ტანიეს ტბის შესახებ


საუკეთესო პერიოდი: ზაფხული, სექტემბერი

ტანიეს ტბა მდებარეობს ხევსურეთში, კონკრეტულად არხოტში, მდინარე ტანიეს წყლის ხეობაში. ჩემი აზრით, ეს ტბა სილამაზით მეორე ადგილზეა ტობა-ვარჩხილის ტბების შემდეგ. ტბა მოქცეულია ორ უზარმაზარ მთას შორის. ტბას აქვს გულის ფორმა რაც მას ახალგაზრდებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის. მასში ხეობის მთავარი მდინარე - ტანიეს წყალი არც ჩაედინება და არც გამოედინება, ეს იმიტომ, რომ ამ ხეობაში ერთ ძალიან უცნაურ ბუნების მოვლენას შეხვდებით, მდინარე ტანიესწყალს არამხოლოდ სათავე, დასასრულიც გააჩნია, რომელიც ტანიეს ტბის გზაზე მდებარეობს და ყველას შეუძლია ნახვა. მარტივად რომ ვთქვათ, მდინარე ტანიეს წყალი დაბადებიდან რამდენიმე კილომეტრში უბრალოდ ქრება და გზას მიწისქვეშ აგრძელებს. რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ამ მდინარეს ვერსად იხილავთ, ტანიეს ტბას ეს მდინარეც ქმნის თუმცა არა მიწის ზედა, არამედ მიწისქვეშა შენაკადებით. ტანიეს ტბა სუფთა და კამკამა წყლით გამოირჩევა, რადგან მასში ჩამავალი ნაკადი მიწისაგან იფილტრება და იშვიათად იმღვრევა.

ზაფხულში ტანიეს ტბაში წყალი საკმაოდ თბილია სხვა მთის ტბებთან შედარებით და ამიტომ აუცილებლად წაიღეთ საცურაო კოსტუმი. მზის სხივებისგან დამწვარ-დაშანთულ მოლაშქრეებს ცივი ლუდის დალევასავით სიამოვნებთ ამ ტბაში ბანაობა. აქვე არის ერთი მოზრდილი ქვა საიდანაც თავით გადმოხტომაც კი შეგიძლიათ.

მოლაშქრეები ვახსენეთ და მოდით იმაზეც ვისაუბროთ თუ როგორ შეიძლება ამ ტბასთან მოხვედრა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს არც ისე მარტივია. სამწუხაროდ იმიტომ, რომ მკითხველს შეიძლება იმედი გაუცრუვდეს, როცა გაიგებს, რომ ამ სილამაზის სანახავად კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის გადალახვა მოუწევს, რომელიც დაახლოებით 6 ჯერ დიდია მთაწმინდაზე. 

ხოლო საბედნიეროდ იმიტომ, რომ სწორედ ამ რთული ვითარების გამო ტბას ძალიან იშვიათად ჰყავს სტუმრები და აქ ვერ შეხვდებით საცობებს ფოტოს გადასაღებ ადგილებზე, როგორც ეს აბუდელაურის ტბებზე ხდება. არც მაინცდამაინც გზაზე დაყრილი ბოთლებისა და სნიკერსის ქაღალდების რაოდენობა შეგაწუხებთ, ასე მრავლად რომ არის ხოლმე საქართველოს მთებში მიმობნეული. ასე რომ, გადახედეთ ფოტოებს და თუ ამ ტბამ თქვენი გულიც მოიგო ნუ დაღონდებით, დაიწყეთ ვარჯიში, აისეირნეთ კვირაში ორჯერ მთაწმინდაზე ფეხით, შემდეგ ცოტა გაზარდეთ სიჩქარე და მანძილი და სულ რამდენიმე თვეში თქვენ უკვე შეძლებთ ამ საოცარ სამყაროში მოხვედრას, რომელსაც არხოტი ჰქვია და ნამდვილად არის ჯიხვ-არწივების მხარე. ხოლო თუ თქვენ უკვე გამოცდილი მოლაშქრე ბრძანდებით და არაერთი მთა გადაგილახავთ, ალბათ ამ ტბაზე მოსახვედრი გზაც გეცოდინებათ, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ტანიეს ტბის მარშრუტის რამდენიმე ვერსია არსებობს. ის მდებარეობს საკმაოდ პოპულარულ სალაშქრო მარშრუტზე, რომელიც მთელ ტანიეს ხეობას გაივლის. თუმცა თითოეული მარშრუტი შეიძლება შევარჩიოთ თავისუფალი დღეების მიხედვით. ერთ დღეში აქ მისვლა-დაბრუნებას ვერ მოასწრებთ, ასე რომ თუ ტანიეს ტბაზე საღამოს გასეირნებას გეგმავთ დაივიწყეთ. ტბის მონახულებას მინიმუმ ორი სრული დღე სჭირდება. თუ თქვენ ორი დღის მეტი არ გემეტებათ ამ სილამაზისთვის მაშინ თქვენი მარშრუტი იწყება სოფელ უკანხადუში, ატაბეს მახლობლად და მიუყვება ბილიკს ტანიეს უღელტეხილისაკენ სადაც სავარაუდოდ საღამოს მიაღწევთ. ამ მარშრუტის ნახვა და GPS ტრეკის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ატაბე - ტანიეს ტბის სალაშქრო ბილიკიდან.  ჩემი რეკომენდაციაა, დაბანაკდეთ უღელტეხილთან ახლოს, წყლიან, უქარო ადგილას და მხოლოდ მეორე დღეს დაეშვათ ტბის მოსანახულებლად ჩანთების გარეშე, რადგან ტბა უღელტეხილიდან დაახლოებით 5 კილომეტრში მდებარეობს და საკმაოდ დიდი დაღმართის ჩავლა გიწევთ რომელიც უკანა გზაზე აღმართად გადაგექცევათ.

