29 აგვისტო, 2018

გადაუდებელი დახმარების სერვისები

კატეგორია: ინფორმაცია
გადაუდებელი დახმარების სერვისები Emergency services in georgia გადაუდებელი დახმარების სერვისები Emergency services in georgia

ყველაზე მნიშვნელოვანი და საბაზო ინფორმაცია, რომელიც უცხო ადგილას წასვლამდე უნდა გვქონდეს გადაუდებელი დახმარების სერვისებია. დაზღვევის მიზნით უნდა ვიცოდეთ სად დავრეკოთ:

  • თუ კი ვინმე დაარღვევს ჩვენს უფლებებს;

  • თუ სხვისი უფლებების დარღვევას ან/და კანონის სხვა ტიპის დარღვევას შევესწრებით

  • თუ შეგვექმნება ჯანმრთელობის პრობლემები;

  • თუ აღმოვჩნდებით სახიფათო სიტუაციაში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა);

საქართველოში ამ ტიპის დახმარების მისაღებად არსებობს მხოლოდ ერთი ნომერი: 112

ამ ნომრით შეძლებთ გამოიძახოთ:

  • სასწრაფო სამედიცინო დახმარება

  • ოპერატიული სახანძრო ჯგუფი

  • პოლიცია

  • სამაშველო სამსახური

სერვისი ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის. არსებობს ვიდეო ზარისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების გამოყენებით გამოძახების დაფიქსირების შესაძლებლობა.

დეტალური ინფორმაცია და საინსტრუქციო ვიდეო მასალა იხილეთ ბმულზე: http://112.gov.ge/?m=111

სერვისების გამოყენება შეუძლიათ ბავშვებსაც -  http://kids.112.ge/ 
არსებობს გადაუდებელი დახმარების სერვისების საბავშვო ვებ-გვერდიც, სადაც პატარებს შეუძლიათ ისწავლონ რთულ სიტუაციაში აუცილებელი ქმედებები და გამოძახების დაფიქსირება.

აღნიშნული ნომრით სარგებლობა და დახმარების მიღება შესაძლებელია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღე-ღამის ნებისმიერ დროს.

საგანგებო სიტუაციებში სწრაფი რეაქციის მისაღებად უნდა გაითვალისწინოთ:

  • მშვიდად და გარკვევით ესაუბრეთ ოპერატორს, რათა იგი ეფექტურად მოგემსახუროთ;

  • დააფიქსირეთ შემთხვევის ზუსტი მისამართი;

  • აღწერეთ შემთხვევა და გამოყავით რა სახის დახმარების მიღება გსურთ;

  • დააფიქსირეთ, თქვენი (გამომძახებლის) სახელი და გვარი;

  • არ გათიშოთ ტელეფონი სანამ ოპერატორი დაასრულებს საუბარს.

გადაუდებელი დახმარების სერვისებით სარგებლობა არის უფასო!

112-ს აქვს ახალი სერვისი - ევაკუატორის დახმარება. ამ ეტაპზე მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ თბილისის მასშტაბით. გამოძახების საფასური 30 ლარია. სტანდარტული ევაკუატორით განვლილი 1კმ - 3ლარი, ამწე-ევაკუატორით 1კმ - 4ლარი ღირს.

თუ კი საკუთარი ავტომობილით მოგზაურობთ თბილისში, პრობლემის შემთხვევაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ევაკუატორის დახმარების სერვისით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://112.gov.ge/?m=2

საქართველოში მოგზაურობის უსაფრთხოებასა და ქართულ პოლიზიაზე დეტალურად მოგითხრობთ სტატიაში: რამდენად უსაფრთხოა საქართველოში მოგზაურობა

გისურვებთ მშვიდობიან მოგზაურობას!

თეგები:
review

დაწერეთ კომენტარი

გაგვიზიარე შენი იდეები, დაწერე კომენტარი და დაგვეხმარე ინფორმაციის უკეთ გაზიარებაში

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი

მსგავსი სტატიები
Public transport bus
ინფორმაცია

4 ძირითადი კითხვა უსაფრთო და იაფი გადაადგილებისთვის

4 ძირითადი კითხვა უსაფრთო და იაფი გადაადგილებისთვის კითხვა #1 - როგორ მოვხვდეთ A წერტილიდან B წერტილ...

abanos ugheltekhili
საინტერესო ადგილები, ინფორმაცია, კულტურა, ისტორია

თუშეთი - საქართველოს ულამაზესი მხარე

თუშეთი - საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარე კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს. აღმოსავლეთით ...