როგორც კი პლატოდამთავრდა, ეგრევე დაიწყო უამრავი, უზარმაზარი, ერთმანეთში მჭიდროდ ჩასმული ქვების აღმართი. ეს ვულკანური ქვები იყო, რომლებიც რამდენიმე ათეული მილიონი წლის წინ წარმოიქმნა და მას შემდეგ აქ არიან ერთმანეთზე ჩახუტებულები.რელიეფი იმაზე რთული აღმოცნდა, ვიდრე ვფიქრობდით. მძიმე ჩანთით ლოდებზე ხტომა არ იყო მარტივი, წონასწორობას კარგად ვერ ვინარჩუნებდით.
ავიარეთ 1 აღმართი. გვგონია დამთავრდა და ახლა დაშვებას დავიწყებთ, მაგრამ არა, ბოლოში ასულს კიდევ ორი უზარმაზარი ქვის ლოდების აღმართი გველოდებოდა. ვატყობ, რომ ძალა მეცლება და ჩანთა წონასწორობას მაკარგვინებს, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ეს უნდა გავიარო. გადავედით როგორც იქნა. ახლა ჩვენს წინ დგას ნაცრისფერი ნაშალი ქვის კლდე. სანახავად ძალიან საზარელი იყო. რომ გავიფიქრე, ამაზე გადასვლა მოგვიწევდა, გული შემეკუმშა. გზა მარჯვნივ მიდიოდა, ისევ ლოდებით სავსე და უსასრულოდ გრძელდებოდა.. გამიხარდა სალ კლდეს რომ ავცდით, მაგრამ ქვებზე სიარულმა ხელ-ფეხთან ერთად, ნერვებიც მატკინა. ავდივართ დაუსრულებლად, ზევით და ზევით... ალბათ, ძალიან მაღლა ვიყავით უცებ ნისლი ჩამოწვა და საერთოდ არაფერი ჩანდა, ცოტა ხანში წვიმაც წამოვიდა. ვსველდებოდით, უფრო ართულებდა სისველე რელიეფს, სახიფათო იყო სველ ქვაზე სიარული. გუნდს ჩამოვრჩით. მივდივართ შეუჩერებლად. უცებ, რომელიღაც დიდ ლოდზე ვხედავთ, სხედან ირმა და შოთა და გადაფარებული აქვთ დიდი პარკი. ჩვენც შევეფარეთ და ველოდებოდით, როდის გადაიღებდა.დაახლოებით 40 წუთი ვისხედით ასე - პარკის ქვეშ. წვიმა რამდენიმე წამით შეჩერდებოდა, გვეგონა გადაიღო, მაგრამ უცებნისლთან ერთად კოკისპირულად დაუშვებდა. ასე გააკეთა დაახლოებით ექვსჯერ, რაც დავთვალე. თან ვნერვიულობდით გოჩაზე და კოტეზე, ისინი ჩვენზე გაცილებით წინ იყვნენ, მაგრამ არ ვიცოდით საით. წვიმამ ძალიან შეგვაფერხა და დიდი დრო წაგვართვა.
წვიმა შეწყდა. ნისლი წასვლასარ აპირებს, მხედველობა გვიჭირს, ძალიან ნელა დავდივართ სველ ქვებზე. ცოტა მანძილის გავლის შემდეგ დაიწყო შედარებით წვრილი, მოწითალო ფერის ქვები, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არ იყო და ფეხის დაგმასთან ერთად უსასრულობაში იკარგებოდა. სველები ვართ, გვცივა, ჩანთის სიმძიმე გვაწუხებს, თუმცა ეს უკვე მნიშვნელოვანი აღარ არის. მთავარია ცოტა სწრაფად ვიაროთ, რომ დაბლა ჩავიდეთ და გზა დავინახოთ, კოტე და გოჩაცმოვძებნოთ.
