დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
27 ივნისი, 2020

სალაშქრო ადგილები თბილისთან ახლოს

კატეგორია: ლაშქრობა

თბილისი და მისი შემოგარენი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ ერთმანეთს ერწყმის ულამაზესი ბუნება და უძველესი კულტურის ძეგლები, რაც სხვადასხვა ტიპის ლაშქრობის დაგეგმვის საშუალებას გვაძლევს. თუკი განტვირთვა და მოგზაურობა გსურთ, ქალაქიდან შორს წასვლას ვერ ახერხებთ და გაინტერესებთ სალაშქრო ადგილები თბილისთან ახლოს, არჩევანი საკმაოდ დიდია. აქ შეგიძლიათ მოაწყოთ სალაშქრო ან ველო ტურები, ან სულაც ისეთი ადგილი შეარჩიოთ, სადაც ტრანსპორტითაც ახლოს მიხვალთ და სასიამოვნო დროს გაატარებთ მეგობრებთან ერთად. ტყიანი ბილიკები, ჩანჩქერები, ტბები, ციხე-სიმაგრეები, უძველესი ტაძრები და შესანიშნავი პანორამული ხედები მიმზიდველია თავგადასავლების მოყვარულთათვის. თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე სხვადასხვა ინტერესების მქონე ადამიანი აღმოაჩენს მისთვის სასურველ ბილიკსა თუ ღირსშესანიშნაობას. ლაშქრობისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა თბილისის ეროვნული პარკი, რომელიც ვიზიტორებს სხვადასხვა სირთულისა და სახეობის მარშრუტს სთავაზობს (საფეხმავლო, ველო, საცხენოსნო). თბილისის ეროვნულ პარკში მოწყობილია საპიკნიკე, საკარვე და ცეცხლის დასანთები ადგილები. აქ დაგხვდებათ, როგორც ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება, ასევე საინტერესო კულტურული ძეგლები. თბილისის ტერიტორიაზე პოპულარული ბილიკებია: კუს ტბა - ბულბულების ჭალა, კუს ტბა - კუს ტბის სერი, დაბა კოჯორი - ალგეთი - ვერეს წყალგამყოფი - უძოს მთა და სხვა. ამ მარშრუტებზე ტყის ლამაზი ბილიკებითა და ვრცელი ხედებით დატკბებით. ქალაქთან ახლოს მდებარეობს ჭილის ტბა, რომელსაც წლის სხვადასხვა სეზონზე სტუმრობენ ბუნებაში ხეტიალისა თუ თევზაობის მოყვარულები. თბილისთან ახლოს მდებარე განსაკუთრებით მრავალფეროვანი საფეხმავლო მარშრუტებია: კოჯორი - ღოუბანი, კიკეთი - ელფია - კაბენი, წვერის ეკლესია და ა.შ. ამ ბილიკებზე მოინახულებთ კაბენისა და ასურეთის ჩანჩქერებს, კულტურულ-ისტორიულ ძეგლებს, ულამაზეს ტყეებსა და მინდვრებს და მშვენიერი ხედებიც გადაგეშლებათ თვალწინ. თუკი ველო ტურით ხართ დაინტერესებული, ქალაქთან ახლოს ამ მხრივაც მრავალ საინტერესო მიმართულებას იპოვნით: მოხისი - დიდგორი - ჭილის ტბა, მამკოდა - ნორიო, შავნაბადა - კრწანისი, კოჯორი - ბორბალო და სხვა. თბილისის შემოგარენში აუცილებლად აღმოაჩენთ რაღაც ახალს, ისეთ ადგილს, რომელიც შეგიყვარდებათ და გაგიჩნდებათ სურვილი კვლავ ესტუმროთ.

თეგები: #ლაშქრობა #მოგზაურობა #თბილისი #კოჯორი #ჭილის ტბა #კუს ტბა #უძო
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი