
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
საბადურის ტყე მცხეთა-მთიანეთის მხარეში, მცხეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს და შედის თბილისის ეროვნული პარკის შემადგენლობაში. თბილისის ეროვნული პარკი პირველი ეროვნული პარკია საქართველოში. იგი 1973 წელს შეიქმნა და კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთების საგურამო-იალნოს ქედებსა და მათ განშტოებათა ფერდებზე ზღ.დ-დან 600-1,700 მ-ის სიმაღლეზე მდებარეობს. საბადურის ტყეში მოწყობილია ტურისტული ინფრასტრუქტურა, საპიკნიკე, საკარვე და ცეცხლის დასანთები ადგილები. ასევე, განთავსებულია საინფორმაციო დაფები.
საბადურის ტყე წლის ყველა სეზონზე ძალიან ლამაზია, თუმცა ზამთარში და შემოდგომაზე განსაკუთრებით ჯადოსნურია. აალებული ტყე, ფერების კორიანტელი, ხმელი, მსუბუქად აშრიალებული ფოთლების სუნი და ხეტიალი ფოთოლცვენაში - რა შეიძლება იყოს უფრო აღმაფრთოვანებელი შემოდგომის მზით გაჯერებულ დღეს, როცა ქალაქის მტვერსა და აურზაურს გაურბიხარ. სწორედ ასეთია საბადურის ტყე შემოდგომაზე. აქაურობა ზამთარშიც საოცრებათა სამყაროს გავს. თოვლით დაბურული ტყე ზამთრის ყინულოვანი ბრწყინვალებით ზღაპრის გმირად გაგრძნობინებს თავს. სიჩუმე, თოვლის შრაშუნი ფეხქვეშ, ყინულის კრისტალებზე არეკლილი მზის სხივები და მომნუსხველი პეიზაჟები შთაბეჭდილებებითა და ემოციებით აგავსებთ. ზამთრის საბადურის ტყე, ეს არის ზღაპრული მოგზაურობა ბავშვობის ოცნებებსა და ფანტაზიებში.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვაგამარჯობა, როგორია გზა საბადურის ტყემდე, ხომ არაა გზაზე სარემონტო სამუშაოები და რომელი გზით ჯობს წასვლა? მადლობა
გამარჯობა, დაუკავშირდით საგზაო დეპარტამენტს ნომერზე 032 2 31 30 76.
Gamardjoba! Can I go to Sabaduri Forest with dog?
რაიმე მარშუტკას შეგვიძლია წავყვეთ თბილისიდან?
გამარჯობათ, მაინტერესებს რა საჭმელი სოკოებია საბადურის ტყეში და როგორია მათი სეზონურობა. თუ მომაწვდით ვინმე კომპეტენტური პირის საკონტაქტო მონაცემებს, ძალიან დამეხმარებით. მადლობა წინასწარ
სალამი, სამწუხაროდ არ ვფლობთ ინფორმაციას თუ რა სოკოებია საბადურის ტყეში.
მაინც მადლობა ყურადღებისათვის
გამარჯობა მაინტერესებს არის თუ არა თოვლი საბადურის ტყეში??
სალამი, რამოდენიმე დღის წინ იყო თოვლი. თუმცა ახლა რა მდგომარეობაა არ ვიცით. მოლაშქრეთა ფედერაციაში იკითხეთ, შესაძლოა ვინმე იყო გუშინ და გეტყვიან.
ახალ წელს ვიყავით და ძალიან კარგად თოვს
გამარჯობათ თუ იცით ვინმემ ეხლა თოვლი არის საბარუდის ტყეში ?
სალამი, რამოდენიმე დღის წინ იყო თოვლი. თუმცა ახლა რა მდგომარეობაა არ ვიცით. მოლაშქრეთა ფედერაციაში იკითხეთ და შესაძლოა ვინმე იყო გუშინ და გეტყვიან.
მადლობა
არაფერს
გამარჯობა. თბილისიდან რამდენ კილომეტრშია?ლაშქრობისთვის რამდენად რეალურია ფეხით წასვლა.
გამარჯობა. გლდანიდან არის 25 კმ. სალაშქროდ წასვლა თბილისიდან არ ღირს, რადგან რაიმე მოკლე ბილიკი არ მიდის, ყველაზე მოკლე ვარიანტია რომ სამანქანო გზას გაყვეთ რაც სასიამოვნო ნამდვილად არ არის. საგურამოდან შეიძლება ფეხით ასვლა. საგურამოს შემდეგ არის სოფელი გალავანი და იქედან ადის საფეხმავლო ბილიკები საბადურში. სოფელ გალავანიდან 9 კილომეტრია ერთი გზა.
მაინტერესებს, საბადურის ტყეში არის თუ არა ნებისმიერი ცხოველი ან ფრინველი (გარეული)? ან თუ არის რომელია ისინი???
სალამი. დიახ საბადურის ტყეში არის გარეული ცხოველები და ფრინველები. მელიები, ტურები და ა.შ. ასევე საბადურის ტყისკენ მიმავალ გზაზე ძალიან ბევრი ძაღლია.
და ფრინველებიდან ბუ არის?
სალამი, შესაძლოა ბუც იყოს ტყეში. თუმცა დაზუსტებით ვერ გეტყვით.
მოგესალმებით ხვალ ვაპირებთ დათვარიელებას საბადურის ტყიის და მაინტერესებს არის თუბარა თოვლი ახლა მადლობა ყურადგებისთვის
მოგესალმებით, რამოდენიმე დღის წინ იყო თოვლი. თუმცა ახლა თოვლი იქნება ძალიან ცოტა. ზოგ ადგილას შესაძლოა საერთოდ არ იყოს.
გამარჯობათ ვაპირებ ოჯახთან ერთად საბადურის ტყის მონახულებას და ცეცხლის დანთება რა ადგილებშია შესაძლებელი რო ვიმწვადაო 😁 რამე რუკა არის სადაც მონიშნულია ადგილები?
გამარჯობა ნიკა ამ სეზონზე თოვლით არის დაფარული ტყე და მწვადაობით ვერ ისიამოვნებთ. ამასთან ერთად საბადურის ტყე შედის ეროვნული პარკის შემადგენლობაში და სპეციალურად შერჩეული ადგილების გარდა აკრძალულია ცეცხლის დანთება. სამწუხაროდ არ გვაქვს ინფორმაცია სპეციალურად ცეცხლის დასანთებად შერჩეული ადიგლების შესახებ.
gamarjoba,mainteresebs am adgilas tu sheidzleba movawyot xelis moweris ceremoniali da adgilis ijara ramdenia gadasaxdeli?
ცაცხვი არის საბადურის ტყეში?
საბადურის ტყეში ძირითადად შეხვდებით მუხის, წიფლის, რცხილის, იფნის, ჯაგრცხილისა და პანტის ტყის ეკოსისტემებს. კავკასიური ცაცხვი გავრცელებულია საქართველოს თითქმის ყველა ფოთლოვან ტყეებში, უმეტესად ზღვის დონიდან 1000 მეტრის ზევით.
საბადურის ტყეში მასიურად არ არის ცაცხვი გავრცელებული, თუმცა რამდენიმე ძირს მაინც შეხვდებით.