თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
ზაფხული, წელიწადის ის დროა, როდესაც ყველა ჩვენგანი რაღაც ახალის აღმოჩენას, დაუვიწყარი მოგონებების შექმნასა და გაგრილებას ცდილობს. ამ ყველაფრის ერთ აქტივობაში მოქცევა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს შესაძლებელია. ეს აქტივობა კი არც მეტი, არც ნაკლები ჯომარდობაა.
ჯომარდობასაქართველოში ბოლო ათწლეულია განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. საქართველოს ლანდშაფტიდან გამომდინარე, ჯომარდობით დაკავება საქართველოს ბევრ რეგიონშია შესაძლებელი.
თუ ექსტრემალური შეგრძნებების მოყვარული ხარ, მაშინ აუცილებლად უნდა გამოსცადო ჯომარდობა საქართველოს სხვადასხვა მდინარეზე.
რომელ მდინარეებზე შეიძლება ჯომარდობა
საქართველოში ჯომარდობა შესაძლებელია არაგვზე, მტკვარზე, რიონსა და აჭარისწყალზე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოშიც, მდინარეების სხვადასხვა საჯომარდო მონაკვეთი სხვადასხვა სირთულის არის. ძირითადად საქართველოში 1-3 კატეგორიის სირთულის მდინარეები და საჯომარდო მონაკვეთებია.
ჯომარდობა თბილისთან ახლოს
თბილისთან ახლოს საჯომარდოდ წასვლას თუ გეგმავთ, ფასანაურში „ადმირალ რაფტინგ ჯგუფს“ უნდა ეწვიოთ. ჯომარდობის ტურები ეწყობა მდინარეარაგვზე, ფასანაურში, სადაც არის საჯომარდო ბანაკი, კომფორტული გარემოთი და სასიამვნო მუსიკით. ტურის განმავლობაში თქვენ აღჭურვილი იქნებით ყველა საჭირო ინვენტარით - ჩაფხუტი, სამაშველო ჟილეტი, ნიჩაბი. ასევე, ყველა ნავს ემსახურება პროფესიონალი რაფტინგ ინსტრუქტორი, რომელიც წყალში შესვლამდე ჩაგიტარებთ 15–20 წუთიან ინსტრუქტაჟს.
ჯომარდობა მტკვარზე
თუ თბილისიდან ცოტა შორს წახვალთ ან საერთოდ ბორჯომში ან ბაკურიანში იმყოფებით და გსურთ ზაფხულის მწველ მზეს თავი დააღწიოთ და ცოტა გაგრილდეთ, აუცილებლად უნდა იჯომარდოთ მტკავრზე და ეწვიოთ კომპანია „ექსტრემალური ჯომარდობა საქართველოში“. ნავს გაყვება პროფესიონალი ინსტრუქტორი, რომელიც გასვლის წინ ჩაგიტარებთ ინსტრუქტაჟს და მსვლელობის განმავლობაში იზრუნებს თქვენს უსაფრთხოებაზე. ინსტრუქტორებს აქვთ ჯომარდობის საერთაშორისო ფედერაციის (INTERNATIONAL RAFTING FEDERATION) მიერ გაცემული მესამე დონის სერტიფიკატი.
ჯომარდობა რიონზე
თუკი იმერეთს ან რაჭა-ლეჩხუმს სტუმრობთ მაშინ ექსტრემალური თავგადასავალი აუცილებლად უნდა შეიყვანოთ თქვენს განრიგში. მდინარე რიონზე ჯომარდობისას ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მარშრუტს გადიხართ. საჯომარდო ტურებს კომპანია „ჯომარდობა ქუთაისში“ აწყობს. რიონზე შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა სირთულის მონაკვეთი და იჯომარდოთ შედარებთ მარტივჭრებალო–ნიკორძირის მონაკვეთზე,ხოლო თუ ექსტრემალური შეგრძნებები გწყურიათ გირჩევთ იჯომარდოთალპანა–ტვიშის ხეობაში. კომპანიის ყველა ინსტრუქტორი ყოველწლიურად გადის კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს, რომელსაც ორგანიზებას უწევს საერთაშორისო ორგანიზაცია IRF. კომპანიის ინსტრუქტორებს გადაეცათ ჯომარდობის საერთაშორისო ფედერაციის მიერ გაცემული მესამე დონის და ტრიპ ლიდერის სერთიფიკატები. ყველა ინსტრუქტორს გავლილი აქვს პირველადი დახმარების კურსი.
