დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
01 მარტი, 2021

კოტეჯები საქართველოში

პანდემიამ ჩვენი ყოველდღიურობა ძალიან შეცვალა. საზღვარგარეთ მოგზააურობის ნაცვლად, საქართველოში მოგზაურების და დამსვენებლების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ის, რომ საქართველოში ბევრი ახალი მყუდრო გლემფინგი თუ კოტეჯი აშენდა.

დასასვენებლად წასასვლელად ყველა ჩვენგანი მყუდრო კოტეჯს ეძებს. ლამაზი ბუნება, ტრადიციები, სტუმართმოყვარე მასპინძლები და სიმყუდროვე, ძებნისას ყველაზე მთავარი კრიტერიუმებია ხოლმე. ეს ყველაფერი კი კარგად რომ შეიგრძნოთ, საქართველოში გაბნეულ, ტყეში ან ბუნებაშ მდებარე ხის კოტეჯებში უნდა დაისვენოთ.

თქვენი მოგზაურობის და დასვენების გასამარტივებლად, ჩვენს სტატიაში თავი მოვუყარეთ საქართველოში არსებულ მყუდრო კოტეჯებს, რომლებსაც შეგიძლიათ დაჯავშნოთ ჩვენს საიტზე წელიწადის ნებისმიერ დროს.


კოტეჯები თბილისთან ახლოს:

თუ ეძებთ კოტეჯებს თბილისთან ახლოს თქვენთვის 2 საინტერესო შემოთავაზება გვაქვს, რომელიც ნამდვილად მოგხიბლავთ.


სახლი ტბასთან სიონში • Lake House Sioni

სახლი ტბასთან სიონში

ეს მყუდრო კოტეჯი მდებარეობს სიონის წყალსაცავის პირას. ულამაზესი ბუნებით გარშემორტყმული კოტეჯი, სიონის წყალსაცავს უყურებს, და დამსვენებლებს მყუდრო გარემოს სთავაზობს. კოტეჯში დასვენება 2 - 3 ადამიანს შეუძლია. კოტეჯის შესახებ ინფორმაციის მისაღებად და დასაჯავშნად გადადით ამ ბმულზე.


ოთახი#8 • Room #8

ოთახი #8


თუ განსაკუთრებულ დიზაინს ეძებ, რომელიც შენს დასვენებას დაუვიწყარს გახდის, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიო ოთახი #8-ს. ეს არის სახლი ბორბლებზე, რომლებიც ალბათ ბევრ ჩვენთაგანს მხოლოდ ფილმებში თუ უნახავს. ახლა კი აქ დარჩენა, ნებისმიერ მსურველს შეუძლია. იგი საბადურის ტყიდან 15 წუთის სავალ გზაზეა. თუ გსურთ მეტი გაიგოთ ოთახი #8-ს შესახებ გადადით ბმულზე.


კოტეჯები ყაზბეგში:

ყაზბეგში დასასვენებლად წასვლა ყოველთვის სასიამოვნოა. აქ მრავალი საინტერესო სანახაობა გელით, თუმცა ყაზბეგი ცნობილია გერგეტის სამებით და მყინვარწვერით, რომლელთა სანახავადაც ხალხი მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდის. ღამის გასათევად და განსატვირთად ყაზბეგში საკმაოდ მრავალფეროვანი კოტეჯები და სასტუმროებია. თუმცა ჩვენ ჩვენი ფავორიტი კოტეჯები გვაქვს, სადაც დასვენებას ჩვენს მკითხველებს ნამდვილად ვურჩევთ.


Sky Rooms Gudauri

Sky Rooms Gudauri


სქაი რუმსი მდებარეობს სათხილამურო კურორტ გუდაურში. ეს არის თქვენი სახლი გუდაურში. კეთილმოწყობილი და თანამედროვე. იდეალური ადგილმდებარეობით. ახლოს მთავარ გზასთან და ამასთანავე კურორტის ცენტრში. კოტეჯია იდეალურია მეგობრებთან ერთად დასასვენებლად რადგანაც აქ თავისუფლად თავსდება 5 ადამიანი. კოტეჯის შესახებ სრულად იხილეთ აქ.


AREA_001

ყაზბეგი კაბინსი


თუ თქვენ არამხოლოდ დასასვენებელ, არამედ დისტანციურად სამუშაო ხის კოტეჯსაც ეძებთ მაშინ ეს კოტეჯები თქვენთვისაა.

ყაზბეგი კაბინსი სტეფანწმინდაში (ყაზბეგში) მდებარეობს. მას აქვს ულამაზესი ხებედი ყაზბეგსა და მის შემოგარენ ადგილებზე, რაც სტრესისგან განთავისუფლების და მშვიდ გარემოში ყოფნის გარანტია.

ყველა კოტეჯი ყაზბეგში იხილეთ აქ


კოტეჯები სვანეთში:

თუ სვანეთში არ ხართ ნამყოფი, ჩათვალეთ რომ საქართველო არ გინახავთ. სვანეთი ცნობილია ულამაზესი ბუნებით, კულტურით, ისტორიით, ტრადიციებით და რათქმაუნდა სამზარეულოთი. სვანეთში სტუმრობა წელიწადის ნებისმიერ დროს სასიამოვნოა, აქ სამთო სათხილამურო კურორტები თეთნულდი და ჰაწვალი აპრილის დასაწყისამდე ფუნქციონირებს, ხოლო გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით სვანეთი ბევრ სალაშქრო თუ კულტურულ აქტივოვებს გთავაზობთ. რათქმაუნდა სვანეთში ულამაზესი ხის კოტეჯებიც არის, სადაც დასვენება ყველა ჩვენგანისთვის ნამდვილად სასიამოვნოა.


bude, Cottage in Mestia, Hut in the woods

ბუდე


ბუდე, ეს არის ხის კოტეჯები მესტიაში, რომლებიც ზღაპარში გაგრძნობინებთ თავს. ბუდე თავს გაგრძნობინებთ თავს სახლში, რომლის დატოვებაც არასდროს მოგინდებათ. ბუდე შედგება 10 სხვადასხვა ზომის კოტეჯიდან, სადაც სტუმრობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ფასებისა და დაჯავშნის პირობების სანახავად ეწვიეთ ბმულს.


IMG_9230

ეკო ქოხები მესტიაში


ეკო ქოხები შუაგულ მესტიაში მდებარეობს, მაგრამ ირგვლივ ისეთი ბუნება აქვს, რომ თავი უკაცრიელ ტყეში გეგონებათ. თუკი თქვენ თხილამურებზე ან სნოუბორდზე სრიალის მოყვარული ხართ მაშინ ეს ადგილი თქვენთვისაა, რადგანაც მთის ქოხები ჰაწვალის საბაგიროდან 2 წუთის სავალზე მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაგიროებთან მისასვლელად დიდი მანძილის გავლა არ დაგჭირდებათ. კოტეჯები გათვლილია მაქსიმუმ 5 ადამიანზე. კოტეჯებში დასვენება წელიწადის ყველა დროსაა შესაძლებელი. დამატებითი ინფორმაციისათვის გადადით ბმულზე.

მესტიაში უამრავი ხის კოტეჯი და სახლია, რომელთა შესახებაც გვსურს მოგითხროთ, თუმცა თქვენ დროს დავზოგავთ და შეგიძლიათ ამ ლინკზე იხილოთ კოტეჯები მესტიაში.


კოტეჯები ბორჯომში

სალამი ბორჯომიდან

ბორჯომი საუკეთესო კურორტია ბავშვებთან ერთად დასასვენებლად. ბორჯომის მინერალური და გოგირდოვანი წყლები საუკეთესოა სხვადასხვა სახის დაავადებების სამკურნალოდ. მთებით გარშემორტყმული ბორჯომი უამრავ ვიზიტორს იზიდავს. თბილისიდან არც ისე შორსაა და თუ ჯერ არ გადაგიწყვეტიათ სად წახვიდეთ უქმეებზე, ჩვენი რჩევაა ეწვიოთ კოტეჯს ბორჯომში.

კოტეჯი ბორჯომში

"კოტეჯი ბორჯომში" სოფელ სადგერში მდებარეობს. კოტეჯებიდან 1 კილომეტრში მდებარეობს ბორჯომის გოგირდის აუზები, სადაც სიამოვნებით ისვენებენ ჩვენი დამსვენებლები. ჯამში არის სამი კოტეჯი, და თითოეულში ეტევა 2-4 ადამიანამდე. ამ ულამაზესი კოტეჯების დასაჯავშნად და დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე.


კოტეჯები რაჭაში


ჩვენი აზრით რაჭა ყველაზე დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე რეგიონია, თუმცა ტურიზმი აქ ნაკლებადაა განვითარებული. რაჭაში ულამაზესი შაორის წყალსაცავი, უდიადესი ნიკორწმინდა, უძირო ტბა, კურორტი შოვი და ბევრი სხვა ბუნებრივი თუ ისტორიული ძეგლი შეგიძლიათ ნახოთ. ღამის გასათევ ადგილს რაც შეეხება, ქვემოთ გაგაცნობთ ერთ-ერთ საინტერესო კოტეჯს, რომელსაც ბევრი დამსვენებლისთვის დაუვიწყარი მოგონებები უჩუქებია.


კოტეჯი გიო რაჭაში

კოტეჯი გიო რაჭაში


კოტეჯი გიო მდებარეობს სოფელ აგარაში, შაორის ტბიდან 2 კილომეტრში. კოტეჯში არის 2 ოთახი ინდივიდუალური აბაზანით, და ერთი საერთო სასაუზმე ოთახი. კოტეჯში სტუმრობისას შეგიძლიათ ეწვიოთ მარანს, დააგემოვნოთ ადგილობრივი ღვინო და კერძები. გადადი ბმულზე და გაიგე კოტეჯის შესახებ მეტი.


როგორც დასაწყისში აღვნიშნე საქართველო მრავალფეროვანი ქვეყანაა, საინტერესო ადგილები არ ილევა და შესაბამისად ასეთი მყუდრო კოტეჯების რაოდენობაც დღითიდღე იზრდება.

დაგვიწერეთ რომელი კოტეჯების ხილვას ისურვებდით ჩვენს საიტზე მომავალში, და რომელ კოტეჯს გაუწევდით რეკომენდაციას?

თეგები: #მოგზაურობა #ინფორმაცია #ხის ქოხი #სასტუმრო #საოჯახო სასტუმრო #დასვენება #დასახლებული პუნქტი #კოტეჯი
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი