ბახმაროს შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ზაფხული

ბახმარო არის მთის კურორტი გურიაში, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის ქმნის უნიკალურ გარემოს. შესაბამისად, აქვს ბუნებრივი სამკურნალო თვისებები. კურორტი წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყეებით. საკურორტო სეზონი მხოლოდ ზაფხულის, სამი თვის განმავლობაში გრძელდება. მიზეზი მაღალი ნალექი და ინფრასტრუქტურის არარსებობაა. კურორტზე არ არის წყალგაყვანილობა და ელექრომომარაგებას ხშირად ხარვეზები აქვს. ზამთარში აქ მოხვედრა რთულია, თუმცა შესაძლებელია ბურანის ქირაობა- ჩოხატაურში და შედარებით ხელმისაწვდომია. კურორტზე ზამთრის განმავლობაში შესაძლებელია თოვლის მანქანის ქირაობაც, რომელიც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ზამთარში ტემპერატურა საშუალოდ -5C-ია, ზაფხულიც ზომიერად გრილია, საშუალო ტემპერატურა -14C. ბახმარო ჩოხატაურიდან დაშორებულია 52კმ-ით, თბილისიდან 340კმ-ით. გზის საფარი არის ასფალტიანი და შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის მანქანით მისვლა. სიმაღლე ზღვის დონიდან 2050 მ. კურორტზე ტიპური ხის სააგარაკო სახლები დგას, რომელთა ქირაობაც შესაძლებელია. წყალგაყვანილობა არ არის, ამიტომ წყლის მოტანა წყაროდან მოგიწევთ. კურორტზე ფუნქციონირებს ერთი სასტუმრო „ბახმარო“, სადაც ფასები, რაღა თქმა უნდა, კოტეჯებთან შედარებით მაღალია. ადგილზე არის რამდენიმე მაღაზია, აგრეთვე, პატარა ბაზარი ხილ-ბოსტნეულის შესაძენად, რამდენიმე კაფე, და მცირე გასართობი პარკი პატარებისთვის. ბახმაროში დამსვენებლებს ასეთი ტრადიცია აქვთ: საღამოობით იკრიბებიან ერთად,ანთებენ კოცონს და სასიამოვნოდ ატარებენ საღამოს.

ბახმაროში არის მთა გადრეკილი, დამსვენებლებში მთა ცნობილია "მზის ამოსვლის გორის" სახელწოდებით. მთა გადრეკილი ბახმაროდან რამდენიმე კმ-შია, საღამოობით მიდიან დამსვენებლები კარვებით და მზის ამოსვლას ხვდებიან მთაზე, სადაც მართლაც საოცარი სანახაობაა, ღრუბლების ზღვაში როგორ ამოდის მზე. არანაკლებ სილამაზეა აქ მზის ჩასვლის ყურებაც, სასიამოვნო სიო და ჩამავალი მზის სხივების ციმციმი....

ბახმარო მხოლოდ ზაფხულის კურორტი როდი გახლავთ, აქ გაზაფხულზეც შეგიძლიათ გაატაროთ სასიამოვნო დრო, სოფელში მწყემსები ამოდიან და საქონელი ამოჰყავთ. უმეტეს წილად აჭარიდან და ამზადებენ სხვადასხვა რძის პროდუქტებს. მათ შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს „კაიმაღი“, რომელიც თუ ერთხელ დააგემოვნეთ, მის მირთმევაზე უარს ვეღარ იტყვით. კაიმაღი რძისგან გამოცალკევებული ნაღებია და არის ძალიან მსუყე. ბახმაროსთან ასოცირდება ასევე „ნაძვის კევი“, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ ადგილობრივ მაღაზიაში ან თქვენით მოიპოვოთ ტყეში. დამსვენებლებს შეუძლიათ ასევე ცხენით ჯირითი, ცხელი დღის განმავლობაში მდინარეში გაგრილება.

ადგილზე ამზადებენ ასევე ხის სათამაშოებს პატარებისთვის, სამზარეულოს ხის კოვზებს, დაფებს და სხვადასხვა ხის ნივთებს.


ბახმარო ნისლებისა და ღრუბლების სამეფოა, ამ სილამაზის აღბეჭდვა სრულად ფოტოზე შეუძლებელია, ამიტომ ეს ყველაფერი თქვენი თვალით უნდა ნახოთ.

მდებარეობა
41.851684, 42.329062
მანძილი დედაქალაქიდან
340 კმ
იხილეთ ასევე

იხილეთ ასევე

ჭინჭაოს ტბა კრატერული წარმოშობის ტბაა, რომელიც მდებარეობს გურიაში, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე.ტბა სიდიდით არ გამოირჩევა, თუმცა ძალიან ლამაზია და ასეთ ს...

გომისმთა წარმოადგენს საზაფხულო მაღალმთიან კურორტს გურიაში, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის და აქვს ბუნებრივი სამკურნალო თვისებები. სიმაღლ...

საქართველოს რეგიონებში გურია ყველაზე პატარაა. მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება იმერეთი, დასავლეთიდან - შავი ზღვა, ს...

მარშრუტი იწყება აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიიდან (ზღ. დონიდან 1500 მ). ობსერვატორიის ტერიტორიიდან გასვლისთანავე ვდგებით სამანქანო გრუნტის გზაზ...

სად მდებარეობს კურორტი გოდერძი?სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მაღალმთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე, ზღვის...

ოზურგეთი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მდინარეების ნატანებისა და სუფსის ხეობებში, ზღვის დონიდან 50 მეტრზე. იგი წარმოადგენს გურიის, როგო...

მდებარეობს მდინარე წაბლარისწყლის ხეობაში. 800 მეტი ზ.დ. მანძილი თბილისიდან 245 კმ. ბაღდათიდან 23 კმ. ქუთაისიდან 50 კმ. ერისთავების კუთვნილ ტყეებში, ირ...

სამცხე ჯავახეთის რეგიონი არის ნაწილი დღევანდელი ძველი მესხეთის და მოიცავს სამ ისტორიულ პროვინციას- სამცხეს, ჯავახეთსა და თორს. რეგიონს აქვს გამორჩეული...

შუა საუკუნეებში იყო ეგრისის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი (ბერძნულ წყაროებში როდოპოლისი, ქართულ წყაროებში ვარციხე, ვარდციხე). პირველად მოიხსენ...

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი, მდებარეობს მდინარე ხანისწყალზე, ქუთაის-ბაღდათ-ბენარის საავტომობილო გზაზე. ბაღდათში არის თეატრი, ვლადი...

მდებარეობს ბაღდათის მუნიც-ში, ბაღდათიდან 10 კმ დაშორებით, მდ. ხანისწყლის მარცხენა ნაპირზე. სოფელი როკითი იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი...

მდებარეობს ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში  კოლხეთის დაბლობზე. აჯამეთის, ვარციხისა და სვირის უბნებისგან შედგება. მანძილი თბილისიდან 220...

მახუნცეთის ჩანჩქერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჩანჩქერია საქართველოში. მდებარეობს აჭარაში, სოფელ მახუნცეთში. ჩანჩქერზე მისვლა შესაძლებელია მანქა...

კითხვები და პასუხები

Анна Рубинина
Анна Рубинина

Мы с друзьями (6 человек взрослые) хотели бы поехать в Бахмаро на два-три дня в середине мая 2019 года. Наверное с 20-23 мая.
Можно ли арендовать там недорогое жилье? Я пока ничего не могу найти в интернете.

Levan Gobechia
Levan Gobechia

Здравствуйте Анна, в Facebook-е есть группа, где вы можете найти место для проживания в Бахмаро. Если хотите, можете присоединитесь к группе и там напишите ваши даты и я уверен что местные предложат вам что ни
Ссылка: https://www.facebook.com/groups/baxmaro/

Levan Gobechia
Levan Gobechia

при этом, насколько я знаю в Бахмаро есть одна гостиница, но оно не очень-то дешевая и забронировать там номер не легко.

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასეთ ადგილი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!