თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Ტემპერატურის მატებასთან ერთად, Ზაფხული ღია ცის ქვეშ აქტივობების, ლაშქრობებისა და ექსტრემით ადრენალინის მოზღვავების სეზონია. Განსაკუთრებით კი - ექსტრემალური თავგადასავლის მოყვარულთათვის. ერთ-ერთი ასეთი გართობის საშუალება ექსტრემალური ატრაქციონი ‘ზიპლაინია’, რომელიც ბოლო წლებში საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
Ზიპლაინი (Zip Line) გაჭიმულ ფოლადის კაბელზე თავისუფლად მოძრავი როლერია, რომლითაც შესაძლებელია ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე უსაფრთხოდ დაშვება.
საქართველოში დღეისთვის მოქმედი 18 ზიპლაინია და ყველაზე დიდი 1200-მეტრიანი ზიპლაინი, თბილისში მდებარეობს, რომელიც კუს ტბიდან ვაკის პარკში ეშვება. მისი ღირებულება ყველასთვის 50 ლარია.
Რა უნდა გავითვალისწინოთ ზიპლაინის ატრაქციონით სარგებლობამდე?
Ზიპლაინის ფედერაციის რეკომენდაციით:
ნებისმიერი ზიპლაინით სარგებლობამდე სასურველია ფედერაციაში გადამოწმდეს ამათუიმ ზიპლაინის უსაფრთხოება და მომსახურების ხარისხი.
ნებისმიერი ზიპლაინი შესაძლოა არ მუშაობდეს ტექნიკური პრობლემის, უამინდობის, წვიმისა და ქარის შემთხვევაში.
საქართველოში და არა მხოლოდ, ევროპაშიც ყველაზე გრძელი (უწყვეტი) ზიპლაინი კუს ტბაზე მდებარეობს.
ზიპლაინი 1200 მეტრიანია და იგი კუს ტბიდან ვაკის პარკში ეშვება. შესაძლებელია ორი ადამიანის ერთდროულად გვერდიგვერდ დაშვება და ექსტრემის ხანგრძლივობა - 1 წთ. & 30 წამია.
ზიპლაინით სარგებლობის საფასური 50 ლარს შეადგენს.
ზიპლაინი ბოტანიკურ ბაღში
ნარიყალას ციხე-სიმაგრიდან ბოტანიკურ ბაღში ზიპლაინით დაშვებაა შესაძლებელი. 'ზიპლაინ ნარიყალა' ატრაქციონის ორ სპეციალურ ბაქანს შორის მანძილი 270 მეტრია, სიმაღლე კი 30 მეტრი. ატრაქციონზე ერთდროულად სამ ადამიანს შეუძლია დაშვება. „ზიპლაინ ნარიყალას“ აქვს როგორც სწრაფი, ასევე საშუალო სიჩქარის დაშვების რეჟიმები და სარგებლობა ბავშვებისთვისაც შესაძლებელია.
აჭარის მთების ულამაზეს ბუნებაში, 512 მეტრის სიგრძეზე გადაჭიმული ზიპლაინი რომლისგანაც მიღებული შთაბეჭდილებები დიდხანს გაგყვებათ. ზიპლაიანი მახუნცეთის ჩანჩქერის თავიდან იწყება და თამარის ხიდის ბოლოს სრულდება. გზად თქვენ გადაუვლით ულამაზეს ჩანჩქერს, თვალწარმტაც მთებს, მდინარე აჭარისწყალს, აწჰესს. მახუნცეთის ზიპლაინი 1 ზიპლაინს და 2 ბაგირს მოიცავს.
ზიპლაინი მდებარეობს სვანეთში, კერძოდ მესტიაში. ეს არის 50 მეტრი სიგრძის და მდებარეობს ზღვის დონიდან 1500 მეტრზე. ზიპლაინი ექსტრიმის მოყვარულთათვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ზიპლაინი მუშაობს ყოველდღე 10საათიდან საღამოს 18 საათამდე. თუმცა დაშვება დამოკიდებულია ამინდზე.
რაჭაში ექსტრემალურ თავგადასავლებს თუ ეძებ მაშინ ზიპლაინი ცრაჯვარზე შენთვისაა. ეს არის საქართველოში ყველაზე ექსტრემალური ზიპლაინი, რომლით დაშვებისას ადრენალინის მოზღავევბას იგრძნობთ. ატრაქციონი 10 საათიდან - 7 საათამდე ფუნქციონირებს.
ზიპლაინი სიღნაღში (კახეთი)
სიღნაღში, ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარე ბაღში ექსტრემალური ატრაქციონი ე.წ. ზიპლაინი ფუნქციონირებს, რომლის სიგრძე 390 მეტრია. ფასი აქაც ანალოგიურად, 50 ლარს შეადგენს.
ზიპლაინი საირმეში (იმერეთი)
იმერეთში ზიპ ლაინი მოწყობილია კურორტ საირმეში და კინჩხის წყალვარდნილთან. საირმეში დაგხვდებათ 800-მეტრიანი მონაკვეთი, რომელიც კურორტის პარკში მთებიდან ეშვება. ფუნქციონირებს 10:00-19:00-მდე, მისი ფასი 50 ლარს შეადგენს. ზიპლაინი არის დაყოფილი ორ ეტაპად - 500 და 300 მეტრიან დასაშვებ პუნქტებად.
Თქვენთვის სასურველი ზიპლაინით სარგებლობისთვის, საუკეთესო პერიოდი აპრილის თვიდან იწყება და ნოემბრამდე გრძელდება. Ატრაქციონი ვიზიტორისთვის მთელი დღის განმავლობაში ღიაა, საშუალოდ საღამოს 10 საათამდე.
საკმაოდ მოსახერხებელია ზიპლაინის ტურებით სარგებლობა. Რატომ? თუკი თბილისიდან სხვა ლოკაციებზე არსებული ზიპლაინით დაშვება გსურთ, მარშრუტი წინასწარ არის შედგენილი. Სხვა მხრივ, მაშინ როდესაც ზიპლაინის ექსტრემი პირველად უნდა გამოსცადოთ. Ამგვარად, Ექსტრემალური თავგადასავლისგან მაქსიმალურ სიამოვნებას მიიღებთ მანამ სანამ უსაფრთხო გარემოს პროფესიონალი ინსტრუქტორები უზრუნველყოფენ.
ზიპლაინ ტურები უსაფრთხოების ყველა წესისა და ნორმის დაცვით მიმდინარეობს, რადგან პროცესს პროფესიონალი, სერტიფიცირებული ინსტრუქტორები უძღვებიან, რომლებიც ტურის მონაწილეებს საჭირო ინსტრუქტაჟს უტარებენ.
სრულად უზუნველყოფილია ზიპლაინის ტექნიკური უსაფრთხოებაც. სპეციალური მაგნიტური გორგოლაჭების დახმარებით ხდება სიჩქარის დაბალანსება, სამუხრუჭე სისტემა სრულად გამართული და დაცულია. გარდა ამისა, ტურის საწყის და დასრულების წერტილებში მიმდინარეობს აუდიო და ვიდეო კონტროლი, რათა სრულყოფილად მოხდეს უსაფრთხოების მონიტორინგი.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარი