დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
29 მარტი, 2020

საქართველოს გეოგრაფია

კატეგორია: ინფორმაცია

საქართველო პატარა ქვეყანაა ევროპისა და აზიის გასაყარზე, კავკასიაში. მისი დედაქალაქი თბილისია. დასავლეთიდან საქართველოს შავი ზღვა ესაზღვრება, ჩრდილოეთით - რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით - აზერბაიჯანი, სამხრეთით კი - სომხეთი და თურქეთი. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ფართობი სულ რაღაც 69 700 კმ2-ა, ის ლანდშაფტის დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ ნახავთ მწვერვალებს, ალპურ მდელოებს, გაშლილ ვაკეებს, უდაბნოებს, ზღვას და დაბურულ ტყეებს. მთლიანი ფართობის 8.62 % დაცულ ტერიტორიებს უჭირავს, ასე რომ აქ შეგიძლიათ ველური, ხელუხლებელი ბუნებით ტკბობა.

საქართველო სუბტროპიკული და ზომიერი კლიმატური სარტყლების მიჯნაზე მდებარეობს, ამიტომაც ჰავაც სხვადასხვა ტიპის გვხვდება (ნოტიო სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო, ზომიერად მშრალი და მშრალი-კონტინენტური). ზაფხული აქ მზიანია, ტემპერატურა 29 °C-დან 33°C-მდე მერყეობს, ზამთარში კი -2°C-დან 4°C-მდე. ჰავის თავისებურებებიდან და მინერალური წყლების სიმრავლიდან გამომდინარე საქართველოში მრავალი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტია.

ზღვა და ოქროს მზე, თეთრ საბანში გახვეული ზამთრის კურორტები, ლაშქრობები მწვერვალებსა თუ ალპურ ტბებზე, დასვენება ტყისპირა კოტეჯში, აფერადებული უდაბნოები, ჯადოსნური მღვიმეები, ჩანჩქერები, კანიონები, ექსტრემალური სპორტი თუ კომფორტულად, სიმშვიდეში განტვირთვა, აქ სხვადასხვა სურვილებისა და ინტერესების მქონე ადამიანი იპოვნის ადგილს, სადაც ბედნიერად იგრძნობს თავს და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს მიიღებს. საქართველოს ბუნების სილამაზე გულგრილს არავის ტოვებს და ხელოვანთა შთაგონების წყაროც ხშირად გამხდარა.


თეგები: #გეოგრაფია
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი

დაწერეთ კომენტარი

მსგავსი სტატიები
ბერიკაობა
ინფორმაცია, კულტურა

ბერიკაობა

თარიღი: ყველიერის კვირის ბოლო დღე