თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Საქართველო რომ მდიდარია უნიკალური და მრავალფეროვანი ბუნებით ახალი ამბავი არ არის. Ამაში დიდ როლს მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, ტბები თამაშობენ. Უმეტესობა თვალწარმტაცია და საკუთარი თვალით ნანახსაც ვერ დაუჯერებთ. Განსაკუთრებით კი მყინვარული, მთებში ჩაკარგული ტბები იწვევენ ადგილობრივებისა და უცხოელი სტუმრების გაოცებას.
საქართველოში 860-მდე ტბაა. Მათგან უმეტესობა მცირე მოცულობისაა და ტბების საერთო საფარი 170 კმ2-ს არ აღემატება. Ამის მიხუხედავად, საქართველოს ტბები მრავაფეროვანი, ულამაზესი ზედაპირით გამოირჩევა. აქ ნახავთ ტექტონიკურ, მრავალ მყინვარულ , მდინარეულ, სანაპირო, კარსტულ, სუფოზიურ, შეგუბებულს, მეწყრულსა და ანთროპოგენური სახეობის ტბებს. Ძირითადად კი თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით საზრდოობენ, რასაც საქართველოს კლიმატი განსაზღვრავს.
ფართობით საქართველოში ყველაზე დიდია ფარავნის ტბა, მოცულობით - ტაბაწყურის, სიღრმით - რიწის, იგი ყველაზე ღრმა ტბაა მთელ ამიერკავკასიაში.
Ახლა კი Გაეცანი ჩამონათვალს: 10 ულამაზესი ტბა საქართველოში და კიდევ ერთხელ დატკბი შენი ქვეყნის მშვენიერი ბუნებით. Არანაკლებ საოცარია ტბების გარშემო ლადშაფტი, რომელსაც ცაში აზიდული მთები, მყინვარები, ვულკანური შემაღლებები აკრავს და ხანდახან კულტურული ძეგლებიც კი.
ტობავარჩხილის ტბა იგივე ვერცხლის ტბა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2650 მ-ზე. საზრდოობს თოვლით, წვიმითა და მიწისქვეშა წყლებით.ტობავარჩხილი ეგრისის ქედზე ყველაზე დიდი ტბაა. ტობავარჩხილის ტბასთან ახლოს მდებარეობს დიდღალიშ ტობა, კალალიშ ტობა და წაქაწყარიშ ტობა. Ტობამდე მისასვლელი გზაც არანაკლებ გასაოცარია და რაც უფრო შორს და მაღლა ახვალ, სულ უფრო მეტი სიმწვანე და ველური ბუნება გხვდება.
ტბა აგრილებს და ამარაგებს მდინარე ხობისწყალს ჩხოროწყუში. ასევე ის კვებავს მდინარე მაგანას, რომელიც ულამაზეს ჩანჩქერსა და კანიონს ქმნის.
2. რიწის ტბა
რიწის ტბა მდებარეობს აფხაზეთში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბზიფის აუზში, ზღვის დონიდან 884 მ სიმაღლეზე. ეს ყველაზე ღრმა ტბაა ამიერკავკასიაში. რიწის ტბაში წყალი გაზაფხულზე მომწვანო ფერისაა, ზამთარში _ მოცისფრო-მოლურჯო. Აფხაზეთის შერეული ტყით შემოსილ მთებს შორის მოქცეული დიდი ტბა საოცრად ლამაზ სანახაობას წარმოადგენს და დიდ შთაბეჭდილებს ახდენს მნახველზე. რიწის ტბა და მისი მიდამოები უმშვენიერესია წლის ყველა სეზონზე. ტბისა და მისი შემოგარენის ბუნების დასაცავად 1946 წელს რიწის დაცული ტერიტორია შეიქმნა.
აბუდელაურის ფერადი ტბები მართლაც მომაჯოდოებელ სანახაობას ქმნის ჭაუხის უღელტეხილიდან. მარშრუტი იწყება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუთადან და გზას საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი უღელტეხილისკენ მიუყვება. ჯუთა საქართველოს და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებული სოფელია, რომელიც ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე მდებარეობს. Ტბები სოფელ როშკადან 7 კილომეტრით არის დაშორებული და ყველაზე მოკლესა და მარტივი მარშრუტს ქმნის ამ ადგილის მოსანახულებლად.
აბუდელაურის ტბები მოიცავს სამ ტბას - მწვანე ტბა, ლურჯი ტბა და თეთრი ტბა. საუკეთესო დრო აბუდელაურის ფერადი ტბების სანახავად ივნისი და ივლისის თვეებია.
ბატეთის ტბა შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამის ხეობაში, ზღვის დონიდან 1313 მეტრზე მდებარეობს. Საქართველოს ტბებიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ბატეთის ტბაა. Ერთდღიანი მცირე ლაშქრობისთვის იდეალური არჩევანია, ხეობა და ტბა სილამაზით ნამდვილად გამორჩეულია, თანაც იქ მოხვედრაც საკმაოდ მარტივია. სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა ბატეთის ტბისადმი განსაკუთრებული ინტერესი. ტბას უამრავი ადამიანი სტუმრობს გაზაფხულის სიმწვანეში, ცხელ ზაფხულსა თუ აფერადებული შემოდგომის დადგომისას.
Ბატეთის ტბის ლადშაფტიც არანაკლებ ლამაზია. Იგი გარშემორტყმულია შერეული ტყით დაფარული გორებით. ტბიდან გამოედინება ნაკადული. ტბის სამხრეთ ნაწილი დაჭაობებულია, სადაც კარგად ხარობს მცენარეები და ულამაზეს პეიზაჟს გვთავაზობს. ბატეთის ტბის მოსანახულებლად სასურველი სეზონებია გვიანი გაზაფხული, ზაფხული ან ადრეული შემოდგომა. შემოდგომა კი განსაკუთრებით ლამაზია, როცა ტბა მის გარშემო ტყე შემოდგომის ჭრელ, წითელ-ყვითელი ფერებს ირეკლავს.
5. საღამოს ტბა
Საღამოს ტბა მდებარეობს ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1996 მ სიმაღლეზე. საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. საღამოს ტბაზე გაედინება მდინარე ფარავანი.
Ტბისკენ გალაშქრებისთვის საუკეთესო დრო მაისია, როდესაც მაქსიმალური ტემპერატურაა. ტბაზე გაედინება მდინარე ფარავანი. ზამთარში იყინება 4,5 თვით. ტბასთან გაშენებულია სოფელი საღამო.
შავი კლდეების ტბის ბილიკი გამორჩეულია თავისი ბიომრავალფეროვნებით. გამოირჩევა ალაზნის ველისა და კავკასიონის მთების ხედებით. აქ გზაზე შეგხვდება თითქმის ყველა ცოცხალ არსება, რაც ჩვენს ქვეყანაში ბინადრობს. ტყის ცხოველების გარდა, აქ გადამფრენ ფრინველებსაც შეხვდები.
Შავი კლდეების ტბა თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით საზრდოობს. იგი ასევე ცნობილია გრძელი ტბისა და ხალახელის სახელითაც.
არ არსებობს კოლხეთის ეროვნული პარკის დათვალიერება პალიასტომის ტბით ტკბობის გარეშე, რადგან სწორედ აქ იწყება მარშრუტი. პალიასტომი გამდინარე ტბა, რომლის დიდი ნაწილი მდებარეობს სამეგრელოში, ქალაქ ფოთთან, თუმცა მისი დასავლეთ ნაწილი გურიის მხარეში შედის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა. სიდიდით საქართველოს ტბებს შორის, მესამე ადგილი უკავია. მდებარეობს ზღვის დონიდან — 0.3 მ დაბლა.
პალიასტომის ტბა შედის კოლხეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში, კოლხეთის ეროვნული პარკი ტურისტებს სთავაზობს სანაოსნო მარშრუტებს ტბის უკეთ გასაცნობად.
8. Მწვანე ტბა
მწვანე ტბა, არსიანის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, გოდერძის უღელტეხილის სიახლოვეს და ზღვის დონიდან 2 058 მეტრზეა. ის იდეალური ადგილია მშვიდი დასვენებისა და ბუნებაში განტვირთვისთვის. ტბის სანაპირო მთებით შემოსაზღვრულ ქარისგან დაცულ ადგილას არის გაშენებული, სადაც პიკნიკის მოწყობაც შეგიძლია. აქ ადვილად იპოვი მყუდრო დასაბანაკებელ ადგილს და დაისვენებ.
Გაბზარული ტბის ბუნების ძეგლი, მდებარეობს იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ყუმისთავში, ზღვის დონიდან 166 მეტრზე.
გაბზარული ტბის ბუნების ძეგლი გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში, შახტი ფართო ნაპრალის სახით ფოთლოვანი ტყით დაფარულ ფერდობზე იხსნება. ჩრდილოეთისკენ გაწოლილი ნაპრალის სიგრძე 60 მ აღწევს, სიგანე 2-25 მ-ია. ნაპრალის ფსკერზე, ზედაპირიდან 25 მ სიღრმეზე 45 მ სიღრმის სიფონური ტბა მდებარეობს. ნაპრალური სიფონი მღვიმური სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. სიფონური ტბის დონე მდ. ყუმის გამოსასვლელების დონეს ემთხვევა.
10. Მადათაფას ტბა
მადათაფის ტბა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2108 მეტრზე მდებარეობს. ის თოვლით, წვიმით და მიწისქვეშა წყლით საზრდოობს. მისგან მდინარე მადათაფა გაედინება, ტბას ასევე აქვს მიწისქვეშა განადენიც, რის გამოც წყლის დონე მკვეთრად ირყევა. წყლის ტემპერატურა ზაფხულში 17-18°C აღწევს, ზამთარში კი თითქმის ფსკერამდე იყინება. ტბა სუსტად მინერალიზებულია.
ეს კი მხოლოდ იმ ტბების მცირე ნაწილია რაც საქართველოში გვაქვს. ჩვენს საიტზე არსებული სხვა ტბები იხილეთ ბმულზე.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი