დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
20 სექტემბერი, 2018

ტობავარჩხილი, ანუ როგორ აღმოვჩნდი სასწაულებათა მხარეში

კატეგორია: ლაშქრობა

საქართველოს ერთ-ერთ არც თუ ისე ცნობილ მხარეში, კერძოდ ჩხოროწყუში, ჩამოდის მდინარე ხობისწყალი. აქ შეგიძლიათ ზაფხულის ცხელი დღეები გაატაროთ, გაგრილდეთ, მაგრამ ასე ხომ ყველგან შეიძლება დროის გაყვანა. თუმცა ის, ვინც დაინტერესდება, თუ საიდან მოდის ეს წყალი, ძალიან დიდ, დაუვიწყარ თავგადასავალს აღმოაჩენს. ამ კითხვაზე პასუხი აუცილებლად მიგიყვანთ გასაოცარ ადგილას, რომელსაც ჰქვია ტობავარჩხილი, ანუ, ვერცხლის ტბა. სანამ უშუალოდ ვერცხლის ტბასთან მიხვალთ, თავად მისკენ მიმავალი გზა არის უნიკალური, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, რადგან აქ ერთდროულად შეგიძლიათ წააწყდეთ მღვიმეებს, მინერალურ წყლებს, ხავსიან მასივებს, აგრეთვე, ალპურ ტბებსა და ჩანჩქერებს.რაც უფრო მაღლა მიიწევთ, გარემო მით უფრო ლამაზი ხდება, ყოველი მეტრის გავლის შემდეგ სიმწვანე მატულობს, და იგრძნობა ველური ბუნების სილამაზე. სამანქანო გზის გავლის შემდგომ მგზავრებს ფეხით მოუწევთ ულამაზეს ტყეში სიარული, თუ დაიღლებიან მწყემსთა ქოხები ყოველთვის ღიაა მათთვის. ვიდეოს სანახავად დააჭირეთ აქ. ლაშქრობისთვის საუკეთესო პერიოდი არის ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს დასაწყისამდე. ტურისტები ამ ადგილს ჯადოსნურ ტბებად მიიჩნევენ. „ნამდვილი სამოთხე“, „ბუნების საოცრება“, „მრისხანე მზეთუნახავი“, „წმინდა ტბა“, „ დასაწყისში დაბრუნება“ – ხშირია ასეთი შეფასებები. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი წინაპრებიც საუკუნეების წინათ ანალოგიურ შეფასებას აკეთებდნენ და მათ წმინდა ტბებად მიიჩნევდნენ. სწორედ ამ დროიდან იღებს სათავეს ლეგენდა ტობავარჩხილის შესახებ, რომლის მიხედვითაც ტბაში ხელის ჩაყოფაც კი აკრძალული იყო.


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერში მდებარეობს ინწრას ჩანჩქერი. ხავსით დაფარულ კლდეზე წყალი 30 მეტრი სიმაღლიდან ეშვება. ჩანჩქერის სათავეში, მდინარე ინწრასთან ზღვის დონიდან 1800 მეტრზე ძევს საოცარი ლოდი, სახელად ქუაქანცალია. 4 საყრდენი წერტილიდან ერთი ყოველთვის ჰაერში აქვს. ხელის ოდნავი დაწოლით 12 ტონიანი ქვა ქანაობას იწყებს და კაკუნის ხმას გამოსცემს.


სამეგრელოში კანიონების განვითარების უნიკალური შესაძლებლობას ქმნის მდინარე ხობისწყლის შენაკადები,რომლებიც კლდეებიდან ულამაზესი ჩანჩქერების სახით ჩამოედინება და ხობის წყალს უერთდება. რაც შეეხება შურუბუმუს მღვიმეს, ის მდებარეობს ჩხოროწყუს რაიონში.ახასიათებს მიწისქვეშა ტბების განმუხტვა გაზაფხულსა და შემოდგომაზე, რაც ულამაზეს სანახაობას ქმის.მღვიმის უმეტესი მონაკვეთი ჯერ კიდევ შეუსწავლელია და მეცნიერთათვის საინტერესო კვლევის ობიექტს წარმოადგენს.და მაინც, მთავარ სანახაობად რჩება მთიანი სამეგრელოს მშვენება - ზღვის დონიდან 2650 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ჭითაგვალაშ ტობავარჩხილი - ე.წ. ვერცხლის ტბა. ტბიდან სათავეს იღებს მდინარე მაგანე, რომელიც იქვე ახლოს ულამაზეს ჩანჩქერს ქმნის. ასიოდე მეტრით დაბალ სიმაღლეზე მდებარეობს ტბა ცაშკიბულის ტობავარჩხილი. ტბასთან მისასვლელი გზა, დაახლოებით 2 კილომეტრი, გადის მყინვარზე. შედარებით მომცრო ზომის დიდღალის ტობა ყველაზე მაღალ ადგილას, ზღვის დონიდან 2680 მეტრზე მდებარეობს. ტბაზე ყინული მხოლოდ ივლისსა და აგვისტოში ლღვება და ტბის სრულად დანახვაც მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი.


აუცილებლად სანახავია მდინარე აბაშა, 50-70 მეტრ სიღრმის , რომელიც დაახლოებით კილომეტრიან ულამაზეს კანიონს ქმნის. გოჩკადილის კანიონის სიგანე სულ რაღაც 5-6 მეტრია. ადგილი, სადაც მდინარე აბაშა მდინარე ტეხურას უერთდება, იყო ადგილობრივი არისტოკრატების, დადიანების საბანაო ადგილი და ამჟამად ტურისტების განსაკუთრებული ყურადღების ობიექტია. ტბები არამხოლოდ სამეგრელოს მთებში, ასევე დაბლობზეც გვხვდება. სოფელ ხეთასთან მდებარე ტბა პაპანწყვილი კარსტული ტბაა.მოცულობით ყველაზე დიდია ქ.ფოთთან მდებარე პალიასტომის ტბა,რომელიც გამორჩეულია იმით, რომ იგი ზღვის დონიდან ოდნავ დაბლა მდებარეობს.ტბა წვიმის წყლითა და შენაკადებით საზრდოობს.წყლის დონე გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე მაღლა, ზამთარში კი დაბლა იწევს. ზამთარში ტბის სანაპირო იყინება. ტბა კოლხეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. დაცული ტერიტორიაა, ტურისტებს შეუძლიათ ტბაზე ნავით გაისეირნონ და ულამაზესი ხედები დაათვალიერონ. პალიასტომის ტბას ერთვის მდინარე ფიჩორი. იგი მთლიანად კოლხეთის ეროვნული პარკის საზღვრებშია მოქცეული. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ეს მხარე კოლხეთის სამეფოდ იწოდებოდა. რომლის მეფეც იყო ჰელეოსის - ბერძენთა მზის ღმერთის შვილი აიეტი. არგონავტები ოქროს საწმისის, როგორც სიმდიდრისა და კეთილდღეობის მოსაპოვებლად სწორედ აქ, კოლხეთში ჩამოვიდნენ, ეს მიწა ოდითგანვე საოცნებო მხარე იყო უცხოელთათვის.

როგორ მოვხვდეთ ტობავარჩხილზე: თბილისი – სენაკი - ჩხოროწყუ – ს.მუხური.
თბილისიდან შეგიძლიათ ღამის მატარებლით ჩახვიდეთ სენაკში. მატარებელი სენაკში დაახლოებით ღამის 4 საათზე ჩადის. სადგურში დაგხვდებათ სამარშრუტო ტაქსი, რომელიც მატარებლის ჩამოსვლას ელოდება და რომელიც მიდის ჩხოროწყუში. (მგზავრობის საფასურია 3 ლარი ). ჩხოროწყუდან სოფელ მუხურამდე – სამარშუტო ტაქსის ფასი – 1 ლ. სოფელი მუხურადან იწყება ფეხით სასიარულო გზა.
როდესაც ქვეითთა გზას დაადგებით, მრავალ ადგილას შეხვდებით "მარკირებას" იგივე ნიშანს, ის მგზავრებს საშუალებას აძლევს გზას არ აცდენენ და სწორი მიმართულებით იარონ.

თეგები: #ტობა-ვარჩხილი #წალენჯიხა
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი
Temur Mindiashvili
Temur Mindiashvili

Majestic Place

დაწერეთ კომენტარი