თბილისის ეროვნული პარკი

თბილისის ეროვნული პარკი

ეროვნული პარკი

თბილისის ეროვნული პარკის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ყველა სეზონი

თბილისის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი აღმოსავლეთ საქართველოში. მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარისა და ნაწილობრივ თბილისისა და ქვემო ქართლის მხარის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 600 - 1700 მეტრ სიმაღლეზე. პარკი უშუალოდ აკრავს ქალაქ თბილისს.

თბილისის ეროვნული პარკის  ბუნებრივი ბილიკებზე მნახველს შეუძლია  დაათვალიეროს  ეროვნული პარკის მრავალფეროვანი ლანდშაფტები, გაეცნოს ღირსშესანიშნავ ადგილებს, მოაწყოს პიკნიკები, შეარჩიოს მისთვის სასურველი მარშრუტები: საცხენოსნო, საფეხმავლო თუ სამანქანო. პარკის ტერიტორიაზე მოწყობილია საბანაკე ადგილები ღამისთევისთვის.

თბილისის ეროვნული პარკი ვიზიტორებს სთავაზობს სხვადასხვა სირთულისა და სახეობის მარშრუტს. მათ შორის: სამი (მარტივი, საშუალო და რთული სირთულის)  ველო მარშრუტი, ერთი საფეხმავლო და საცხენოსნო საშუალო სირთულის ბილიკი (ზედაზენი-დიდველი-მამკოდა), რომელიც მარკირებულია და მოწყობილია 2 საპიკნიკე, 2 საკარვე და ცეცხლის დასანთები ადგილებით, ბილიკზე შესაძლებელი კარვებში ღამისთევაც.

ბილიკი მიუყვება საგურამოს ქედს, აქ გვხვდება მრავალფეროვანი ხედები და განსხვავებული მცენარეული საფარი, სოფელ ვეჯინის ნასახლარები,VII-VIIIს-ის ზედაზნის მოქმედი ტაძარი, ასევე კარგად მოსჩანს ჯვრის მონასტერიც, დიდველის მთიდან შესაძლებელია ვიხილოთ თბილისის პანორამული ხედი, მტკვრის და არაგვის ხეობები. ასევე საბადურის წიფლნარ ტყეში მოწყობილია საპიკნიკე ადგილები, შესაბამისი საკარვე, საცეცხლე ადგილებით და სველი წერტილებით.      

პარკის ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ მრავლადაა ისტორიულ-კულტურული ძეგლები: უძველესი ციხე-კოშკები, ტაძრები, ნაქალაქარი და ნასოფლარი ადგილები. ტურისტულად მნიშვნელოვანია მცხეთა სვეტიცხოვლით და დედათა მონასტრით,  ჯვრის მონასტერი,  ზედაზნის მონასტერი (ზედაზნის მთის ტყიში მრავალი ისტორიულ - კულტურული ძეგლებია, მათ შორის აღსანიშნავია: ქასურის საყდარი, აგურის საყდარი, დარბაზევი და სხვ), ღვთაების მონასტერი, ნორიოს ციხე და ასევე ისტორიულად ცნობილი მარტყოფის ველი.

თბილისის ეროვნული პარკი მდიდარია ფაუნის წარმომადგენლებით, მათ შორისაა ისეთი იშვიათი სახეობები, როგორებიცაა: კავკასიური კეთილშობილი ირემი და ფოცხვერი.

მანძილი დედაქალაქიდან
25 კმ
რეკომენდებული დრო
1 დღე

იხილეთ ასევე

ველობილიკი იწყება მამკოდასთან ახლოს, თბილისის ეროვნულ პარკში და მიუყვება გრუნტიან სამანქანო გზას მამკოდის მამათა მონასტრის მიმართულებით. მარშრუტის პირ...

იხილეთ ასევე
review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე თბილისის ეროვნული პარკი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!