ავედით კიდევ ერთ აღმართზე. ნისლიოდნავ გაიფანტა და გზაც შედარებით გაგვიმარტივდა. ავუყევით ბოლომდე გზას. მივადექით კიდეს, საიდანაც დაღმართი იწყებოდა. პირველი სასტიკი ემოცია ყელიწადისა - არც ისე შორს მთებში ჩაწოლილი, თავზე ღრუბელგადაფარებული გველოდება. ეს იყო სანახაობა, რომელსაც სხვაგან ვერსად ნახავთ, ეს იყო ემოცია, რომელსაც ვერაფერი გაგრძნობინებთ. ძალიან დაღლილებს, სველებს, გაყინულებს ყველაფერი დაგვავიწყდა. პატარა ბავშვებივით ვყაყანებდით და ხელს ვიშვერდით ტბისკენ. ღამდებოდა... ყველა ვარიანტში უნდა მივსულიყავით ტბამდე, სანამ ბოლომდე დაბნელდებოდა. გვციოდა, ფეხებში ძალა აღარ გვქონდა. კოტეს და გოჩას ისევ ვერ ვხედავდით. დავიწყეთ დაშვება.
აღმართი რთულია, მაგრამ დაღმართი არის სიკვდილის ტოლფასი. ქვები, ქვები და კიდევ ქვები.აქ უკვე შერეულად - ზოგან ნაშალი,ზოგან წვრილი, ზოგან მჭიდროდ ჩამჯდარი. მცივა. ჩანთა მამძიმებს, მუხლი მტკივა, ვატყობ, რომ ჩემი ფეხები ვერ რეაგირებენ დროზე, რეფლექსი მომეშალა, მოძრაობა შემინელდა. ხელები დასერილი ფორთხვისგან, გაყინული. ყოველ ნაბიჯზე ვფიქრობდი, მეტი აღარ შემიძლია, ვერ ჩავალ ბოლომდე, ძალა არ მაქვს, მუხლებს ვეღარ ვგრძნობ... ბოლო არ ჩანს, არ ვიცი სად უნდა ჩავიდე, ნისლია, მაგრამ ვერავის ვხედავ ირგვლივ, მარტო ვარ. ჩემი ხმა არავის ესმის, არც მაქვს ძალა მამაღლა დავუძახო ვინმეს.
მაქსიმალურად ვეცადე თავი ხელში ამეყვანა. გავხედე ტბას...ღრუბელი აღარ ქონდა თავზე და ულამაზესი იყო, ფირუზისფერი, წყნარი, უდარდელი. მე მაინც მოვალ შენთან - მეთქი, ვუთხარი და ძალები სრულიად მოვიკრიბე. დავეშვი, ფეხს ავუჩქარე, მაგრამ რეფლექსები ისევ არ მიმუშავებს კარგად, თუმცა მხნედ ვარ. გავხედავ ტბას - ავივსები, ვეშვები. ვფიქრობდი, აქ ვერ გავჩერდები, არ ვიცი ვინ სად არის, ვერავის ვხედავ, არავის ხმა მესმის, მხოლოდ ყელიწადია, რომელიც ღრუბლებიდან მეპრანჭება და მაძლევს მოტივაციას. როგორციქნა ცოტა ჩამოვედი, ნისლი აღარ არის და ვხედავ ქვემოთ ჩასულებს კოტეს და გოჩას, საძილეები აქვთ გაშლილი და გველოდებიან.დანარჩენები ალაგ-ალაგ მიმოფანტულები ქვემოთ ეშვებიან, მე ბოლო ვარ და დიდი მანძილი გვაშორებს. მათმა დანახვამ კიდევ ბოლო ძალა მომცა და როგორც იქნა ჩავედი. ჩავედი ძალიან სწრაფად, ჩანთაგზაში მოვიხსენი, როგორც კი გავსწორდი, არავისთვის ხმა არ გამიცია და ეგრევე ძირს დავწექი. არ ვიცი ტკივილისგან, ბედნიერებისგან თუ რატო, ჩემდაუნებურად ცრემლები წამომივიდა. ბიჭებმა ანაკომის სუპი დამახვედრეს. ასე გემრიელად, დამიჯერეთ, მაღალი კლასის ვერც ერთ რესტორანში ვერ შევჭამდი. სრულ ნეტარებაში ვიყავი, აღარ მციოდა, მხოლოდ მუხლები მტკიოდა, პირდაპირ გულზე მირტყამდა.წინ კიდე დიდი გზა გვქონდა ტბაბმდე...
