
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
სოფელი ხალდე მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის მუნიციპალიტეტში, კალას თემში, ჩხუტნერის ქედის სამხრეთით, ხალდეჭალის ხეობაში, ზღვის დონიდან 1900 მ.
ხალდეში მოსახვედრად საჭიროა მესტიაში ჩასვლა, საკუთარი ავტომობილით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მესტიაში ასევე სრულდება ავიარეისები მესტია-ქუთაისის და მესტია-თბილისის მიმართულებით. მესტიიდან სოფელ ხალდემდე მანძილი 40 კილომეტრია, გზის დასაფარად საჭიროა მაღალი გამავლობის ავტომობილი. მესტიის ცენტრში შესაძლებელია ტაქსის დაქირავება.
ხალდე საკმაოდ პატარა, მაღალმთიანი სოფელია, აქ ინფრასტრუქტურა კარგად განვითარებული არ არის, თუმცა ფუნქციონირებს საოჯახო სასტუმრო და რესტორანი, სადაც სურვილისამებრ შეძლებთ ღამისთევას ან ადგიობრივი კერძების დაგემოვნებას.
სოფელს ხშირად სტუმრობს ადგილობრივი თუ უცხოელი ვიზიტორები. ძირითადად ეწყობა ლაშქრობა ხალდეს მყინვარზე, რომელიც სოფლიდან 6 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ასევე შესაძლებელია ხალდე-უშგულის მარშრუტის გავლა.
ხალდე მოთავე იყო აჯანყებისა მეფის რუსეთის წინააღმდეგ. სოფლის მოსახლეობამ ბოლომდე იბრძოლა აჯანყების დროს, რის გამოც, სოფელი თავის კოშკებიანად პირწმინდად გაანადგურეს. მას შემდეგ ხალდე დაცარიელდა, რუსეთის მთავრობამ აკრძალა ხალდეში დასახლება და მას „ახალი იფრარი“ დაარქვა. ხალდეს გმირებს სვანები დღესაც დიდი პატივით მოიხსენიებენ, მათზე შექმნილია შესანიშნავი სიმღერა - ფერხული „გაულ-გავხე“.



გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა