დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
13 ოქტომბერი, 2021

GoCaucasus.today - ვებგვერდი, რომელიც დაგეხმარებათ კავკასიის აღმოჩენაში

კატეგორია: ინფორმაცია

თუ თქვენ ეძებთ სათავგადასავლო ტურიზმის, ეკოტურიზმის ან მწვანე ტურისტული ადგილის ახალ მიმართულებას, კავკასია შეიძლება იყოს თქვენი გეგმების დასაწყისში . ყოველი მოგზაურობა იწყება დანიშნულების ადგილის შესახებ ინფორმაციის მოძიებით. ინტერნეტისა და საძიებო სისტემების წყალობით ახალი ადგილების აღმოჩენა ჩვენ შეგვიძლია მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან. რადგანაც კავკასია სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება თავგადასავლების მოყვარულებს შორის, მნიშვნელოვანია, რომ მოგზაურებისთვის ყველა შესაძლო აქტივობისა და ტურისტული მიმართულების მოძიება შეიძლებოდეს ინტერნეტში. ახალი პლატფორმა GoCaucasus.today შექმნილია, რათა დაეხმაროს თითოეულ მოგზაურს სასურველი დანიშნულების ადგილისა და გამოცდილების პოვნაში.

ვებგვერდი შეიქმნა პროექტის Digital Caucasus-ის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროს, ეკონომიკური განვითარების, მმართველობისა და საწარმოთა ზრდის პროექტის გრანტის მეშვეობით. იგი მიზნად ისახავს არა მხოლოდ მოგზაურთა მხარდაჭერას, არამედ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საუკეთესო მიმართულებისა და შეთავაზებების პოპულარიზაციას.

ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იპოვოთ შემდეგი აქტივობები: ზიპლაინი, პარაპლანი, კლდეზე ცოცვა, ჯომარდობა და ფრინველებზე დაკვირვება, საჰაერო ბურთით ფრენა, ბანჯი-ჯამპინგი, სამთო ტურიზმი, ველოტურები, ლაშქრობა, თევზაობა და სხვ. ძირითადად ყველაფერი, რისი წარმოდგენაც ან რაზე ოცნებაც შეგიძლიათ. საიტი გთავაზობთ ვრცელ მრჩეველს რეგიონის ეროვნულ პარკებსა და პროფესიონალ ტუროპერატორებზე, რომლებიც სიამოვნებით დაგეხმარებიან ტურის დაგეგმვაში. წარმოიდგინეთ მოლაშქრე, რომელიც ეძებს თავგადასავლებს. შესაბამის ფოტოზე ერთი დაწკაპუნებით, იგი ნახავს საქართველოს, სომხეთის ან აზერბაიჯანის სალაშქრო მარშრუტებს. სასურველი ქვეყნის არჩევის შემდეგ მომხმარებელი იხილავს უამრავ მიმზიდველ ლოკაციას, საიდანაც იგი გადამისამართება შესაბამის საიტზე დეტალური ინფორმაციისთვის.

რეგიონის 31,8% დაცული ტერიტორიებს უკავია, არის 27 ეროვნული პარკი. კავკასიაში ბევრი ადგილია რისი აღმოჩენა და მონახულებაც შეგიძლიათ: ალპური მთები, მწვანე ტყეები, ტბები, ზღვები, მშვენიერი ფართო ველები და უამრავი ლამაზი ადგილი, რომელთა ნახვაც გულს აგიჩქარებთ. საიტი აერთიანებს 120 ილუსტრაციას და გაწვდით ინფორმაციას ბიომრავალფეროვნების შესახებ სამხრეთ კავკასიაში (ძირითადად საქართველოში) რუკის ელექტრონულ ვერსიაზე. პორტალზე წარმოდგენილია სამხრეთ კავკასიის მცირე და საშუალო ბიზნესები თავის ბმულებით მათ საიტებსა თუ ონლაინ დაჯავშნის პლატფორმებზე, რათა მათი დაჯავშნა უფრო მარტივი იყოს.

GoCaucasus არის პირველი ტურისტული პორტალი, რომელიც მოიცავს კავკასიის რეგიონს, რომელიც მოგზაურებს ემსახურება როგორც გზამკვლევი, რომელიც ვიზიტორებს აწვდის ამომწურავ ინფორმაციას რეგიონში უნიკალური მწვანე ტურისტული შესაძლებლობების შესახებ. პორტალი შეიცავს ბმულებს ყველა შესაბამის ინტერნეტ და სხვა ტიპის ტურისტულ რესურსებზე, რაც საშუალებას იძლევა პორტალზე განთავსებული ინფორმაცია იყოს უახლესი და ადვილად ხელმისაწვდომი მისი ვიზიტორებისთვის.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ახალი რესურსი დაგეხმარებათ დაგეგმოთ თქვენი მომავალი მოგზაურობა კავკასიაში.

თეგები: #ინფორმაცია
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი