დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
21 ოქტომბერი, 2021

თელავქალაქობა

კატეგორია: კულტურა ისტორია

ყოველწლიურად, 7 ნოემბერს თელავში ‘თელავქალაქობა’ იგივე ‘ერეკლეობა’ აღინიშნება. სახალხო, ტრადიციული დღესასწაული კახელებისთვის 'თბილისობის’ ექვივალენტია და ერეკლე II-ის იუბილეს უკავშირდება.

როგორ აღინიშნება თელავქალაქობა?

მეფე ერეკლეს დაბადების დღესთან დაკავშირებით, თელავის ცენტრში, ერეკლეს მუზეუმსა და ბატონის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ღონისძიება ტარდება. თელავში ბატონის სასახლე მე-17 საუკუნის 70-იან წლებში დაფუძნდა. 1801 წლამდე სამეფო რეზიდენციის სახით ფუნქციონირებდა. ბატონის ციხე ერეკლე მეორის სასახლე-მემორიალს, ისტორიულ მუზეუმს, გალერეას, კარის ეკლესიას, ციხის გალავანს, აბანოს და სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილ გვირაბს აერთიანებს.

თელავქალაქობის ღონისძიების ფარგლებში რეწვისა და ხელნაკეთი ნივთების, თანამედროვე მხატვართა გამოფენები ეწყობა. სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში კი - მეწარმეების ნამუშევრებია წარმოდგენილი. დღის განმავლობაში ქალაქის მთავარ მოედანზე გახსნილია სოფლის ნობათის, ღვინის, ტურიზმის, ხალხური რეწვის, წიგნისა და მუსიკის პავილიონები.

ამასთან ერთად, ქალაქის ცენტრში, ქართული კერძებისა მომზადებისა და გამოფენის პროცესს შეგიძლიათ დაესწროთ.

ბატონის ციხის ეზოში მდებარე ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, ერეკლე მეფის სულის მოსახსენიებლად დიდი პარაკლისი იმართება, პარალელურად კი - სვეტიცხოველში, სადაც ერეკლე II არის დაკრძალული.

დღის ბოლოს ‘თელავქალაქობა' ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა და ქართული ესტრადის მუსიკოსების მონაწილეობით, გალა-კონცერტებით სრულდება. თბილისობის დღესასწაულის მსგავსად, სადაც ყოველწლიურად საპატიო თბილისელებს ასახელებენ, თელავის საპატიო მოქალაქეებიც თელავის თეატრში გამართულ ღონისძიებაზე ჯილდოვდებიან.

‘თელავქალაქობა’ იგივე ‘ერეკლეობა’ ბოლოს 2019 წლის 7 ნოემბერს, ერეკლე II-ის 299-ე იუბილესთან დაკავშირებით აღინიშნა.

2020 წელს მეფე ერეკლეს 300 წელი შეუსრულდა...

ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II 1720 წლის 7 ნოემბერს, თელავში დაიბადა. 1762—1798 წლებში ქართლ-კახეთის მეფე გახლდათ და თეიმურაზ II-ისა და თამარ დედოფლის (ვახტანგVI-ის ასული) შვილი იყო.

ქართველმა ხალხმა ერეკლე II-ს მოფერებით „პატარა კახი“ უწოდა, რომელსაც კახეთის სამეფო ტახტზე ასვლა აღმოსავლეთ საქართველოსთვის განსაკუთრებით მძიმე პერიოდში მოუხდა და მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლე ომებსა და მტრებთან ბრძოლაში გაატარა. არაერთი ქართველი და უცხოელი ისტორიკოსი შეეხო ერეკლე II-ს და მასზე ბევრი საინტერესო მოსაზრება გამოითქვა.

  • ერეკლემ თავადური მმართველობა შეცვლა სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატით.
  • შემოიღო მმართველობის დარგობრივი დანაწილება:
  • მკვეთრად გაიმიჯნა ერთმანეთისაგან სამხედრო, საპოლიციო, საგარეო საქმეთა, სასამართლო, საფინანსო, საგანმანათლებლო საქმეთა უწყებები. (სასწავლო განათლება ცალკეულ უწყებებს ჩააბარა. სამეფო დარბაზი ერეკლეს დროს მუდმივმოქმედ დაწესებულებად გადაიქცა.
  • ხელისუფლების ცენტრალიზაციისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა. შეზღუდა თავნება თავადები და გააუქმა ზოგიერთი სათავადო (არაგვის, ქსნის);
  • დაასახლა უცხოელ დამპყრობთა შემოსევების შედეგად მოოხრებული რაიონები;
  • გაატარა ბატონყმური ურთიერთობის რეგლამენტაცია ფეოდალთა შეზღუდვის მიზნით; იღვწოდა უცხოელ მოახალშენეთა მოზიდვისა და სამეფო საკუთრების გაზრდისათვის;
  • გამოსცა კანონი (1765 წ.), რომლის ძალითაც ტყვეობიდან თავისი სახსრებითა და ინიციატივით დაბრუნებულ გლეხს თავისუფლება ენიჭებოდა; შექმნა და გაამრავლა თავისუფალ მიწათმფლობელ-მოლაშქრეთა ფენა;
  • შექმნა მორიგეობის პრინციპზე დამყარებული მუდმივი ჯარი; მორიგე ჯარის სათავეში მეფემ თავისი ვაჟი, ლევან ბატონიშვილი ჩააყენა.
  • აღადგინა საკუთრების ქალაქური წესი (1770 წ.);
  • აკრძალა ოსმალობა-ყიზილბაშობის დროს განახლებული ყმათა უმამულოდ გაყიდვა და ტყვეებით ვაჭრობა; დარაზმა ხალხი ტყვეთა გატაცების წინააღმდეგ საბრძოლველად (1772 წ.).
  • ერეკლეს ყველა წამოწყებაში გვერდით ედგა მისი უახლოესი თანამოაზრე, ანტონ I კათალიკოსი, რომელსაც ქართული ეკლესიის აღორძინება და სასკოლო განათლების საქმე ჩააბარა.
  • ერეკლეს ხელშეწყობით ქართლ-კახეთში სახელმწიფო სკოლები დაარსდა. 1756 წელს გაიხსნა თბილისის სასულიერო სემინარია, 1782 წელს - თელავის სემინარია.

ერეკლე II-ის შესახებ საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია ისტორიული ცნობები, ხელნაწერები, პირადი წერილები, ერეკლეს სტამბის გამოცემები, მეფისა და მისი ოჯახის წევრების პორტრეტები და სხვა. ექსპონატები საქართველოსთვის განსაკუთრებული, ღვაწლმოსილი მეფის როგორც სამხედრო-პოლიტიკურ, ისე პირად ცხოვრებას ასახავენ.


თეგები: #ტრადიცია #კახეთი #ტრადიციები #დღესასწაული #თელავქალაქობა #თელავიბა #ერეკლე II #თელავი
კომენტარები

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დაწერეთ კომენტარი
jhon due
jhon due

დაწერეთ კომენტარი

მსგავსი სტატიები