დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
14 დეკემბერი, 2021

ავტოსადგურები თბილისში

კატეგორია: ინფორმაცია

საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის ფართო არჩევანია. თანაც საკმაოდ მოსახერხებელი და ბიუჯეტურიც კი. საქართველოს მდებარეობიდან გამომდინარე ქვეყნის ეკონომიკის განვითარება ჰომ პირდაპირ კავშირშია სატრანსპორტო სექტორების გამართულ და ეფექტიან მუშაობაზე. ქვეყანაში ჩამოსული უცხოელი მოგზაურებისთვის კი განსაკუთრებით აღსანიშნავი და მომხიბვლელია ხოლმე ქართული, ხელმისაწვდომი ტრანსპორტი. მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსებსა და 'მარშრუტკებზე' დატანილი ინფორმაცია მხოლოდ ქართულ ენაზეა, მეტროში, ქართულ და ინგლისურ ენაზე გამოცხადებული გაჩერებები ყველასთვის ადვილად გასაგებია.

მთელი დღის განმავლობაში შენთვის ხელმისაწვდომია ავტობუსები, მიკროავტობუსები - ‘მარშრუტკები’, მეტრო და საქალაქთაშორისო მატარებელი. ქალაქებს შორის მოძრავი რკინიგზით შეგიძლიათ არამარტო ქვეყნის შიგნით, არამედ მეზობელ აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთსაც ესტუმროთ.

სამწუხაროდ, ონლაინ სივრცესა და სოციალურ ქსელებში ავტოსადგურების განრიგსა და ფასებზე განახლებულ ინფორმაციას ფაქტობრივად ვერ ნახავთ. დღემდე, სასურველი ინფორმაციის მიღების იოლ ფორმად კომპანიის ცხელ ხაზზე დაკავშირება რჩება. უკეთესს შემთხვევაში კი - ავტოსადგურის სალაროში და უშუალოდ მძღოლებისგანგან მიღებული დეტალები სასურველი მარშრუტის შესახებ.

მუნიციპალური ტრანსპორტი 06:00-00:00 სთ-მდე ფუქციონირებს. ქვეყნის მასშტაბით კი 07:00-21:00-მდე ყველგან ადვილად მოხვდებით (დამოკიდებულია ავტოსადგურების მუშაობის განრიგზე).

00:00-დან კი გამონაკლისია ღამის მატარებლისა და ზოგიერთი ავტოსადგურის ავტობუსები. განსაკუთრებით კი ‘მარშრუტკებით’, იმ სოფლებსა და მიკრო რაიონებში, სადაც ავტობუსითა და მატარებლით მგზავრობა ხელმისაწვდომი არ არის.

ადგილობრივი ტრანსპორტის ტარიფი 1 ლარია, საქართველოს ფარგლებში მოგზაურობისას კი ტარიფი ტრანსპორტის ტიპისა მარშრუტის მიხედვით იცვლება, თუმცა დაახლოებით მისი საფასური 40 ლარს არ სცდება.

თუმცა, ახლა, თბილისში მოქმედ ყველა მთავარ ავტოსადგურს განვიხილავ და მათზე საჭირო ინფორმაციას გაგაცნობთ. მათ შორის ორ დიდი და საერთაშორისო - თბილისის ცენტრალური სადგურსა და ავტოსადგურს ‘ოკრიბასაც’. ტრანსპორტის განრიგისა და ღირებულების შესახებ დეტალებზე უმჯობესია თითოეული კომპანიის ცხელ ხაზს დაუკავშირდეთ, ან ავტოსადგურებზე მდებარე ბილეთების სალაროებში მოიძიოთ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ წლის თებერვლიდან, საქალაქთაშორისო მიმართულებებზე ტარიფი 10%-ით გაიზარდა.

თბილისის ცენტრალური სადგური

WWW.BUSCENTRAL.GE

პირველ რიგში აუცილებელია ორთაჭალაში მდებარე ცენტრალური ავტოსადურიდან დავიწყო.

მისამართი: გულიას ქ. 1

საკონტაქტო:

032 2 752618, 032 2 753433

სადისპეჩერო: +995571653399

ელ-ფოსტა: avtovagzal@yahoo.com

სოც. ქსელი: https://www.facebook.com/buscentral.ge

ახორციელებს შიდა და საერთაშორისო რეისებს (აზერბაიჯანი, სომხეთი, მოსკოვის მიმართულებით).

ავტოსადგური ‘ოკრიბა’

სოც. ქსელი: https://www.facebook.com/okribabusstation/?ref=page_internal

მისამართი: კარალეთის ქ. 5

საკონტაქტო: 551049898 / 568868309

ცხელი ხაზი: 0 (322) 34 26 92

მიმართულება თითქმის მთელ საქართველოს მასშტაბს მოიცავს, დასავლეთ საქართველოს, ჩრდილო, აღმოსავლეთის ნაწილისა და სამხრეთის ჩათვლით. ავტოსადგურის ტრანსპორტი მოძრაობს შემდეგი მიმართულებით: საჩხერე, ჭიათურა, მარტვილი, სენაკი, ზუგდიდი, ხონი, ქუთაისი, ამბროლაური, რებალო, ახალქალაქი, ბორჯომი, ბაკურიანი, ბათუმი, ზუგდიდი, ჯიხაისი, ჯარიაშენი, ადიგენი, ჯარიაშენი, ტყიბული.

ნავთლუღის ავტოსადგური

მისამართი: მოსკოვის გამზირი, 2

საკონტაქტო: 274 63 23, 274 83 03, (599) 39 35 35

ელ-ფოსტა: navtlughi@mail.ru

Facebook

მოძრაობს შემდეგი მიმართულებით: მესტია, სიღნაღი, ალვანი, თელავი, წალკა, ნინოწმინდა, ქუთაისი, ბათუმი, სართიჭალა, საგარეჯო, კაკაბეთი, ბადიაური, მანავი, გურჯაანი, გომბორი, უჯარმა, ბოდბე.

ისნის ავტოსადგური

მისამართი: ქეთევან წამებულის გამზირი, 69.

საკონტაქტო: +995592038220

ისნის ავტოსადგურიდან შეგიძლიათ აღმოსავლეთ საქართველოში ლოკაციებზე გადაადგილდეთ: თელავი, გურჯაანი, წნორი, ლაგოდეხი, ტიბაანი, ოზაანი, აფენი.


გლდანის ახალი ავტოსადგური

მისამართი: მოსულიშვილის ქ. 33.

საკონტაქტო: (+995) 0322 13 21 32

ელ.ფოსტა: ltdregionlogistic@gmail.com

Facebook

დიდუბის ავტოსადგური ‘ნიგე’

https://didubissadguri.ge/

მისამართი: კარალეთის ქ. 4

საკონტაქტო: 599 74 73 73

მოძრაობს შემდეგი მიმართულებით: ბათუმი, ქუთაისი, ბორჯომი, ახალციხე, ჭიათურა, ასპინძა, საჩხერე, ზესტაფონი, ხაშური, ცემი, წაღვერი, ვარძიამ ბაკურიანი, გორი.

ავტოსადგური 'ექსპრეს 91'

მისამართი: ფიროსმანის ქ., №31

საკონტაქტო: 2 96-52-83; +995599731106

მოძრაობს ბოლნისი, კაზრეთი და იმერეთში მდებარე სოფლების მიმართულებით.

თეგები: #ავტობუსი #მგზავრობა #ავტოსადგური
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი