თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
საქართველოში მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ნაწილი, უდავოდ, ადგილობრივი სამზარეულოა. ქართული კერძი არ არის მხოლოდ გემო, ის არის გამოცდილება, რიტუალი და სტუმართმოყვარეობის დიდი ამბავი. ისტორია, სუფრის ატმოსფერო და ძველი ოჯახური ტრადიციები - ეს მუხტი დღესაც ცოცხალია და ამ გასტრონომიულმა კულტურამ ნამდვილ წამყვან ტურისტულ ადგილად აქცია საქართველო.
თბილისის რესტორნებში ტრადიციულ სუფრას გვერდს უმშვენებენ თანამედროვე შეფების ექსპერიმენტები, გაცოხლებული გემოები და ძველი რეცეპტების ახლებური ინტერპრეტაციები. თუ გსურთ გასინჯოთ ქართული სამზარეულოს ეს საოცარი ნაზავი რამდენიმე ადგილს გირჩევთ, რომელთაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ:
ვოვიემი (Wowiem) - შეფ ლევან კობიაშვილის რესტორანია, სადაც მოსული სტუმარი შეხვდება თანამედროვეობასა და ქართული ტრადიციის დახვეწილ შერწყმას. აქ დაგხვდებათ შეფ ლევანის ექსკლუზიური კერძებისა და მთელი მსოფლიოდან, საგულდაგულოდ ნარჩევი ღვინის კოლექციების იდეალური ტანდემი; თბილისის ხმაურიდან რამდენიმე ნაბიჯით მოშორებით Wowiem-ს იპოვით ადგილს, სადაც დიზაინი, დეტალი და გემო ერთ მთლიან სინერგიად იქცევა. Wowiem-ის მინიმალისტური ინტერიერი, რბილი განათება, თანამედროვე არქიტექტურა... და სწორედ ამ სიმშვიდის მიღმა იმალება გასტრონომიული გამოცდილება, რომელიც სრულიად ახლებურად აღგაქმევინებს ქართულ სამზარეულოს. აქ ყველაფერი ფრთხილადაა გააზრებული გრძნობ, რომ შეკვეთა შეფმზარეულისთვის უბრალოდ კერძი კი არა, სიმღერაა, რომელიც თითქოს ტრადიციის უწყვეტობის სიმბოლოა.
კონსტანტინეს სახლი (House of Constantin) - შეფ კონსტანტინე თედელურის ავტორული სივრცეა, სადაც კერძები ისტორიას ჰყვებიან. მშვიდ გარემოში განთავსებული ეს რესტორანი არამხოლოდ უნიკალური მენიუთი გამოირჩევა, არამედ მთელი თავისი ატმოსფეროთი. მენიუში ქართული და ევროპული ელემენტები ერთმანეთში ჰარმონიულად არის შეზავებული. ეს არის ადგილი, სადაც გრძნობ, რომ მასპინძლობა საქართველოში ჯერ კიდევ ხელოვნებაა.
რამეკაი (Ramekai)შეფ გიორგი ხვისტანის აზიური შთაგონებით შექმნილი სივრცე: მაღალი ხარისხის კონტრასტული კერძები ნახევრად თანამედროვე გარემოში მათთვის, ვინც გემოებში დეტალებს აფასებს და რესტორანში მხიარულ, დახვეწილ ატმოსფეროს ეძებს. როდესაც თბილისში იაპონური გასტრონომიული თავგადასავლების ძიებაში ხარ, გზა აუცილებლად რამეკაიში მიდის. აქ თითოეული დეტალი ხაზს უსვამს ნამდვილ აზიურ ესთეტიკას: მოკრძალება, წესრიგი და ხარისხი. აქ დიზაინიც და მომსახურებაც აღმოსავლური კულტურის შინაგან სიმშვიდეს ატარებს, მენიუ კი- დახვეწილი და სრულყოფილია. თბილისის შუაგულში პატარა კარის გაღებით იწყება დიდი აზიური თავგადასავალი – უჩვეულოდ მშვიდი, მდიდარი გემოთი და შინაარსით სავსე. რამეკაი არის ის ადგილი, სადაც სიჩუმეც გემრიელია. თითოეული კერძი ყურადღებით შეკრული ამბავია, რომელსაც ხმაურის გარეშე უნდა მოუსმინო.
ჩვენი (ჩვენი) - შეფ გურამ ბაღდოშვილის რესტორანი - თბილისის ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი და სტილური სივრცეა, სადაც ტრადიციული ქართული კერძები ახალ ინტერპრეტაციაშია წარმოდგენილი. გემოვნებით შექმნილი გარემო, თანამედროვე ქართული სამზარეულო და გულწრფელი სტუმართმოყვარეობა, ამ სამმა ფასეულობამ „ჩვენი“ თბილისურ კულინარიულ რუკაზე სწრაფადვე გამორჩეულ ადგილად აქცია. ეს რესტორანი არის ადგილი, თბილისის შუაგულში, სადაც ადგილობრივი ხასიათი და თბილი ემოცია ერთი სიტყვით იკვრება „ჩვენი“.
და რაც ყველაზე სასიამოვნოა, ამ და სხვა 50-მდე რესტორანში წასასვლელად არც გრძელი რიგები და არც კერძებისთვის დიდხანს ლოდინი გჭირდებათ. ყველა ეს რესტორანი უკვე არის rezto.ge-ზე, პლატფორმაზე, რომელიც ტურისტებსა და ადგილობრივებს აძლევს საშუალებას წინასწარ ისარგებლონ #მზადდაგხვდება სერვისით. rezto.ge-ზე დაჯავშნისას მომხმარებელი თავად ირჩევს რესტორანს, უკვეთავს მენიუს და რესტორანში მისულს კერძი უკვე მზად ხვდება. ეს მოდელი განსაკუთრებით მოსახერხებელია ტურისტებისთვის, რადგან ამცირებს ენობრივ ბარიერს, გაურკვევლობას მენიუში ან ფასებში და ზოგავს დროს, რომელიც მათ სხვა თავგადასავლებისთვის შეუძლიათ გამოიყენონ.
რეზტო შეიქმნა სწორედ იმ ადამიანებისთვის, ვინც არამხოლოდ გემრიელ კერძს ეძებს, არამედ კომფორტულ და წინასწარ დაგეგმილ სარესტორნო გამოცდილებას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტურისტი ხარ და შენთვის დრო მნიშვნელოვანია.
გარდა ამისა, რეზტო Mastercard-თან პარტნიორობის ფარგლებში, გთავაზობთ სპეციალურ შეთავაზებებს, რაც თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო კომფორტულსა და საინტერესოს ხდის. Mastercard-ის მფლობელები რეზტოს პარტნიორ რესტორნებში სარგებლობენ ექსკლუზიური ფასდაკლებებითა და პრიორიტეტული სერვისით, რისთვისაც მხოლოდ საჭიროა კერძების წინასწარ შეკვეთისას გამოიყენეთ თქვენი Mastercard-ის ბარათი.
თბილისი არაერთ გემოსა და გამოცდილებას გპირდებათ, მაგრამ მთავარი რჩევა, რაც შეიძლება ქალაქში სტუმრობისას გაითვალისწინოთ, მარტივია — წინასწარ დაგეგმილი სუფრა არამარტო დროს გიზოგავთ, არამედ სარესტორნო გამოცდილებასაც ბევრად სასიამოვნოს და კომფორტულს ხდის.
იმისათვის, რომ შენი საღამო დაუვიწყარი იყოს და არც კერძის ლოდინში დაკარგო დრო, უბრალოდ ეწვიე rezto.ge-ს, შეარჩიეთ შენთვის სასურველი რესტორანი პარტნიორების სიიდან, დაჯავშნე მაგიდა, შეუკვეთე მენიუ წინასწარ და შენი შეკვეთა ადგილზე მისვლისას #მზადდაგხვდება.
მეტი დრო დასათვალიერებლად, მეტი ახალი გემო აღმოსაჩენად და მეტი თავგადასავალი დასამახსოვრებლად — თბილისი თქვენ გმასპინძლობთ, რეზტოს დახმარებით კი ეს უფრო სწრაფი, მარტივი და კომფორტულია.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი