
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქუჩა ტურისტებისთვის და ძველ თბილისში ხეტიალის მოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქუჩაა. იგი კალას უბანში მდებარეობს და თავისუფლების მოედნიდან ვახტანგ გორგასლის მოედნამდე გრძელდება. ლესელიძეზე შეძლებთ დაათვალიეროთ XIX და XX საუკუნის არქიტექტურა, ნორაშენის ღვთისმშობლის და ჯვარის მამის ეკლესიები, სინაგოგა. აქ მდებარეობს აგრეთვე მინერალების მუზეუმი, სადაც ამეთვისტოს, მთის ბროლს, აქატს, გაქვავებულ ნიჟარებს და სხვა მრავალ ულამაზეს ექსპონატს ნახავთ. ამ ქუჩაზე ქართული ტრადიციული ტკბილეულის დაგემოვნებასაც შეძლებთ (ჩურჩხელა, ტყლაპი) და მრავალფეროვანი სამახსოვრო სუვენირების შძენასაც. კოტე აფზაზის ქუჩას თბილისის სხვა უძველესი ქუჩები უკავშირდება და შესანიშნავი ადგილია თუკი თბილისის ძველ უბნებში სეირნობა გაქვთ გადაწყვეტილი. აქ მრავალ სხვადასხვა ტიპის მაღაზიას, კაფე-ბარსა და რესტორანს იპოვნით, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ვინტაჟური ბარები მყუდრო გარემოთი და სასიამოვნო მუსიკით.
კოტე აფხაზის ქუჩა შუასაუკუნეებში წარმოიქმნა და მას შუა ბაზარი ეწოდებოდა. მას ეს სახელი იმიტომ დაერქვა, რომ ორ უბანს – ზემო და ქვემო უბანს შუა მდებარეობდა. აქ ოფიციალური ბაზარი არ იყო, თუმცა მუდამ ხალხით იყო გადაჭედილი და ვაჭრობის არაოფიციალური ცენტრი გახლდათ. 1841 წელს შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში იგი შეტანილია როგორც სომხის ქუჩა და პავლე ციციანოვის ქუჩა, თბილისის 1867 წლის გეგმაზე კი დატანილია როგორც პავლე ციციანოვის ქუჩა, 1876 და შემდგომი წლების გეგმებზე - როგორც სომხის ბაზარი. 1938 წელს სილიბისტრო თოდრიას სახელი დაერქვა, 1944 წელს - კონსტანტინე ლესელიძის, 2006 კი კოტე აფხაზის სახელი ეწოდა. ისტორიულად ეს უძველესი საქარავნო გზის მონაკვეთი იყო, რომელიც კოჯრის კართან იწყებოდა, დღევანდელი კოტე აფხაზის ქუჩის ხაზს გასდევდა და ქალაქის ცენტრს აბანოთუბანთან აკავშირებდა. შემდგომში ის თანდათან ქალაქის ძირძველი ნაწილის - კალის სავაჭრო ცენტრად იქცა. ქუჩის ორივე მხარეს მჭიდროდ იყო განლაგებული სავაჭრო დუქნები, სახელოსნოები და საკულტო ნაგებობები და ფაქტობრივად, ქალაქის სავაჭრო-სახელოსნო ცენტრს, თავისებურ ბირჟას წარმოადგენდა. კოტე აფხაზის ქუჩას რამდენჯერმე ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, რის შედეგადაც ის მნიშვნელოვან სატრანსპორტო მაგისტრალად გადაიქცა, რომელიც ქალაქის ცენტრს მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილთან აერთებს. ეს ქუჩა დღემდე რჩება კულტურულ-სავაჭრო ცენტრად.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა