
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ატენის კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდი ატენის მესამე უბნის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. იგი განვითარებული შუასაუკუნეების, არაწესიერი ფორმის თლილი ქვით ნაშენი დარბაზული ნაგებობაა. ლავგარდნის წყობაში გამოყენებულია აგურიც. გეგმაში სწორკუთხა ნაგებობა აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება. აფსიდში ერთი ვიწრო თაღოვანი სარკმელი და ორი პატარა კვადრატული ნიშია. თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი ტაძრის დანარჩენ კელებშიც. სამხრეთის სარკმელს ეტყობა, რომ მოგვიანებით გაუფართოებიათ და გადაუკეთებიათ. აფსიდის ორივე მხარეს, კედელში, მცირე ზომის აფსიდიანი სამკვეთლო და სადიაკვნეა, რომლებსაც აღმოსავლეთით თითო ვიჭრო სარკმელი აქვს. საკურთხევლის ბაქანი, დარბაზის იატაკთან შედარებით, ორი საფეხურითაა ამაღლებული. იატაკები კვადრატული აგურისაა. ეკლესია გადახურულია შეისრული კამარით. ორქანობა სახურავი კრამიტისაა. აღმოსავლეთ კედლის ფრონტონის თავზე ოთხივე მხარეს თაღებით გახსნილი, პირამიდულსახურავიანი, გეგმაში კვადრატის ფორმის, აგურის სამრეკლოა დაშენებული. ეკლესიას ორი, გარედან სწორკუთხა, შიგნიდან კი - თაღოვანი, შესასვლელი აქვს, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან. დასავლეთის შესასვლელის გვერდებზე და ჩრდილოეთის კედლის აღმოსავლეთ ნაწილში თითო ოთხკუთხა ნიშია. ტაძრის ეზოს სწორკუთხა გალავანი ჰქონია შემოვლებული, რომელიც ფრაგმენტების სახითაა შემორჩენილი.

ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა