
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

დაამატეთ თქვენი რესტორანი Georgian Travel Guide-ზე — მიიღეთ ონლაინ ჯავშნები წინასწარი გადახდით და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება 100 000-ზე მეტ მოგზაურს.

დაამატეთ თქვენი ავტომობილი Georgian Travel Guide-ზე და გახდით ხილული ყოველთვიურად 100 000-ზე მეტი მოგზაურისთვის.

ხარ გიდი? დაამატე შენი პროფილი Georgian Travel Guide-ზე და დაუკავშირდი მოგზაურებს პირდაპირ — შუამავალი კომპანიებისა და საკომისიოს გარეშე.

იცნობთ ადგილს, რომელიც რუკაზე ჯერ არავის დაუტანია? დაამატეთ ის Georgian Travel Guide-ზე უფასოდ და გააცანით ათასობით მოგზაურს. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო

განათავსეთ თქვენი ტურები და აქტივობები Georgian Travel Guide-ზე და გააცანით ისინი ყოველთვიურად 100 000-ზე მეტ მოგზაურს, რომლებიც სწორედ ახლა გეგმავენ მოგზაურობას საქართველოში.
სახელმწიფო ცერემონიების სასახლე (ავლაბრის რეზიდენცია) ძველ თბილისში, ავლაბარში, მალხაზ აბდუშელაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. სასახლე 2004-2009 წლებში აშენდა. კომპლექსი დაახლოებით 22000 მ² ფართობის მქონე ტერიტორიას მოიცავს, აქედან 1500 მ² უშუალოდ საპრეზიდენტო სასახლეს უჭირავს. სასახლის კომპოზიცია კლასიკურია - სამ-პორტიკიანი ჰორიზონტალური შენობა, ცენტრში გუმბათით სრულდება. სასახლე ოთხსართულიანია, სარკული სიმეტრიის მქონე. ცენტრალურ ნაწილში ჰოლია, სადაც XI საუკუნის ძვირფასად შემკული ბიბლიაა განთავსებული. ჰოლის თავზე, მესამე სართულზე, გუმბათქვეშა სივრცეა, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებებისთვისაა განკუთვნილი. აქედანვეა შესაძლებელი გუბათქვეშა პანდუსზე ასვლა. მთელი შენობა გამართულია მცირედ სახეცვლილი დორიული კოლოსალური ორდერით. სასახლის პირველ სართულზე მუზეუმია განთავსებული, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებისა და საქართველოს საპატიო სტუმრების მიერ საქართველოს პრეზიდენტისათვის საჩუქრად მიძღვნილი ნივთებია გამოფენილი. სასახლის გუმბათი, რომელიც შენობის კოპოზიციაში დომინანტი ელემენტია, ქართველი არქიტექტორის ვახტანგ ზესაშვილისა და იტალიელი არქიტექტორის ფრანკო ძაგარის ერთობლივი ნამუშევარია. საპრეზიდენტო სასახლის სამხრეთ-აღმოსავლეთით პრეზიდენტის კანცელარიის კორპუსი დგას, რომელიც პრეზიდენტის სასახლეს გამჭვირვალე ხიდით უკავშირდება. სასახლის ეზოში რამდენიმე მცირე არქიტექტურული ფორმაა განთავსებული. სახელმწიფო ცერემონიების სასახლე XIX საუკუნის საგზაო ინსპექციის შენობის ადგილასაა აგებული. თავიდან ძველი შენობის რეკონსტრუქცია იგეგმებოდა, თუმცა მისმა მდგომარეობამ მთლიანად დაშლა და თავიდან აგება გახადა აუცილებელი. კომპლექსის პროექტი დეველოპერული კომპანია „არსის“ საპროექტო სტუდიაში დამუშავდა. მათ ეკუთვნით სახელმწიფო ადმინისტრაციის კორპუსის პროექტიც. ნაგებობაზე რამდენიმე არქიტექტორი მუშაობდა. პროექტის ავტორი გიორგი ბათიაშვილია, თუმცა საბოლოო სახე მას იტალიელმა არქიტექტორმა მიკელე დე ლუკიმ მისცა. მიკელე დე ლუკის შექმნილია ასევე შსს-ს ახალი შენობა და მშვიდობის ხიდი.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა