დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
14 დეკემბერი, 2021

მობილური ოპერატორები საქართველოში

კატეგორია: ინფორმაცია

საქართველოში მობილური კომუნიკაციის ბაზარი საკმაოდ განვითარებულია. ‘მაგთიკომი’, „სილქნეტი“ (ჯეოსელი), და ‘ვიონი’ იგივე ‘ბილაინი’ - ქვეყანაში მოქმედი 3 მობილური ოპერატორია.

დღეს ისინი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე, მსხვილი კომპანიები არიან.

სატელეკომუნიკაციო მობილური ოპერატორები საქართველოში სტანდარტულ ტარიფებსა და პაკეტებს გვთავაზობენ. თითოეული პაკეტისა თუ აქციის შესაძებ ინფორმაციის გაგება და მათი გამოყენება კომპანიის ვებგვერდსა და აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ.

საქართველოში 4G ქსელი 2016 წელს გაეშვა. არსებულ კომუნიკაციის კომპანიებს ძირითადად 3G და 4G ქსელები აქვთ, თუმცა: ‘მაგთიკომს’ 3G, 4G-სა და 4.5G-ს ინტერნეტი, ‘ჯეოსელს’ - 4G და გიგაბაიტ LTE (სწრაფი ვიდრე მეოთხე თაობის ინტერნეტი). რაც შეეხება ‘ბილაინს’, უზრუნველყოფს 2G, 3G და 4G უსადენო მომსახურებით. მობილურ ოპერატორებში ყველაზე მცირე ზომის ბილაინია. კონკურენტებისგან განსხვავებით, მას საკაბელო ტელევიზია და ფიქსირებული ინტერნეტიც არ გააჩნია, თუმცა ყველაზე ბიუჯეტურია.

დაფარვის არეალით ქვეყანაში, ‘მაგთიკომი’ ლიდერობს, კონტროლირებადი ტერიტორიის 98%. შემდეგ მას ‘ჯეოსელი’ მოსდევს, ბოლოს კი, საშუალო დაფარვით ‘ბილაინი’ პოზიციონირებს.


სად გავააქტიურო ბარათი? ბარათის შეძენისა და მობილური ოპერატორით სარგებლობისთვის უმჯობესია თქვენთვის სასურველი ოპერატორის ოფისს მიაკითხოთ. აქ თქვენ კონსულტაციასაც გაივლით და დივაისში პარამეტრების დაკორექტირებაშიც დაგეხმარებიან.

რა ღირს? ჩართვის ღირებულება შესაძლოა 1-2 ლარს შეადგენდეს ან უფასო იყოს. თუკი თქვენ ნანო ბარათი, თანამედროვე ტელეფონისთვის გჭირდებათ, ამ შემთხვევაში საფასურის გადახდა დაგჭურდებათ. სხვა ალტერნატივა სიმ-ბარათის გასააქტიურებლად არის აეროპორტი და ბაზრობა.

როგორ ჩავრთო? ნებისმიერი ჩართვა ხდება მხოლოდ ID ბარათის ან პასპორტის საფუძველზე, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ და ასლს გააკეთებენ. გამონაკლისია თუკი თქვენ სიმ ბარათს ბაზარზე ყიდულობთ.

მობილურ ბალანსზე ანგარიშის შევსება და ინტერნეტ პაკეტის გააქტიურება ნებისმიერი სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან შეგიძლიათ. ასევე სწრაფი გადახდის ვებგვერდებიდან (მაგ. Pay.ge, emoney.ge და ა.შ), ინტერნეტ ბანკიდან და თავად მობილური ოპერატორების საიტისა და მობილური აპლიკაციის მეშვეობით. თუმცა, გაითვალისწინეთ რომ თანხის ფიზიკურად ჩარიცხვისას, სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით საკომისიო 0.4%-ს შეადგენს, მაშინ როცა ონლაინ ოპერირებისას 0%-ა.

