
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ჩოხატაური გურიის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. სახელწოდება საგვარეულო სახელიდან (ჩახატარაშვილი, ჩხატარაშვილი) არის ნაწარმოები. ეს რაიონი ხშირად ყოფილა სისხლისღვრისა თუ ავბედითობის მოწმე. იმერეთის აჯანყების დროს, 1820 წლის აპრილიდან აგვისტომდე, ჩახატაური რუსეთის იმპერიის ჯარებსა და აჯანყებულ გურულებს შორის ბრძოლების ერთ-ერთ პოლიგონს წარმოადგენდა. დღესდღეობით ჩოხატაურში ფუნქციონირებს: 4 მუზეუმი, კულტურის ცენტრი, ხელოვნების გალერეა, ჩოხატაურის სახალხო თეატრი და 33 ბიბლიოთეკა. რაიონში წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა (მეხილეობა, მარცვლეულის მეურნეობა, მევენახეობა, მეჩაიეობა, მეცხოველეობა). მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მინერალური წყლის - „ნაბეღლავის“ ჩამოსასხმელ ქარხანას. გარდა მინერალური წყლისა, მუნიციპალიტეტის მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა: მინერალური საღებავები, პირიტი, საშენი ქვები, სააგურე და საკერამიკე მიწა. დიდი პოპულარობისთ სარგებლობს სამთო-კლიმატური კურორტები ბახმარო და ნაბეღლავი. ნაძვების სურნელსა და ნისლებში გახვეული ბახმარო, ჯაჯის ტბა, ამწვანებული თუ შემოდგომისფერი ტყეები, კულტურული ძეგლები და ეს ყველაფერი კი გურულების ენამოსწრებული იუმორით შეზავებული, ვფიქრობ, ნამდვილად არის მიზეზი, რომ ჩოხატაურსა და ზოგადად გურიას ერთხელ მაინც ესტუმროთ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოში, გურიის მხარეში მდებარეობს. მისი ადმინისტრაციული ცენტრია დაბა ჩოხატაური. ჩოხატაურს ჩრდილოეთით
სამტრედიისა და ვანის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება, აღმოსავლეთით — ვანის, სამხრეთით
— ხულოსა და ადიგენის, დასავლეთით კი — ოზურგეთისა და ლანჩხუთის. მუნიციპალიტეტი შედგება
2 დაბისა და 60 სოფლისგან. რაიონის უმეტესი ნაწილი მთაგორიანია, ტერიტორიის 60% ზეგნებსა
და მთებს უჭირავს. ჩოხატაურის უმაღლესი ადგილი მწვერვალი მეფისწყაროა (ზღვის დონიდან
2850 მეტრი). მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა სუფსა. რაიონის დიდი ნაწილი ტყიანია.
მთის კალთებზე ვხვდებით: წიფელს, მუხას, წაბლს,
სოჭს, ჭადარს, რცხილასა და თხემლას, 1500-1600 მეტრის ზევით კი ნაძვისა და სოჭის ტყეები
ჭარბობს. ჩოხატაურის ტყეები მდიდარია ფაუნის მრავალფეროვნებით, აქ ბინადრობენ: შველი, არჩვი, გარეული ღორი, კურდღელი, მგელი, დათვი,
მელა, მაჩვი და სხვა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სუბტროპიკული ჰავაა. ბარში, 500-600 მეტრამდე, ზღვის სუბტროპიკული
ჰავაა, მთებში კი - ნოტიო. საშუალო წლიური ტემპერატურა ბარში 12°C-ა, მაღალ მთაში კი
0-4°C. თოვლი მთაში დაახლოებით 5-6 თვე არ დნება.
ჩოხატაური გამოირჩევა სილამაზით, განსაკუთრებით გაზაფხულზე, როცა სრულიად სიმწვანეშია ჩაფლული და გარშემო აკაციის ყვავილის სურნელი ტრიალებს. ვინც ბახმაროს წვევია და „მზის ჩასავალი გორიდან“ მინავლული სხივებით ავარდისფერებული ღრუბლების ზღვისთვის გადაუხედავს, ანდაც პირველ სხივებს შეხვედრია „მზის ამოსავალ გორზე“, ეს სანახაობა ნამდვილად არასოდეს დაავიწყდება. ბახმაროში მიმავალი კი აუცილებლად უნდა გაჩერდეთ ნაბეღლავში და მინერალური წყალი დააგემოვნოთ, ეს ბახმაროსკენ მიავალი დამსვენებლებისა თუ მოგზაურებისთვის ერთგვარი ტრადიციაა. ჩოხატაური ტბებისა და ჩანჩქერების სიმრავლით არ გამოირჩევა, თუმცა ალპურ მდელოებსა და მოლურჯო მთებს შორის მოქცეული ჯაჯის ტბა, თვალუწვდენელი ხედებით, ერთ-ერთი შესანიშნავი ადგილია ხეტიალის მოყვარულთათვის. ბუნების სილამაზესთან ერთად, რაიონში უძველესი და საინტერესო კულტურულ-ისტორიული ძეგლების მონახულებასაც შეძლებთ: ეკლესია-მონასტრები, ციხე-სიმაგრეთა ნანგრევები, ერისთავთა რეზიდენცია და სხვა. განსაკუთრებით ცნობილია XIII-IX საუკუნეების ერკეთის მთავარანგელოზის ეკლესია და ნახევრად კლდეში გამოკვეთილი უდაბნოს მამათა მონასტერი. ჩოხატაურში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მუზეუმში დაცული არქეოლოგიური მასალა მოიცავს პერიოდს ძვ.წ. VI-V საუკუნეებიდან განვითარებულ შუასაუკუნეებამდე (სამუშაო იარაღები, ჭურჭელი, სხვადასხვა ინვენტარი, ნუმიზმატური ნიმუშები, საბრძოლო იარაღი და ა.შ.).
ყველა ადგილის სანახავდ დააჭირეთ აქ
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში



შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!



















გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა