ტურისტი პოტენციური შემოსავლის წყაროა და მის მოტყუებას ნებისმიერ ქვეყანაში ცდილობენ. თუ ახალი ადგილას მოგზაურობამდე სათანადო ინფორმაციას არ გაეცნობით, სავარაუდოდ ბევრი ადამიანი ისარგებლებს თქვენი მდგომარეობით. ამგვარ მცდელობებს თვითმფრინავიდან ფეხის ჩამოდგმისთანავე შეხვდებით. პირველი თქვენს მოტყუებას აეროპორტთან შეკრებილი ტაქსის მძღოლები ეცდებიან და უაზროდ გაბერილ ფასებს შემოგთავაზებენ.

იმისათვის, რომ არ გახდეთ მომსახურების სფეროს წარმომადგენელთა ნადავლი, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი.

  • ნუ გამოიყენებთ ინდივიდუალურ ტაქსს, რომელიც არ ეკუთვნის არც ერთ კომპანიას. (მანქანა არ არის ბრენდირებული)
  • ტაქსის კომპანიებს აქვთ ფიქსირებული, სტანდარტული ფასები.
  • ტაქსის კომპანიებს აქვთ მობილური აპლიკაციები.
  • ტაქსის კომპანიებს აქვთ ბევრად უფრო კომფორტული ავტომობილები და მომსახურების სხვადასხვა სახე.
  • ტაქსის კომპანიებთან ურთიერთობისას ნაკლებსავარაუდოა შეგექმნათ ენობრივი ბარიერი.
  • ტაქსის კომპანიის მომსახურებით სარგებლობისას არავინ მოგთხოვთ დამატებით თანხას. იხდით მხოლოდ გამოძახებისას შეთანხმებულ ოდენობას.

აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით ტარიფები 25-50 ქართული ლარის ფარგლებში მერყეობს. გააჩნია ქალაქსი რა ნაწილში გეგმავთ წასვლას. ცენტრში მოხვდებით 25-30 ქართული ლარის სანაცვლოდ. გარეუბნების მიმართულებით კი ფასი იზრდება.

გთავაზობთ პოპულარულ ტაქსის კომპანიათა ჩამონათვალს და საკონტაქტო ინფორმაციას:

  1. Maxim Taxi - გამოძახება შესაძლებელია მობილური აპლიკაციის, ვებ-გვერდისა და სატელეფონო ზარის საშუალებით. მომსახურების მიღებას შეძლებთ საქართველოს რამდენიმე ქალაქში. დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს: https://taximaxim.ge/
  2. Tbilisi Taxi - გამოძახება შესაძლებელია მობილური აპლიკაციის ან სატელეფონო ზარის მეშვეობით. სერვისის მიღება შესაძლებელია მხოლოდ თბილისის მასშტაბით. დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს: http://tbilisitaxi.ge/
  3. Taxify - გამოძახება შესაძლებელია მხოლოდ მობილური აპლიკაციით. მომსახურების მიღება შესაძლებელია მხოლოდ თბილისში. დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს: https://taxify.eu/ka/georgian-cities/tbilisi/
  4. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტაქსი სერვისი - ფუნქციონირებს 24 საათიან რეჟიმში. გამოძახება შესაძლებელია მხოლოდ სატელეფონო ზარით - ტელ: +995 32 2511511 . ტარიფი აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე შეადგენს 25 ქართულ ლარს. დეტალებისთვი ეწვიეთ ბმულს: http://www.tbilisiairport.com/gu-GU/Transportation/Pages/Taxi.aspx

აეროპორტიდან თბილისის სხვადასხვა უბანში გადაადგილება შესაძლებელია ავტობუსისა და რკინიგზის მეშვეობითაც. აღნიშნული მომსახურება მეტ დროს, ნაკლებ კომფორტს და მინიმალურ ღირებულებას (0,5 ქართული ლარი) უკავშირდება. ავტობუსი ნომერი 37 მოძრაობს აეროპორტიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით. რკინიგზის საგური აეროპორტიდან 70 მეტრში განთავსებული ოქროსფერი მინის ნახევარსფეროს ფორმის ნაგებობაა. მისით სარგებლობა აგრეთვე 0,5 ქართული ლარია, მიმართულება კი ქალაქის ცენტრალური სადგურია. საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა დროშიც შეზღუდულია. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულებს: http://www.tbilisiairport.com/gu-GU/Transportation/Pages/Train.aspx; http://www.tbilisiairport.com/gu-GU/Transportation/Pages/Bus.aspx ;

თბილისის საერთაშორისო აეროპორტს აქვს კიდევ ერთი ალტერნატივა ქალაქის ცენტრის მიმართულებით ის გთავაზობთ მიკროავტობუსის მომსახურებას. ღირებულება არის 10 ქართული ლარი. მომსახურების მისაღებად უნდა დარეკოთ ნომერზე: 2 51 11 11. დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს: http://www.tbilisiairport.com/gu-GU/Transportation/Pages/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%99%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%98.aspx

ნუ მოტყუვდებით! გაიგეთ მეტი და დაიცავით საკუთარი ბიუჯეტი.

გისურვებთ სასიამოვნო მოგზაურობას!