ბერიეთის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

სოფელ კაკასხიდიდან აღმოსავლეთით 2 კმ–ის დაშორებით ხვალასკურის მთის მიდამოებში. გადმოცემის თანახმად, სოფელი ბერიეთი მესხეთიდან გადმოსახლებულ ბერიძეებს დაუსახლებიათ. სავარაუდოთ გადმოსახლება მოხდებოდა 1579 წლის შემდგომ პერიოდში, მას შემდეგ რაც ახალციხის საფაშო დაარსდა და მართმადიდებელი ქრისტიანი ქართველებისათვის მესხეთში ცხოვრება შეუძლებელი გახდა. სოფლის სახელწოდება იქ დასახლებული გვარის "ბერიძეებით" არის განპირობებული. სავარაუდოთ XVII-XVIII სს–ში სოფელი ბერიეთი ზეკრის ხეობისკენ მიმავალი გზის ერთ–ერთი პუნქტი იყო. ის საკმაოდ დიდი და ჩამოყალიბებული სოფელ იქნებოდა, რაც ჩანს დღევანდელი ნანგრევებით, რომლების თითქმის მიწასთან არის გასწორებული. ნასოფლარში არის დარბაზული ტიპის მცირე ზომის ეკლესიის ნანგრევი, რომელიც მეტ-ნაკლებად შემონახულია. ძირითადად ნანგრევის სახით. ეკლესიის კარის თაღზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა დაქარაგმებული ხუცური წარწერით: ,,ჯვარი დიდებისაი". 2 აგვისტოს ბერიეთის ნაეკლესიარიზე აღინიშნება ბერიეთობა, მომლოცველები მიმდებარე სოფლებიდან და სხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოდიან, იმართება ტრადიციული დღესასწაული, რომელიც წმინდა ელიას ხსენების დღეს ემთხვევა.

Screenshot from 2018-11-16 14-26
გიორგი დვალაშვილი
იხილეთ ასევე

იხილეთ ასევე

მდებარეობს მდინარე წაბლარისწყლის ხეობაში. 800 მეტი ზ.დ. მანძილი თბილისიდან 245 კმ. ბაღდათიდან 23 კმ. ქუთაისიდან 50 კმ. ერისთავების კუთვნილ ტყეებში, ირ...

დიმის ციხე ანუ „ციხის ყელი“ მდებარეობს ზემო დიმში, სოფლის აღმოსავლეთ განაპირას, მაღალ მთაზე. შემორჩენილია ნანგრევები. წყობა მეტწილად ჰორიზონტალურია. ა...

მესხეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე, სუბალპურ და ალპურ ზონაში, არაერთი ვულკანური წარმოშობის ქვასვეტია აღმართული, რომლებიც დენუდაციური შთენილების სახით არი...

სოფელ კაკასხიდის სამხრეთით, მდინარე ხანისწყლის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 600 მეტრზე. მდინარე ხანისწყალზე დღემდე ფუნქციონირებს, საფრანგეთში XIX სა...

სოფელ ხანის სამხრეთ-აღმოსავლეთით 4 კმ-ში, მდინარე ხანისწყლის ხეობაში მდებარეობს ყველაზე წყალუხვი და მაღალი ჩანჩქერი ბაღდათის მუნიციპალიტეტში. ჩანჩქერი...

მდებარეობს მდინარე წაბლარისწყლის ხეობაში. 380 მეტი ზ.დ. მისასვლელი გზა: მანძილი თბილისიდან 233 კმ. ბაღდათიდან 13 კმ. ქუთაისიდან 38 კმ. წყალთაშუას სახე...

მდინარე ხანისწყლის ხეობაში, სოფელ ხანის სამხრეთ-აღმოსავლეთით 4 კმ-ზე, მდინარე ხანისწყლის მარცხენა მხარეს, ჩანჩქერის სამხრეთით რამდენიმე ათეული მეტრის ...

მდებარეობს ბაღდათის მუნიც-ში, ბაღდათიდან 10 კმ დაშორებით, მდ. ხანისწყლის მარცხენა ნაპირზე. სოფელი როკითი იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი...

შუა საუკუნეებში იყო ეგრისის სამეფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი (ბერძნულ წყაროებში როდოპოლისი, ქართულ წყაროებში ვარციხე, ვარდციხე). პირველად მოიხსენ...

მდებარეობს ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში  კოლხეთის დაბლობზე. აჯამეთის, ვარციხისა და სვირის უბნებისგან შედგება. მანძილი თბილისიდან 220...

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასეთ ადგილი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!