
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
დაბა ბედიანი ქვემო ქართლის მხარეში, წალკის მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 850 მეტრზე. ბედიანი და მისი მიდამოები უმეტესწილად ტყეებით არის დაფარული, რაც ძალიან ლამაზ გარემოს ქმნის. დაბა საინტერესოა კულტურულ-ისტორიული ძეგლებითაც. აქ მდებარეობს მოდიმნახეს ციხე, ვარდისჭალის წმ. გიორგის ეკლესია, ფერისცვალების ეკლესია და “ჭეჭეს საყდარი”. ბედიანის ტერიტორიაზე ადრეული შუასაუკუნეებიდან არსებობდა სამონასტრო კომპლექსები. ბედიანის დასახლებას 1954 წელს ჩაეყარა საფუძველი, რომელიც ხრამჰესების კასკადის ბაზაზე გაჩნდა. დაბის პირველ მოსახლეობას სწორედ ამ მშენებლობაზე მომუშავე ხალხი წარმოადგენდა. 1963 წელს ბედიანის ტერიტორიაზე რესპუბლიკურმა ფსიქონერვოლოგიურმა საავადმყოფომ დაიწყო ფუნქციონირება. იგი 800 ავადმყოფზე იყო გათვლილი. დაბის გაჩენამ სოციალური ინფრასტრუქტურების ჩამოყალიბება განაპირობა, გაიხსნა სამედიცინო ამბულატორია და შეიქმნა 220 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა. 80-იანი წლების ბოლოსა და 90-იანების დასაწყისში ქვეყანაში განვითარებული ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი მთელი ბედიანის ცხოვრებაზეც აისახა. 90-იანი წლების ბოლოსათვის დაბაში ძალიან შემცირდა მოსახლეობის რიცხოვნობა. 1999 წელს დაბაში ახალმოსახლეობა გაჩნდა, რომლებიც გიორგი მთაწმიდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებული ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელებს და მათ აღმზრდელებს შეადგენდნენ. აღდგა დედათა მონასტერი, სადაც თბილისის ფერისცვალების დედათა მონასტრიდან მონაზვნები გადმოიყვანეს. ბედიანში გადმოსული ბავშვები სხვადასხვა სახლებში განაწილდნენ და მათთან ერთი ან ორი აღმზრდელი ცხოვრობს. 2014 წლის აღწერის მიხედვით დაბის მოსახლეობა 148 მცხოვრებს შეადგენს.



ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობა, დაბა ბედიანში თუ გაქვთ ტური