ამ
საოცრების წინ,
ჯერ კიდევ
არ გჯერა,
ნუთუ ეს
ფერები მართლა
არსებობს? თუ
უბრალოდ წარმოსახვაა,
რაც უფრო
წინ მივიწევდით
გული მითუფრო
უმატებდა
ფართხაალს,
მწვანე ფერს
ალაგ-ალაგ
ყვითელი და
წითელიც შეერიაა
და ნამდვილი
იმპრესიონალისტური
შედევრი შექმნა,
ამ წუთას
მხოლოდ ერთი
რამ მინდოდა,
რაც შეიძლება
დიდხანს ვმდგარიყავი
და მეცქირა
ამ ყველაფერისთვის,
რადგან კარგად
დაემახსოვრებინა,
ჩაებეჭდა გონებას,
გულს, რათა
დიდხანს გამყოლოდა
ეს შეგრძნება,
რომელიც მავიწყებდა
ყველაფერს და
ჩვეულებრივ
მატერიად მაქცევდა,
რომელიც ერთი
პატარა ნაწილაკია
ამ ყველაფერის
და რომელიც
სწორედ ამ
გარემოსთან
ერთად ქმნის
ერთიანობას,
სამყაროს არსს.
ტალახთან შერკინება
ტალახმა
დამაბრუნა
ცოტახნით იმ
სამყაროში, სადაც
სულაც ვერ
გრძნობ სამყაროსეულ
ერთიანობას,
წინა დღეს
ბევრი ნალექი
მოსულა და
დღევანდელ მზეს
ჯერ ვერ
მოესწო მისი
ამოშრობა, ამიტომაც
ჩვენი მანქანები
ისე ცურავდნენ
ტალახზე, როგორც
ფიგურული
მოციგურავე
ყინულის მოედანზე.
ბევრი წვალებისა
და სასაზღვრო
სამხედრო ძალების
პიკაპის დახმარებით
მანქანები
სამშვიდობოს
გამოვიყვანეთ
და ტარიბანის
ალესილები
ვნახეთ, საკმაოდ
შთამბეჭდავი
იყო ამ
ალესილების
ნახვა გაზაფხულზე,
მიმდებარე
ტერიტორია სავსე
იყო კუებით,
რომლებიც ადგილიდან
არც კი
იძვროდნენ,
მშვიდად მიირთმევდნენ
ახლად ამოსულ,
მსუყე ბალახს,
ერთ-ერთ
კუს ჩემი
წილი კიტრი
შევთავაზე,
მაგრამ იქიდან
გამომდინარე,
რომ დიდიხანია
ადმიანებმა
მათი ნდობა
დავკარგეთ, პირი
არ დააკარა,
შებრუნდა და
თავისი მშობლიური
ბალახის წიწკვნა
გააგრძელა. ამის
შემდეგ დავბრუნდით
მანქანებთან
და გავეშურეთ
დალის წყალსაცავისკენ,
რომელიც მდ.იორთანაა
გაკეთებული,
როგორც ვიცი,
ოღონდ არა
სარწმუნო
წყაროებიდან,თუ
ვცდები, მომიტევეთ,
ეს წყალსაცავი
გაკეთდა ატომური
ელექტრო სადგურის
გასაგრილებლად,
ეს პროექტი
მალევე დაიხურა
და ამ
ადგილის მაგივრად
,ელექტრო სადგური
გაკეთდა სომხეთში,
გადავრჩით .
დალის წყალსაცავმა
კიდევ ერთხელ
მოახერხა ჩემი
აღფრთოვანება,
მიუხედავად
იმისა, რომ
პანიკურად
მეშინია წყლის,
ძალან მომინდა
გაჭყუმპალავება,
წყალი ძალიან
ლამაზი ფერის
იყო, ისიც
თითქოს ბუნებას
არ ჩამორჩა
და მწვანედ
შეფერილიყო.
ხორნაბუჯიდან დანახული კავკასიონი
სადილობაც
იქვე კედრის
ჩრდილქვეშ
გადავწყვიტეთ,
კარგად დანაყრების
შემდეგ, გზა
განვაგრძეთ
ხორნაბუჯისკენ
, ეს ციხე-სიმაგრე
ისტორიულ წყაროებში
მოიხსენიება
ჯერ კიდევ
მე-5 საუკუნეში,
იგი გადაჰყურებს
ალაზნის ველს,
აქედან
კი შორს
ჰორიზონტზე
თეთრ,ხანდახან
ვერცხლისფერ
ან ალისფერ
ზოლად ჩანს
დიდებული
კავკასიონი,
ხორნაბუჯსა და
კავკასიონს
შორის დედა
დრაკონივით
გაწოლილა მწვანედ
ახასხასებული
ალაზნის ველი
,რომლის ზურგზე
ზანტად მიიკლაკნება
მაცოცხლებელი
მდინარე ალაზანი.
უკვე საუკუნეებია
ამ საოცრებას
გადაჰყურებს
ხორნაბუჯი და
მისი სტუმრები,
მთელი უსასრულობაა
ვერცხლისფერ
თმიანი მოხუცი
კავკასიონი კი
ტკბება ამ
ყველაფრით, ჩვენ
კი წილად
გვხვდა , შევძლოთ
შევუერთდეთ ამ
ყველაფერს,
როგორც ამ
სილამაზის ერთი
პატარა ნაწილაკი.
იქიდან
გამომდინარე,
რომ ბოლოში
მოვდიოდი, მაშინ
როცა ავედი
ციხეზე თითქმის
ყველა უკვე
იქ იყო.
ვიწრო ბილიკს
ფრთხილად
მივუყვებოდი,
რადგან სველი
და სრიალაა,
ყველა მხრიდან
ყაყაჩოები
მიღიმოდნენ და
გამოწვევებს
მპირდებოდნენ,
როგორც იქნა
ავედი ბოლომდე
და ჰოი
საოცრებავ,
სუნთქვა ცოტახნით
შევწყვიტე,
შოკირებული
ვიცქირებოდი,
ჩემს წინ
ალაზნის ველი
ამწვანებულ-გადაყვითლებული
და ჰორიზონტზე
დიდებული
გავკასიონი
მედიდურად ნისლში
გახვეული, ამ
წუთას მზად
ვიყავი სიკვდილისთვის,
სრულიად სხვა
სამყაროში მოხდა
ჩემი გონების
პორტაცია, აქ
თავს კარგად
ვგრძნობდი, მზად
ამ ყველაფრის
ბოლომდე
შერწყმისთვის,
ეს იგრძნო
ჩვენმა მედიდურმა,
ამაყმა კავკასიონმა
და მანაც
გახსნა თავისი
გული, ჩამოიფერთხა
ნელ-ნელა
ნისლი და
მთელი თავისი
დიდებულებით
წარსდგა ჩემს
წინაშე და
კიდევ ერთხელ
დამარწმუნა
იმაში, რომ
ჩვენ ვეკუთვნით
ამ სამყაროს,
რომლის ნაწილიც
ერთხელაც
გავხდებით, ასევე
ისიც გვეკუთვნის
ჩვენ და
გვაძლევს უდიდეს
ენერგიას, მე
ამ ადგილიდან
სრულიად ავსებული
და დამუხტული
წამოვედი,
დავემშვიდობე
ხორნაბუჯსაც
, თვალი შევავლე
მზის უკანასკნელ
სხივებს, რომლებიც
ნაზად ერწყმოდა
კავკასიონის
ჭაღარას და
ცოტახნით წითურად
აქცევდა.
ლაშქრობა/მოგზაურობა,როგორც საშუალება იპოვო თავი
ადამიანები
მუდამ ვეძებთ
რაღაცებს,
სხვადასხვა
გზით, ჩემი
ძებნის სტრატეგია
უკავშირდება
ლაშქრობას/მოგზაურობას,
ეს არის
საშუალება ვიპოვო
ჩემი თავი,როგორც
ამ სამყაროს
პატარა ნაწილი,
დავბრუნდე უკან
ბუნებაში, რათა
გავიაზრო ჩემი
არსებობის
მიზეზები და
სამყაროს სიდიადე,
ცოტა ხნით
მოვწყდე ურბანულ გარემოს,ხმაურს
, ბეტონის შენობებში გამომწყვდეულ
ადამიანურ სევდას, სულისგამყინავ
გულგრილობას, თვალთმაქცობას......
სამყაროს, რომელიც ჩვენ -
ადამიანებმა მაქსიმალური
კომფორტისთვის შევქმენით,
ავაშენეთ უზარმაზარი შენობები
საკუთარი ეგოების ძახილის
ჩასახშობად და მივიღეთ სრული
დისჰარმონია, შინაგან სამყაროსა
და იმას შორის, რაშიც რეალურად
გვიწევს ცხოვრება.... ასე ვიპოვე
გზა,ლაშქრობის/მოგზაურობის
სახით დავამყარო ჰარმონია
რეალურ „მე“-სა და იმას შორის,
ვინც უნდა ვიყო, რომ შევძლო
გადარჩენა. ჩვენ
ყველანი შორს
ვეძებთ იმას
,რაც იქვე
ახლოს შეიძლება
გვაქვს,
ჩვენ ვეძებთ
სამოთხეს
- ჰარმონიას , მე
ის აღმოვაჩინე
აი აქ
და ახლა.
ამ
დღეს იყო
ყველაფერი,
მისტიური, ნისლიანი
გზა, ტალახი,
ექსტრემი,
ულამაზესი ხედები
ხასხასა, მობიბინე
პურის ყანები,
ახალი სამყაროს
აღმოჩენა და
ბევრი თავგადასავალი.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი