
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
ჩაჟაშის მაცხოვრის ეკლესია სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში,
უშგულის თემის სოფელ ჩაჟაშში მდებარეობს. იგი X საუკუნით თარიღდება. ფიქლით ნაგებ დარბაზულ ნაგებობას
გალავანი და უფრო გვიანი პერიოდის ფიქალისვე მინაშენი აქვს. ეკლესიის დარბაზი გეგმაში
კვადრატს უახლოვდება და ნახევარწრიული, მოზრდილკონქიანი აფსიდით
სრულდება,
რომლის
ცენტრში
ერთი
დიდი
სარკმელია
გაჭრილი,
ფართო,
ღრმა
წირთხლებით.
მეორე სარკმელი დასავლეთ კედელშია. აფსიდის კედლის
სამხრეთ
და
ჩრდილოეთ
კიდეებში
მომცრო,
ღრმა,
სწორკუთხა
ნიშებია. აფსიდი სამი საფეხურითაა ამაღლებული და დარბაზისგან
მაღალი,
სამთაღოვანი
ქვის
კანკელითაა
გამიჯნული. შიგნით
მაღალი,
მასიური,
ქვის
ტრაპეზია,
რომლის
წინა
პირი
მსხვილი
ორნამენტული
მოტივებითაა
მოხატული. დარბაზის
შიდა
სივრცე
საკმაოდ
ძუნწადაა
დანაწევრებული
– ორსაფეხუროვანი,
არც
ისე
განიერი,
საბჯენი
თაღი
კამარას
ორ,
უთანაბრო
ნაწილად
ჰყოფს
და
კაპიტელების
გარეშე,
პირდაპირ
ორსაფეხურიანვე პილასტრებში
გადადის. გრძივ
კედლებზე
კედლის
თაღები
გადაყვანილი
არ
არის.
პილასტრები
პირდაპირ,
ბაზისების
გარეშე,
გრძივი
კედლების
ძირში
მოწყობილ
თითო,
მაღალ
ჩამოსაჯდომ
საფეხურს
ეყრდნობა. დასავლეთის კედელში მინაშენში გასასვლელი კარია, რომელიც დარბაზის მხრიდან
თაღოვანია, მინაშენის მხრიდან კი - სწორკუთხა. დასავლეთ
კედლის
ზედა
ნაწილს
ვიწრო,
ერთსაფეხუროვანი,
შეკიდული
თაღი
შემოუყვება,
კონსოლების
გარეშე. ტაძრის ინტერიერი XVII საუკუნეშია
მოხატული. მოხატულობა შემორჩენილია მინაშენშიც, დარბაზში
შესასვლელი
კარის
ორივე მხარეს. ეკლესია შებათქაშებული ყოფილა, თუმცა ამჟამად
შებათქაშება
დასავლეთ
და
ჩრდილოეთ
ფასადებზეა
შერჩენილი.
ჩრდილოეთ
ფასადის
ზედა
ნაწილში ინტერიერის
მოხატულობის
თანადროული
ფრესკის
ფრაგმენტებია
შემორჩენილი.
სამხრეთ
ფასადი
წყობის
მსუბუქი
შეღრმავებით
მიღებული,
ორი
მაღალი,ოდნავ
ბოლოებგაფართოებული თაღითაა
დეკორირებული. ეკლესიას შემორჩენილი
აქვს
ძველი,
მასიური
ხის
კარი,
ორივე
მხრიდან
ლითონის
სადა
მოჭედილობით. ტაძარში დაცულია XI საუკუნის, დაფერილი ვერცხლის ხატი, მაცხოვრის წელსზევითი გამოსახულებით, რომლის
XIII საუკუნის
ჭედურ
ჩარჩოზე
ხადუმ
სატარვანშელის
სავედრებელი,
რელიეფური
ასომთავრული
წარწერაა.



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა