დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

ChatGPT Image Sep 4, 2026, 12_09
დაამატე რესტორანი

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.

დეტალურად
Tanie Lake, Arkhoti, Khevsureti Tanie Lake, Arkhoti Tanie Lake, Arkhoti, Khevsureti ტანიეს ტბა, არხოტი tanies tba Tanie Lake, Arkhoti არხოტი, ტანიეს ტბის უღელტეხილი არხოტი, ტანიე, ცხენები DJI_0012 DJI_0008 DJI_0010 Tanie Lake, Arkhoti

ტანიეს ტბის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ზაფხული

ტანიეს ტბა მდებარეობს ხევსურეთში, კონკრეტულად არხოტში, მდინარე ტანიეს წყლის ხეობაში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. ტბა მოქცეულია ორ უზარმაზარ მთას შორის. ტბას აქვს გულის ფორმა რაც მას ახალგაზრდებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის. ტანიეს ტბა სუფთა და კამკამა წყლით გამოირჩევა, რადგან მასში ჩამავალი ნაკადი მიწისაგან იფილტრება და იშვიათად იმღვრევა. ზაფხულში ტანიეს ტბაში წყალი საკმაოდ თბილია სხვა მთის ტბებთან შედარებით.

ტბასთან მისვლა შესაძლებელია საცხენოსნო და საცალფეხო ბილიკებით, როდესაც თოვლის საფარი დაბალია ან დამდნარი.

ტანიეს ტბის მარშრუტის რამდენიმე ვერსია არსებობს. ის მდებარეობს საკმაოდ პოპულარულ სალაშქრო მარშრუტზე, რომელიც მთელ ტანიეს ხეობას გაივლის. თუმცა თითოეული მარშრუტი შეიძლება შევარჩიოთ თავისუფალი დღეების მიხედვით. ტბის მონახულებას მინიმუმ ორი სრული დღე სჭირდება. თუ თქვენ ორი დღის მეტი არ გემეტებათ ამ სილამაზისთვის მაშინ თქვენი მარშრუტი იწყება სოფელ უკანხადუში, ატაბეს მახლობლად და მიუყვება ბილიკს ტანიეს უღელტეხილისაკენ სადაც სავარაუდოდ საღამოს მიაღწევთ. ჩვენი რეკომენდაციაა, დაბანაკდეთ უღელტეხილთან ახლოს, წყლიან, უქარო ადგილას და მხოლოდ მეორე დღეს დაეშვათ ტბის მოსანახულებლად ჩანთების გარეშე, რადგან ტბა უღელტეხილიდან დაახლოებით 5 კილომეტრში მდებარეობს და საკმაოდ დიდი დაღმართის ჩავლა გიწევთ რომელიც უკანა გზაზე აღმართად გადაგექცევათ.

სწორედ ამიტომ სჯობს ჩანთების გარეშე ამ გზაზე გადაადგილება. ჩანთებს ბანაკში დატოვებთ და უკან დაბრუნებულებს 2-3 საათის გზა გექნებათ უკანხადუმდე სადაც მანქანა გელოდებათ. აღსანიშნავია, რომ უკანხადუდან ასასვლელი ბილიკი ძალიან რთულია და ბევრი გამოცდილი მოლაშქრეც კი ავად მოიხსენიებს ამ აღმართს, რადგან აქ მანძილი სულ რაღაც 6 კილომეტრია ხოლო სიმაღლეთა სხვაობა 1200 მეტრი. რაც ნიშნავს, რომ ერთ კილომეტრში საშუალოდ 200 მეტრის აწევა გიწევთ.

თუმცა სანამ ტანიეს ტბის მოსანახულებლად წახვალთ, აუცილებლად იქონიეთ თან GPS მოწყობილობა ან უბრალოდ თქვენი ტელეფონი რომელზეც ჩაწერთ რომელიმე GPS აპლიკაციას და თქვენს მიერ მიზანდასახულ GPS მარშრუტს. ის დაგეხმარებათ გზა გაიკვლიოთ ნისლში, ვინაიდან მთაში ნისლში ორიენტირება ძალიან რთულია. თუ GPS აპლიკაცია არასოდეს გამოგიყენებიათ აუცილებლად წაიკითხეთ სტატია GPS აპლიკაციების შესახებ.


თეგები: #ლაშქრობა #ბუნება #ტბა #წყალი #ცხენტური #ცხენი #ჯირითი #მხედარი #trekking #Backpacking #სათავგადასავლო ტურები

ახლოს მდებარე შეთავაზებები

42.568525 , 44.986779
ხანგრძლივობა: 2 დღე
ჯამური მანძილი: 20 კმ
სირთულე: საშუალო

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში

27798218_2076211602649485_920825 13891881_1062705333765157_135766 13198397_1108281659211461_125501
+68
დაჯავშნე ტურები ონლაინ!

შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!

ყველას ნახვა

რუკა

Map placeholder

ტურები მცხეთა-მთიანეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
3 შეფასება
5
Tsotne Dadiani

ძალიან კარგი ხეობაა მოსანახულებლად, შეეცადეთ რომ აგვისტოში მოხვდეთ, ბილიკებზე თოვლი დიდი პრობლემაა. ამინდი ჩწარა იცვლება და ყველაფრისთვის მზადუნდა იყოთ. უკვე ორჯერ ავედი და მომავალშიკიდევ მოვინახულებ გულიმიგრძნობს.

Shotiko Pruidze

მოგესალმებით,
პირველ რიგში მინდა მადლობა გითხრათ ასეთი კარგი საიტის შექმნისთვის. მე პირადად ძალიან მეხმარება ახალი მარშრუტების აღმოჩენაში და მათზე ინფორმაციის მიღებაში.
რაც შეეხება ტანიეს მარშრუტს, მინდა გთხოვოთ სირთულის დაკორექტირება, რადგან ნამდვილად არ არის მარტივი, საშუალო სირთულე უფრო შეეფერება. დამეთანხმებით ბევრისთვის არ არის მარტივი 1000 მეტრიანი სიმაღლის აწევა, რაც უკანხადუდან უღელტეხილამდე უწევს.
სირთულის დაკორექტირებას იმიტომ გთხოვთ რომ გამოუცდელმა მოლაშქრეებდა მცდარი წარმოდგენა არ შეიქმნან ამ მარშრუტზე.
P.S თუმცა იქ ასულს ყველაფერი გავიწყდება და თავს სრულ ნეტარებაში გრძნობ.

Tornike Kavtaradze

ძალიან გთხოვთ ჩაასწოროდ სირთულე, ეს მარშრუტი არანაირი ტიპის და გამოცდილების მქონე მოლაშქრისთვის არ არის მარტივი.

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ტანიეს ტბა

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!