ცოტა დასვენების შემდეგ ისევ ავეწყვეთ და მოვემზადეთ წასასვლელად... ისევ კოკისპირული წვიმა წამოვიდა, ისევ შოთას პარკი გადავიფარეთ და ისევ უზარმაზარიდრო დავკარგეთ გადაღების ლოდინში. მზე არ იყო ჯერ გადასული. ფანრები მოვამზადეთ, გვეგონა ღამე სიარული მოგვიწევდა, მაგრამ გაგვიმართლა, დაგვინდო ელიამ და დღის შუქზე გვანახა ქალბატონი ყელიწადი. არ ვიცი, როგორ აგიხსნათ, როგორ და რა სიტყვებით გადმოვცე ის, რაც მისი დანახვის შემდეგ ვიგრძენი. პირველ რიგში, არ მჯეროდა, რომ ზღვის დონიდან 3068 მეტრზე ვიყავი დაა ამ დაუნდობელ სილამაზეს ვუყურებდი. არ მჯეროდა, რომ შემეძლო ხელით შევხებოდი; არ მჯეროდა, რომ მის სუნს ვგრძნობდი და მისი ხმა მესმოდა...არვიცი, ვერ აღგიწერთ ჩემს განცდებს, ამიტომ თავს აღარ შეგაწყენთ.
სრულიად სხვა სამყაროში ვართ. ჩვენს წინ არის ყელიწადის ტბა,უზარმაზარი, ფირუზისფერი და მშვიდი. თავზე ადგას მწვერვალი შერხოტა. ფეხაკრეფით მივუახლოვდით, მორიდებით. ყველა ერთიანად დავმუნჯდით, საკუთარი სუნთქვა მესმის... გავშალეთ კარვები. ციოდა. ვივახშმეთ, ერთმანეთს გავუზიარეთ ყველა ის ემოცია, რასაც გზაში ვგრძნობდით, რაც ტბასთან მოსულებმა განვიცადეთ და ტკბილად ჩაგვეძინა.
ღამე მშვიდი იყო, არ ციოდათითქოს, მაგრამ წვიმდა. დილით მზემ დაგვანათა ცოტა ხნით, წუხანდელი სველი ტანსაცმლის გაშრობა გვაცადა და ღრუბლებს ამოეფარა. შერხოტაც ნელ-ნელა გვიხსნიდა შუბლს, თითქოს მოულოდნელი სტუმრები არ მოეწონა. ავდექით... დილის მადლი ანუ ყავა მივირთვით, ვისაუზმეთ, ვინებივრეთ ტბასთან, ყველანაირი რაკურსით გადავუღეთ ფოტოები, ავშალეთ კარვები და ბედნიერები გამოვეშურეთ სახლისკენ. ავუყევით გზას. გადავიარეთ უღელტეხილი. უღელტეხილს იქეთ სულ სხვა სამყარო დაგვხვდა. ჩემი წარმოდგენით სწორედ ასეთია პლანეტა მარსი. ხელშეუხებელი და ფეხდაუდგამი ველური ბუნება, ბუმბერაზი მთები, ვულკანური ქვები, ტბები... შერხოტაც გვაცილებს, ჯერ თვალს არ მოფარებია. მოვდივარ და უკან-უკან ვიყურები, თვალს ვერ ვწყვეტ და ვერც ვიჯერებ, სად ვარ.თითქმის ყოველ ნახევარ საათში ჯიპიესს ვუყურებდით, სადმე გზა არ აგვრეოდა ან ზედმეტიარ გაგვევლო. რატომღაც ტბიდან წამოსულებს არც გაგვხსენებია ჯიპიესი. ხოდა, სწორედ აქ დავუშვით შეცდომა, რომელზეც მწარედ ვაგეთ პასუხი.
გადმოვიარეთ უღელტეხილი, პატარ-პატარა ვუკლანური გორაკები. როგორც იქნა რელიეფი გასწორდა და აბიბინებულ მინდორზე გადავედით.გზად შეგვხვდა მდინარე, ცივი და კამკამა. რადგან დრო დიდი გვქონდა (მაშინ ასე გვეგონა), გავჩერდით და დავისვენეთ, დავეწაფეთ, სახეზე შევისხით, გახურებული ფეხებით ჩავდექით. სრული რელაქსაციისთვის ყველაფერი გვქონდა.ახლა უკვე დრო იყო ჯიპიესისთვის ჩაგვეხედა და დრო გაგვესაზღვრა, უნდა ვიჩქაროთ თუ არა... ჩავხედეთ ჯიპიესს და ვხედავთ, რომ ჩიხში ვართ, ვხედავთ, რომ ჯავაში ვართ, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიაა. წინ მდინარის ხეობაა. ამგზით წასვლა სამაჩაბლოს რომელიღაც სოფელში ჩაგვიყვანდა, რაც ნამდვილად არ იქნებოდა კარგი. მეორე გზა, რასაც ჯიპიესი გვიჩვენებს არის დიდი, ძალიან მკაცრი და ნაცრისფერი კლდოვანი მასივი, თვალუწვდენელი... იქ გადასვლა შეუძლებელი იყო, რელიეფი ძალიან ცუდი, ნაშალი ქვა და ციცაბო აღმართი. დავსხედით კლდის ძირში და ვფიქრობთ, რა ვქნათ, საით წავიდეთ. ორი უკიდურესიბა იყო. აზრი ორად გაიყო, გოჩა და შოთა ამბობდნენ, რომ ტბაზე უნდა დავბრუნებულიყავით და ისევ იმ გზით წავსულიყავით, საიდანაც მოვედით... მე სასტიკი უარი ვთქვი ამ გზაზე და მზად ვიყავი სამაჩაბლოში ჩავსულიყავი ან სულაც აქ დავრჩენილიყავი. იმ გზას ფიზიკურად ვერ გავივლიდი, ვერაფრით შევძლებდი ისევ იმ ქვებზე და ისევ იმ აღმართებზე მევლო. ყველამერთხმად გადავწყვიტეთ 112 ში დარეკვა, თუმცა ამაოდ. ზარი გადიოდა და რუსულად გვპასუხობდა ოპერატორი, რომ არასწორად ვკრეფდით ნომერს. აბათ, იმიტომ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვიყავით.
მოკლედ, სხვა გზა არ იყო, კოტემ თქვა, თავები უნდა დავიხოცოთ და ამ მასივს ავუყვეთ, სადმე ჩასასვლელი აუცილებლად იქნებაო. ეს იყო ყველაზე მძიმე მოსასმენი და შემდეგ წარმოსადგენი ჩემთვის. სხვა გზა არ მქონდა, მართლა იქ ვერ დავრჩებოდი და ვერც უკან მივბრუნდებოდი. ყველანაირი ძალა მოვიკრიბეთ დააადავადექით გზას, სიმაღლე ნელ-ნელა გვერდული სვლით ავწიეთ. დაიწყო ციცაბოაღმართი, ქვები ცვიოდა, შეუძლებელი იყო იქ 2 ფეხით ასვლა, აუცილებლად ოთხზემდგარს უნდა აგევლო. არავითარი გვერდული სვლა. ყველა ფეხის ადგმაზე ქვა მოცურავდა, ძალიან საშიში იყო. ოდნავი უკან გადმოხრა და ჩანთა წონასწორობას მაკარგვინებდა. ისეთ უფკრულში ჩავვარდებოდი, ალბათ, ვერავინ მიპოვიდა, ან თუ მიპოვიდა ქვებისგან დასერილს.
აზრი არ ქონდა წუწუნს, ყველა უსტყვოდ შევუდექით აღმართს. უდიდესი ძალისხმევა იყო საჭირო, რომ ჩანთა და სხეული ერთად გეთრია აღმართზე. ხელები მტკიოდა, ქვებმა გამიჭრა, ფეხებიცდამეჭრადა ძალიან მეწვოდა, სისხლი მომდიოდა, ვერაფრით ვუშველიდი, ჩანთას ვერ მოვიხსნიდი. მზე აჭერდა, წყალი მინდოდა, ვერც წყალს ამოვიღებდი, ვერ გავსწორდებოდი. წინ უზარმაზარი მანძილია, რომელიც კუს ნაბიჯებით იფარებოდა. ვერაფერზე ვფიქრობდი გარდა იმისა, რომ ბოლოში უნდა გავსულიყავი. გზადაგზა დათვის ნაკვალევი მხვდებოდა, თან ახალი ნაკვალევი. ეს კიდევ უფრო მსტრესავდა. დანებების დრო არ იყო, არც წუწუნის. ყოველ წამს უდიდესი მნიშვნელობა ქონდა. არ უნდა დაგვღამებოდა ზემოთ, გზას ვერ გავაგნებდით და ვერც იქ დავრჩებოდით.
ზურა წინ მიდიოდა. შუაზე ასულმა ჩანთა დატოვა, რომ ენახა მწვერვალის იქეთრახდება, არის თუ არაჩასასვლელი, აქვს თუ არააზრი ჩვენს ფორთხიალს. ძლივს ავიდა და იქედან დაგვიძახა, რომ ჩასვლა შეიზლება. რთულია, მაგრამ ჩაისვლებაო. მის ჩანთას შუა კლდეზე ვერ დავტოვებდით. კოტემ თავის 18კგ იან ჩანთასთან ერთად ზურას ჩანთაც მოიკიდაა დააა ისე აუყვა საშინელ გზას. ვერაფრით ვეხმარებოდი. არაფრის ძალა აღარ მქონდაა. მხოლოდ სიტყვებით ვამხნევებდით ერთმანეთს. როგორც იქნა ავაღწიეთ მწვერვალზე. გადავიხედეთ და რას ვხედავთ - სრულიადდდ ციცაბო დაღმართი ქვიშანარევი ნაშალი ქვების რელიეფით. ადგილი, სადაც ფეხის მოჭიდება აფსურდული იყო. წარმოიდგინეთ, კლდის კალთა, რომელსაც დროდადრო ხვდებოდა მზე და თოვლი იყო გამდნარი. გვერდით სულ ყინულით იყო დაფარული. ყინულზე ჩამოსრიალება სხეულის ნაკუწებად დაშლას უდრიდა. წინ დამშრალი მდინარის ხეობა იყო, სადაც უზარმაზარი და ალესილი ლოდები ეყარა.ზურა აქაც პირველი იყო. დააგდო ჩანთა და დაგვაგინა, ვინც არ ჩამოვიდესო... თვითონ რაღაც არაამქვეყნიური ძალით სირბილით დასვა და რამდენიმე წუთში დაბლა იყო. ჩვენ დავიწყეთ ხოხვა, ჩასვლისას ქვები ძალიან სწრაფად და სახიფათო ცვივა. ყველა ერთად ვერ ჩავიდოდით, ცალ-ცალკე უნდა დავშვებულიყავით, რომ ქვას არ დაეზიანებინა ვინმე. ეს კიდევ დროს უაზროდ გვართმევდა.
როგორც უკვე აღვნიშნე, დაღმართი ჩემთვის სიკვდილს უდრის. მაგრამ ეს მაინც სასწაული იყო. ფეხს ვერაფერზე ვდებდი, რომ სწორი ტრაექტორია ამერჩია, ან ბილიკს გავყოლოდი, ან ვინმეს ნაფეხურში ფეხი დამედგა. ყველაფერი იშლებოდა და ქვემოთმიდიოდა. ხელები მქონდა შერჭობილი მიწაში დაწონასწორობას ისე ვიცავდი. ფეხს ვერ ვდგამდი. კოტე თავის ჩანთას და ზურას ჩანთას ერთად მოათრევდა. არ დააგორა, დაიხევა ქვები ბრიტვასავითააო. ძალიან ცოტა მანძილი გვაქვს გამოვლილი მე და კოტეს, სხვები თითქმის ჩავიდნენ. მე ძალა აღარ მაქ, არც ხელებში და, მითუმეტეს, არც ფეხებში. ჩანთის სიმძიმე დამავიწყდა, მხრები დამიბუჟდა. მთლიანად ორიენტირებული ვიყავი წონასწორობა შემენარჩუნებინა. როცა ფეხს ვერ ვდგამდი, კოტე 2 ჩანთასთან ერთად მოდიოდა ძლივს ჩემამდე და ხელით მიწა გამოქონდა, მუშტს მიდებდა, აქ დადეო...
