
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
თბილისის გარშემო მრავალი საინტერესო და მშვენიერი ადგილია, სადაც შეგიძლიათ ერთი დღით გახვიდეთ და კარგი დრო გაატაროთ, დატკბეთ ლამაზი ბუნებით და უბრალოდ ისიამოვნოთ სიმშვიდით. ერთ-ერთი ასეთი ადგილი არის სწორედ ბეთანიის მონასტერი. ამ მარშრუტის გავლისას აღმოაჩენთ აქამდე თქვენთვის უცნობ ადგილებს, ნახავთ არაჩვეულებრივ პანორამულ ხედებს ბეთანიის მონასტერზე, მდინარე ვერეს ხეობასა და თრიალეთის ქედის სამხრეთ ფერდობებზე. მარშრუტი იწყება თბილისი-წყნეთი-მანგლისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზიდან, საიდანაც უხვევს ჩრდილოეთით და გაივლის ბეთანიის დასახლებას, შემდეგ გრუნტოვანი გზა შედის ტყეში, რომელიც გადადის ბილიკში და მიუყვება მთის თხემს. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ თქვენ მიადგებით თხემის დასასრულს, სადაც დგას ჯვარი და იშლება ულამაზესი პანორამული ხედები. გზას აგრძელებთ ბილიკის მიმართულებით, რომელიც ეშვება ხეობაში, ხოლო მცირე აღმართის ავლის შემდეგ თქვენს თვალწინ გადაიშლება ბეთანიის ულამაზესი და მწვანეში ჩაფლული მონასტერი. აქ შეგიძლიათ იხილოთ თამარ მეფის უძველესი ფრესკა. მონასტრის მონახულების შემდეგ გრუნტოვანი გზით მიემართებით და გიწევთ საკმაო აღმართების ავლა. მარშრუტს ასრულებთ კვლავ თბილისი-წყნეთი-მანგლისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზასთან.
მარშრუტის მთლიანი გასავლელი მანძილი შეადგენ 13.5 კილომეტრს და გიწევთ ჯერ დაეშვათ 530 მეტრით, ხოლო შემდეგ ასწიოთ 650 მეტრი. მარშრუტის სიმარტივიდან გამომდინარე მისი გავლა შესაძლებელია რამდენიმე საათში მსუბუქი აღჭურვილობით. ბილიკი იწყება თბილისი-წყნეთი-მანგლისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზიდან, ჩრდილოეთით მიუყვება ჯერ დასახლება ბეთანიას, ხოლო შემდეგ მთის თხემს, საიდანაც ეშვება ბეთანიის მონასტერთან. მონასტრის შემდეგ გზას აგრძელებთ კვესეთისკენ და ისევ უერთდებით თბილისი-წყნეთი-მანგლისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზას.
აღნიშნული მარშრუტი გადის მარტივ კატეგორიაში. თავდაპირველად მცირე მანძილზე გხვდებათ მოასფალტებული გზა, შემდეგ გრუნტოვანი გზით შედიხართ ტყეში და ბოლოს გადადიხართ ბილიკზე, რომელიც მთის თხემს მიუყვება. პანორამული გადასახედიდან მონასტრამდე ბილიკი ჩადის დამრეც ფერდობზე. ბეთანიის მონასტრიდან მარშრუტის დასასრულამდე სიარული გიწევთ გრუნტოვან გზაზე.
მარშრუტზე დაგჭირდებათ მსუბუქი აღჭურვილობა, ერთი დღის სამყოფი საკვები საპიკნიკედ და წყალი 1-1.5 ლიტრი, თუმცა გზაში შევსება რამდენიმე ადგილასაა შესაძლებელი.
მარშრუტის დასაწყისამდე შეგიძლიათ მიხვიდეთ ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებით, ასევე შეგიძლიათ გაყვეთ თბილისი-კიკეთის ავტობუსს და ჩამოხვიდეთ ბეთანიის გადასახვევთან. ხოლო მარშრუტის დასასრულში შეგიძლიათ ისარგებლოთ თბილისი-მანგლისის მიკროავტობუსით, ან ცოტაოდენი მანძილის გავლის შემდეგ კვლავ მიხვიდეთ ბეთანიის გადასახვევთან და დაელოდოთ თბილისი-კიკეთის ავტობუსს.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა