მარშრუტი იწყება სოფ.ჭიორას შესასვლელთან, გაივლის სოფელს და შედის პატარა მდინარე ხოლის ხეობაში. სოფლის გასასვლელთან არის წყარო. წყაროდან ჩრდილო აღმოსავლეთით 500 მეტრში მარშრუტი კვეთს მდინარეს და ფართო სერპანტინით ადის მდ. ხოლის, ჭვეშურისა და ხვარჩულას ხეობების წყალგამყოფ ქედზე. მდინარის გადაკვეთიდან 1600 მეტრში არის გადასახვევი ეკლესიისკენ. მანძილი გადასახვევიდან ეკლესიამდე არის 400-450 მეტრი.ეკლესიის გადსახვევიდან მარშრუტი მიუყვება სერპანტინს და ადის ქედის თხემურ ნაწილზე. ამ ადგილიდან ბილიკი მიდის ჩრდილო აღმოსავლეთის მიმართულებით, ზევიდან გადაუვლის მდ. ხოლის სათავეებს და მიდის მთა ჭიორასთან(სიმაღლე2386.1მ). ჭიორას მთის წვერის მიდამოებიდან იშლება ულამაზესი ხედები ყველა მიმართულებით. მარშრუტი ეშვება მდ. ნოწარულის ხეობაში. მდ. ნოწარულთან მარჯვენა ნაპირზე გვხვდება მწყემსების ქოხი. აქვე არის ორი წყარო: ერთი ჩვეულებრივი მტკნარი , მეორე კი - მინერალური წყლის. არ შეგიძლიათ დაბანაკდეთ.