დაღმართის არასრული ხედი და ხეობის სრული ხედი მწვერვალიდან
დაღამდა... აცივდა... როგორც იქნა ჩამოვედით. ზემოდან ჩანდა, რომ მდინარის ხეობა ახლოს იყო. ავიღეთ გეზი მდინარის ხეობისკენ. უკუნეთ სიბნელეს დაემატა ისევ კოკისპირული წვიმა. ვიპოვეთ ისევ დიდი ქვა და გადავიფარეთ პარკი. რა თქმა უნდა, ამანაც უდიდესი დრო წაგვართვა, ალბათ 1 საათი მაინც გადაუღებლად წვიმდა. წვიმაში ლოდებზე და კლდოვან რელიეფზე ვერ ვივლიდით, მხედველობა თითქმის ნული იყო. ფანარსაც რომ ვანათებდით ნისლის გამო არაფერი ჩანდა. ყველა სათითაოდ ვცდილობთ დავრეკოთ 112 ში, მაგრამ არ იჭერს ტელეფონი, არ გადის. უკვე 9 საათია. კალია გვყავს დაბარებული კეტრისში, ამ დროს ჩასულები უნდა ვყოფილიყავით გზა რომ არ აგვრეოდა. ამ მდგომარეობაში შეუზლებელი იყო განძრევაც კი, თავსხმა წვიმა და ჭექა-ქუხილი...
როგორც იქნა გადაიღო წვიმამ. ჩავუყევით მდინარის ხეობას. ქვა-ღორღი, არავითარი ხელისმოსაჭიდი, უდიდესი ლოდები. ერთი პატარა შეცდომა და სადღაც სიბნელე ისე მშთანთქავდა. ყველა ორ-ორად, ხელჩაკიდებულები დავდიოდით, ერთმანეთს წონასწორობას ვუნარჩუნებდით. ყოველ 5 წუთში - კოტე, აბაჩახედე, რას ამბობს ჯიპიესი, მალე მივალთ?
აღმართები და დაღმართები ახლა ყოფილა, ვერც დავთვალე, ბოლოს ამერია. არ დამთავრდა გზა... ყოველი დაღმართის მერე მდინარის ხმა ძლიერდებოდა და ვხვდებოდით, ახლოს ვიყავით. ისევ - კოტე, აბა ჩახედე ჯიპიესს, მალე მივალთ?
უკვე გამწვანდა რელიეფი, ბალახზე გადავედით, მაგრამ გორაკები იყო. მაღალი ბალახის გამო ფეხი ბევრჯერ გადამიბრუნდა და ჩემი მუხლის ტკივილსკოჭის ტკივილი დაემატა. ძალა აღარავის გვაქ. რაც დილით ვჭამეთ, მხოლოდ ეგ არის, საერთოდ არაფერი გვიჭამია და სტრესმა სრულიად გამოგვაცალა ენერგია. არ ვტყდებით. აუცილებლად უნდა გავსულიყავით საბანაკე ადგილას. თუნდაც 1 კარვის ადგილი ყოფილიყო.
მდინარის ხმა ძლიერდება, ქარიც უბერავს ნესტიანი და სუნიც იგრძნობა, ვხვდებით, რომ ახლოს ვართ. ერთი პატარა აღმართი... ზურა ავიდა და დაიყვირა საბანაკეა, აქ ვშლით კარავსო. უკვე 00:30 ია. ისე აღარ ცივა. ყველაფერი სველია... უცებ გავშალეთ კარავი, ერთმანეთს მივულოცეთ გადარჩენა. არ მახსოვს, როგორ ჩამეძინა.
დილით კარგი ამინდი იყო. ადრე არ ავდექით, არავის გაგვეღვიძა, დაღლილები ვიყავით. ვისაუზმეთ, დილის მადლი - ყავა მივირთვით, რაც დაგვრჩა საწმელი ბოლომდე ამოვწურეთ, ავიშალეთ და გზას გავუდექით. ისეთი შეგრზნება მქონდა, თითქოს ახლა ვიწყებ ლაშქრობას, ენერგიულად ვარ. ფეხები მტკივა, ნელა დავდივარ. ?
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი