დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
30 ნოემბერი, 2021

კვირიკობა

კატეგორია: კულტურა ისტორია

გონიერი ადამიანის არსებობის დასაწყისიდან ყველა ინდივიდს უწევს დაიცვას თავისი აზრი, შეხედულებები, იდეოლოგიები, მოსაზრებები, ეს ყველაფერი კი გამოწვეული იყო განსხვავებული რელიგიის, სქესის, ასაკის ან სოციალური ფენიდან გამომდინარე. საუკუნეების მანძილზე და დღემდეც კი, ყველა ჩვენგანი ცდილობს, რომ გაამყაროს საკუთარი მსოფლმხედველობა და ყველაფრის ფასად დარჩეს საკუთარი რწმენის ერთგული. ასეთი ადამიანები კი ქრისტიანული რელიგიის ისტორიაში უამრავი გვყავს. უმტკიცესი რწმენის მქონენი, რომლებიც შემდგომში წმინდანებად შეირაცხნენ და ზოგიერთი თითქმის 18 საუკუნის შემდეგაც კი დარჩნენ სიმბოლოებად, როგორც სიწმინდის, ურყევნი მრწამსისა და რელიგიის მიმართ. ამ ურიცხვი სიიდან კვირიკე და ივლიტე, სწორედ ასეთი უკვდავი წმინდანები არიან და დღემდე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ ქრისტიანულ სამყაროში. რომის იმპერატორის დიოკლეტიანეს მმართველობის პერიოდი ნამდვილად მძიმე აღმოჩნდა ქრისტიანული რელიგიისთვის, რადგან სწორედ მის მიმდევრებს სასტიკად დევნიდა რომის ნახსენები წინამძღოლი. ვიცით მიახლოებითი წელი 305, მაგრამ ზუსტი დღე 28 ივლისი. დღე, როდესაც ქრისტიანულმა სამყარომ კიდევ ორი წმინდანი შეიძინა. ივლიტე და ჯერ კიდევ სამი წლის კვირიკე სამსჯავროზე წარსდგნენ და მიუხედავად შედეგებისა მტკიცედ სცნო თავი ქრისტიანად ჯერ ივლიტემ, შემდეგ კი პატარა კვირიკემ. რა თქმა უნდა შედეგები საკმაოდ სასტიკი იყო და თავის მოკვეთითა და სიკვდილით დასრულდა, მაგრამ მათ უკვდავი ადგილი დაიკავეს ჩვენს ისტორიაში და ამდენი საუკუნის შემდეგაც კი საქართველოს რამდენიმე კუთხეში მასშტაბურად აღინიშნება ეს დღე. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურია მესტიის მუნიციპალიტეტი, კერძოდ კი სოფელი კალა, სადაც ამ დღესასწაულს კვირიკობას/ლაგურკას უწოდებენ. ლაგურკა - სწორედ ასე ქვია ამ ქალაქში აშენებულ კვირიკესა და ივლიტეს ისტორიულ ძეგლსა და მონასტერს, რომელიც XI საუკუნეში აიგო. ეს კულტრულად უმნიშვნელოვანესი ძეგლი ნამდვილად უზადოდ გადმოსცემს კვირიკესა და ივლიტეს ცხოვრების ეპიზოდებს, 3 წლის მოწამის სიკვდილსა და ივლიტეს თავის მოკვეთის სცენას. არა ნაკლებ მშვიდად აღინიშნებოდა კვირიკობა ქართლში, სოფელ დუმაცხოში. დღესასწაულის აღნიშვნის წესი შობისა და აღდგომის მსგავსი იყო, ღამის გათენებით, შესაწირით და ტაძრის გარშემო სამჯერ შემოვლით, თუმცა დროთა განმავლობაში წესი შეიცვალა და ახლა კვირიკობის აღნიშვნა მხოლოდ დღის მანძილზე ხდება, მოკრძალებული სუფრით. მიუხედავად ყველაფრისა მაინც მასშტაბურად დარჩა ამ ორი წმინდანის დღესასწაულის აღნიშვნა და სწორედ ამ დღეს შესთხოვენ მტკიცე რწმენის მქონენი ოჯახურ ბედნიერებას და ყრმათა სწრაფ განკურნებას. უთვალავი მაგალითისა, რომელიც გვარწმუნებს რამდენად მტკიცე შეიძლება იყოს ადამიანი, კვირიკესა და ივლიტეს ისტორია ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა და ივლიტეს ნათქვამი სიტყვები: ,,მე ქრისტიანი ვარ! ეს სიტყვა მეტყველებს ჩემს ვინაობაზეც და კეთილშობილებაზეც“ ნამდვილად მაგალითი და ინსპირაციის წყაროა, რომ მიუხედავად სიტუაციისა ყოველთვის იმის ერთგული უნდა დარჩე რისიც გწამს.

თეგები: #კულტურა #ტრადიცია #ღონისძიება
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი

მსგავსი სტატიები
არტ-გენ ფესტივალი
საინტერესო ადგილები, ინფორმაცია, შოპინგი, კულტურა, ისტორია

არტ-გენ ფესტივალი

თარიღი: ივლისის ბოლო
1 Comments