ჯომარდობა ბათუმში / ჯომარდობა აჭარაში;
თუ გინდათ აჭარაში ზღვის პირას დასვენება გაიმრავალფეროვნოთ და ემოცებით დაიტვირთოთ ჯომარდობა აქაც ხელმისაწვდომია. საჯომარდოდ მახუნცეთს უნდა ეწვიოთ, რაც ბათუმიდან სულ რაღაც 30 კილომეტრში მდებარეობს. ჯომარდობას მდინარე აჭარისწყალზე საჯომარდო კლუბი „ჯომარდობა მახუნცეთში“ აწყობს. აქ ჯომარდობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს წლის ნებისმიერ მონაკვეთში. საჯომარდოასაკი 2 წლიდან იწყება და იგი შეზღუდული არ არის.
რა ასაკიდან არის ჯომარდობა შესაძლებელი?
ჯომარდობის ასაკი დამოკიდებულია მდინარის სირთულესა და მის დინებაზე. მაგალითად მდინარე აჭარისწყალზე ჯომარდობა 2 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი, თუმცა მდინარე არაგვზე სასურველია 10 წლიდან ჯომარდობა. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ არასრულწლოვანის ჯომარდობის შემთხვევაში, მას თან უნდა ახლდეს მშობელი/სრულწლოვანი თანმხლები, ან ბავშვმა უნდა წარადგინოს მშობლის წერილობითი თანხმობა, რომელიც მოწმობს რომ, მშობელი თანახმაა ჯომარდობაზე.
რჩევები უსაფრთხო ჯომარდობისთვის
უსაფრთხო ჯომარდობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუქტორის პროფესიონალიზმია. იგი ზრუნავს თქვენ უსაფრთხოებაზე მთელი პროცესის განმავლობაში. ყურადღებით მოუსმინეთ ინსტრუქტაჟს, რომელსაც ინსტრუქტორი ჯომარდობის დაწყებამდე აუცილებლად ჩაგიტარებთ. ინსტრუქტორი გასწავლით ყველა იმ ბრძანებას და მოგცემთ მითითებებს, რომელიც აუცილებელია ჯომარდობისას
ინსტრუქტორის შემდგომ მთავარ უსაფრთხოების კომპონენტს აღჭურვილობა წარმოადგენს. ჯომარდობისას აუცილებელია გეცვათ სამაშველოჟილეტი და გეხუროთ ჩაფხუტი და ფეხზე გეცვათ სპეციალური ან დაბალი პროფილის მქონე დახურული ფეხსაცმელი.
სასარგებლო რჩევები
დაიცავით თავი მზისგან;
სწორად შეარჩიეთ სამოსი;
თან იქონიეთ სათადარიგო მშრალი სამოსი;
იცოდეთ წყალში მოქცევის სწორი ტექნიკა;
არასოდეს ჩავარდეთ პანიკაში;
იყავით ფხიზელი;
ნაპირზე დატოვეთ ძვირფასი ნივთები თუ ტექნიკა.
სირთულის კლასიფიკაცია
ჯომარდობას, როგორც ყველა სხვა სპორტის სახეობას, აქვს სხვადასხვა სირთულის დონე. ჯომარდობაში განასხვავებენ 6 სხვადასხვა საჯომარდო კატეგორიას. კატეგორია აღნიშნავს თუ რა სირთულისაა მდინარე/მონაკვეთი და რა უნარებია საჭირო მდინარის მონაკვეთზე ჯომარდობისთვის. სირთულის დონეს განსაზღვრავს დინების სიძლიერე, წყლის დონე და მდინარის რელიეფი. ყველა საჯომარდო მონაკვეთს ინდივიდუალურად ენიჭება სირთულის კატეგორია და იგი შეიძლება შეიცვალოს წყლის დონის მიხედვით.
I კატეგორია: ძალიან მარტივი დონე, მშვიდი და თანაბარი დინებით. მდინარის ნაწილი გლუვი და თანაბარი დინებით, მაქსიმუმ ორიოდე ტალღის ფორმირებით. დაბრკოლებებისთვის გვერდის ავლა შესაძლებელია მცირედი ძალისხმევით. ძალიან მარტივია ნაპირამდე მიცურვა. ამ კატეგორიის მონაკვეთებზე იწყებენ კანოეთი ცურვის სწავლას.
II კატეგორია: ეს დონე განკუთვნილია დამწყებთათვის, მარტივი და პროგნოზირებადი სწრაფი დინებით, რომლის გადაკვეთაც მარტივია. აღნიშნული დონე იდეალურია მდინარეზე კაიაკით ცურვის და ბავშვებისთვის ჯომარდობის შესასწავლად.
III კატეგორია: საშუალო სირთულე, მდინარის ნაწილი არაპროგნოზირებადი დინებით, საშუალო სიმაღლის ტალღებითა და ასავლელი წინააღმდეგობებით. ჩქერების გადასალახად საჭიროა ნავის კარგი კონტროლი და ბალანსი. ნაპირამდე მისვლა ჯერ კიდე მარტივია, თუმცა წინა დონეებთან შედარებით მეტი დრო სჭირდება. ეს კატეგორია იდეალურია ოჯახების ან ჯგუფებისვის ვისაც სურს შეიგრძნონ ჩქერების გადალახვით გამოწვეული აღტაცება და ადრენალინი.
IV კატეგორია: სპორტული/რთული დონე, მდინარე რთული მონაკვეთებით, როდესაც მონაკვეთი ბოლომდე არ ჩანს, რიგ შემთხვევაში აუცილებელია ადგილების წინასწარი დაზვერვა, დინება არის მძლავრი და დახრილობა - მნიშვნელოვანი. გადავარდნილის ამოყვანა რთულია და შეიძლება საჭირო იყოს გარე დახმარება. როგორც ჯომარდობით ისე კაიაკით ნავიგაცია საჭიროებს მომზადებასა და მნიშვნელოვან ძალისხმევას.
V კატეგორია: ექსპერტების დონე. რთული დინებით, აუცილებელია ნავის ტრაექტორიის ზუსტი კონტროლი. ჩქერის სიგრძის, დინების სიმძლავრისა და მაღალი დახრიდან გამომდინარე მოცემულ დონეზე აუცილებელია მაღალი ტექნიკური და ფიზიკური მომზადება. მოცემული დონის გადალახვა შეუძლია მხოლოდ კარგად მომზადებულ სპორტულ გუნდს, რომლის წევრებიც კარგად ფლობენ ნიჩბის მოსმის ტექნიკასა და ბოლომდე შესწავლილი აქვთ მდინარის უსაფრთობის წესები.
VI კატეგორია - ექსტრემალური დონე, როდესაც საფრთხე მუდმივია, აუცილებელია წინასწარი დაზვერვა და დაშავებულთა გადარჩენისათვის უსაფრთხოების სისტემის წინასწარ შექმნა. ეს დონე მოიცავს წყალვარდნილებსა და მაღალი დახრილობის ჩქერებს.
რომელ დონეზე ვიჯომარდო
სირთულის დონე თუ რომელზეც შეგიძლიათ იჯომარდოთ დამოკიდებულია თქვენს შემართებასა და ფიზიკურ მომზადებაზე.
I - II დონეზე ჯომარდობა რეკომენდებულია თითქმისყველასთვის 6 წლის ასაკიდან ვინც ცურვა იცის. ეს დონე არის მარტივი, ნავიდან შემთხვევით გადავარდნის მცირედი რისკით. იდეალურია ხეობის დასათვალიერებლად და ბავშვებთან ერთად საჯომარდოდ.
III - IV დონეზე ჯომარდობა მეტ ფიზიკურ ძალისხმევასა და კონტროლს ითხოვს, ამიტომ ამ დონეზე დაიშვებიან პირები 16 წლიდან. წყლის დონისა და თქვენი ფიზიკური მომდზადების გათვალისწინებით ინსტრუქტორი გირჩევთ, თუ რამდენად შეგიძლიათ ამ დონეზე ჯომარდობა.
IV-V დონეზე არის ტექნიკულად რთული და რეკომენდირებულია მხოლოდ გამოცდილი და სპორტით დაკავებული პირებისთვის ვისაც აქვს ჯომარდობის ან კანოეთი ცურვის გამოცდილება.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დაწერეთ კომენტარიЕсть свободные группы по рафтингу рядом с Тбилиси 4, 5 или 6 июля?