მაგთიკომი (ინდექსები 599; 595; 591)

საკონტაქტო მონაცემები

https://www.magticom.ge/

ყველა მობილური ქსელის აბონენტებისთვის: 110011

საკაბელო ინტერნეტი, ინტერნეტ ტელევიზია, ფიქსირებული ტელეფონი, ჰოსტინგი: 110011

ქალაქის ტელეფონიდან: +995322170000

საკაბელო ინტერნეტი, ინტერნეტ ტელევიზია, ფიქსირებული ტელეფონი, ჰოსტინგი: +995322170000

[email protected]

შვილობილი კომპანიის, 'ბალის' ელ-ფოსტა: [email protected]

www.bali.ge

www.magtifix.ge

www.3g.com.ge

www.magtifun.ge

Facebook

სამუშაო საათები

24 საათი

სილქნეტ-ჯეოსელი (ინდექსი 577)

საკონტაქტო მონაცემები

www.geocell.ge

ყველა მობილური ქსელის აბონენტებისთვის: 110110

მხოლოდ ჯეოსელის და ლაილაის აბონენტებისთვის: 7777

მხოლოდ ჯეოსელის და ლაილაის აბონენტებისთვის: 928

ქალაქის ტელეფონიდან: +995322770177

[email protected]

Facebook

სამუშაო საათები

24 საათი


ბილაინი (ინდექსები 568; 571; 574; 592; 597)

https://beeline.ge/ka

ცხელი ხაზი: 0611

ქალაქის ტელეფონით ან მობილური სხვა ოპერატორისგან:

+995 32 2200611

8 800 700 06 11

ონლაინ ჩატი

აპლიკაცია: MyBeeline App

Facebook

სამუშაო საათები

24 საათი


კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ მობილურ კავშირგაბმულობაში 369.2 მილიონი ლარი (მოცემულია დღგ-სა და აქციზის გარეშე) გადაიხადა, ეს 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.8%-ით მეტია.

369.2 მილიონი ლარი ოპერატორების მიხედვით ასე ნაწილდება:

"მაგთი" - 171.3 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 1.8%;

"სილქნეტი" - 131.5 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 1.1%;

"ვიონი საქართველო" (ბილაინი) - 66.5 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 14.7%.

2020 წელს მობილური ოპერატორების რეიტინგი აბონენტების (სიმ ბარათების) მიხედვით:

"მაგთი" - 1,5 მილიონი

"სილქნეტი" - 1,3 მილიონი

"ბილაინი" - 1 მილიონი

თუმცა, 2021 წელს მობილური კომპანიების შემოსავლები კლებას განაგრძობს. თებერვალში წინა წლის თებერვალთან შედარებით 2.5%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღეს - 27.8 მლნ ლარი, ნაცვლად გასული წლის 38.7 მლნ ლარისა. მიზეზი კომპანიებში შემცირებული აბონენტებია. თებერვალში აბონენტების რაოდენობა წლიურად 2.1%-ით 4.8 მლნ-მდე შემცირდა. პირველ ადგილზე ტრადიციულად მაგთია, რომელსაც 1.98 მლნ აბონენტი ჰყავს, თუმცა მაგთის წლიურად 0.9%-ით შეუმცირდა აბონენტების რაოდენობა. ბაზარზე მესამე ადგილზე ვიონი, იგივე ბილაინია. კომპანიას აბონენტების რაოდენობა წლიურად 0.7%-ით შემცირდა.


თეგები: #მობილური ოპერატორები #ინფორმაცია
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი
Sergo Populus
Sergo Populus

Спасибо, Mariam, за полезную статью. Помимо стандартных поставщиков мобильной связи есть еще альтернативный вариант - виртуальная телефония, что очень полезно для владельцев айфонов. Таким образом можно иметь симкарту одного из представленных мобильных операторов и виртуальный телефонный номер от Хоттелеком https://hottelecom.net/virtual-number-of-georgia.html

დაწერეთ კომენტარი