სწორედ ამიტომ სჯობს ჩანთების გარეშე ამ გზაზე გადაადგილება. ჩანთებს ბანაკში დატოვებთ და უკან დაბრუნებულებს 2-3 საათის გზა გექნებათ უკანხადუმდე სადაც მანქანა გელოდებათ. აღსანიშნავია, რომ უკანხადუდან ასასვლელი ბილიკი ძალიან რთულია და ბევრი გამოცდილი მოლაშქრეც კი ავად მოიხსენიებს ამ აღმართს, რადგან აქ მანძილი სულ რაღაც 6 კილომეტრია ხოლო სიმაღლეთა სხვაობა 1200 მეტრი. რაც ნიშნავს, რომ ერთ კილომეტრში საშუალოდ 200 მეტრის აწევა გიწევთ, ეს კი დაახლოებით იმას აღმართს ჰგავს, მთაწმინდაზე ტრამვაის გზაზე რომ კიბეებია. თუმცა ამ გზას ალტერნატივაც გააჩნია და ტანიეს უღელტეხილზე დათვიჯვრის უღელტეხილიდანაც შეგიძლიათ მოხვედრა. დათვიჯვრიდან მანძილი უფრო დიდია (12კმ), მაგრამ სიმაღლეთა სხვაობა საკმაოდ მცირე, რადგან მოძრაობას იწყებთ 2700 მეტრიდან და მცირე აღმართ-დაღმართების შემდეგ ადიხართ 3000 მეტრიან არხოტის უღელტეხილზე. ამავე დროს ეს სალაშქრო ბილიკი გამოირჩევა ულამაზესი ხედებით, რადგან ქედზე მიდის და ორივე მხარეს საოცარ ხედებს გადაუშლის მოგზაურს თვალწინ. დათვიჯვარი - ტანიეს სალაშქრო ბილიკის მონაკვეთი შეგიძლიათ ნახოთ მარშრუტზე ჯუთა - არხოტი - ტანიე - დათიჯვარი
თუ გამოცდილი მოლაშქრეები არ ხართ და სიარული გიჭირთ მაშინ ამ მარშრუტით შეიძლება 3 დღეც დაგჭირდეთ, რადგან მეორე დღეს ტბაზე ჩასვლა ამოსვლა 10 კმ ს უდრის და ამის მერე კიდევ 12 კმ ს გავლა მარტივი ნამდვილად არ არის. ასე რომ, შეგიძლიათ მეორე დღე მთლიანად ტბაზე გაატაროთ და მესამე დღეს დაბრუნდეთ დათვიჯვრის უღელტეხილზე.

ხოლო თუ თქვენ ამ საოცარი ტბისთვის 5 დღის დათმობაც არ გენანებათ მაშინ ჩემი რჩევა იქნება აუცილებლად დაიწყოთ ჯუთადან, გაიაროთ ულამაზესი უღელტეხილი არხოტისთავზე და დაეშვათ მდინარე ჭიმღის წყლის ხეობაში რომელიც ახიელამდე მიგიყვანთ. ამის შემდეგ მოინახულებთ სოფელ ამღას და ულამაზესი და ურთულესი ტანიეს ხეობით აუყვებით გზას ზემოთ, ტანიეს ტბისაკენ საიდანაც შეგიძლიათ მარშრუტი დაასრულოთ როგორც უკანხადუში, ისე დათვიჯვრის უღელტეხილზე. როგორც ზემოთაც ვახსენეთ ამ მარშრუტის ნახვა  და GPS ტრეკის ჩამოტვირთვა შეგიძლიათ ჩვენი უკვე დამუშავებული სალაშქრო ბილიკიდან: ჯუთა - არხოტი - ტანიე - დათიჯვარი

თუმცა სანამ ტანიეს ტბის მოსანახულებლად წახვალთ, გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის კუსტბა და ლისის ტბა. აქ მოხვედრა საკმაოდ სახიფათოა და თუ გზაში რაიმე პრობლემა შეგექმნათ ტაქსს ვერ გამოიძახებთ სახლში წასასვლელად. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ უამინდოაში (წვიმაში, ნისლში, ქარში და თოვლში) 3000 მეტრიანი უღელტეხილის გადალახვა ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს. აუცილებლად იქონიეთ თან GPS მოწყობილობა ან უბრალოდ თქვენი ტელეფონი რომელზეც ჩაწერთ რომელიმე GPS აპლიკაციას და თქვენს მიერ მიზანდასახულ GPS მარშრუტს. ის დაგეხმარებათ გზა გაიკვლიოთ ნისლში, ვინაიდან მთაში ნისლში ორიენტირება ძალიან რთულია. თუ GPS აპლიკაცია არასოდეს გამოგიყენებიათ აუცილებლად წაიკითხეთ სტატია GPS აპლიკაციების შესახებ.

იმედი მაქვს არ დაზარებთ და აუცილებლად ეწვევით ამ ულამაზეს ადგილს და გაგვიზიარებთ შთაბეჭდილებებს.

დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ Facebook გვერდზე და ვეცდებით ამომწურავი პასუხი გაგცეთ თითოეულ კითხვაზე.

მდებარეობა
42.637491, 45.003289
მანძილი დედაქალაქიდან
125 კმ
იხილეთ ასევე

იხილეთ ასევე

მწვერვალი მახისმაღალი მდებარეობს არხოტში, საქართველო - რუსეთის საზღვარზე, ზღვის დონიდან 4013 მეტრზე. მწვერვალზე აღჭურვილობის გარეშე ასვლა ძალიან სახიფ...

აბუდელაურის ფერადი ტბები მდებარეობს ხევსურეთში მდინარე აბუდელაურის ხეობის თავში. ტბები განსაკუთრებულად ლამაზია ზაფხულის დასაწყისში, როდესაც წყლის დონე...

აბუდელაურის მწვანე ტბა მდებარეოს ხევსურეთში მდინარე აბუდელაურის ხეობის სათავეში ზღვის დონიდან 2600 მეტრზე. ...

აბუდელაურის ლურჯი ტბა მდებარეოს ხევსურეთში მდინარე აბუდელაურის ხეობის სათავეში ზღვის დონიდან 2580 მეტრზე. ...

აბუდელაურის თეთრი ტბა მდებარეოს ხევსურეთში მდინარე აბუდელაურის ხეობის სათავეში ზღვის დონიდან 2840 მეტრზე. ...

საბანაკე ბორბალოს მდებარეობის უკანაფშავისა და მიღმახევის გამყოფ ქედზე ბორბალოს უღელტეხილის მისადგომთან ზღვის დონიდან 2750 მეტრზე.  საბანაკესთან არის პ...

სტეფანწმინდა ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია თავისი სილამაზით საქართველოში. ეს არის პატარა ქალაქი, გარშემორტყმული ბუმბერაზი მთებით. მისი გასხვავებული ლანდ...

გერგეტის სამება მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ გერგეტიდან 1 კილომეტრში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე. იგი წარმოადგენს ყველაზე პოპულარულ ტურის...

მყინვარწვერის კლასიკური მარშრუტი 5 დღიანია, თუმცა ხშირად ამატებენ მეექვსე სარეზერვო დღეს უამინდობის შემთხვევაში. მარშრუტზე მიმაგრებულია ჩვენს მიერ 201...

გველეთის ჩანჩქერი ერთ-ერთი ულამაზესი ჩანჩქერია საქართველოში. მდებარეობს ყაზბეგში, სოფელ გველეთში. ჩანჩქერთან მისვლა საკმაოდ მარტივია. ყაზბეგიდან სამან...

არშის ჩანჩქერი მდებარეობს ყაზბეგში, სოფელ არშაში. სოფელი არშა ყაზბეგიდან 5კმ-ით არის დაშორებული. სოფლიდან ჩანჩქერისკენ მიმავალი ბილიკი კი დაახლოე...

საბერწეს საბანაკე მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მყინვარწვერის კლასიკურ მარშრუტზე, ზღვის დონიდან 3000 მეტრზე. ამ ადგილას მყინვარწვერზე ასვლის მს...

საბანაკე შავწყალა მდებარეობს წოვათუშეთში მდინარე წავწყალას ხეობაში ზღვის დონიდან 2150 მეტრე. საბანაკე მდებარეობს მდინარის გვერდით. ...

ბეთლემის ქოხი (მეტსახელად მეტეო სადგური) წარმოადგენს საბაზო ბანაკს მყინვარწვერზე ასვლის მსურველთათვის. ის მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მყინვარ...

ბეთლემის ეკლესია მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მყინვარწვერის მარშრუტზე, ბეთლემის ქოხთან ახლოს. ეს გახლავთ საქართველოში ზღვის დონიდან ყველაზე მა...

სოფელი ჭონთიო მდებარეობს თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 2190 მეტრზე. ...

მყინვარწვერი არის მწვერვალი, რომელიც ყველა გემოვნების ადამიანს იზიდავს. აუცილებელი არაა იყოთ მთამსვლელი ან მეკლდეური რომ ამ საოცარ მწვერვალზე შედგათ ფ...

სოფელი ჰეღო მდებარეობს თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 2050 მეტრზე....

სოფელი გირევი მდებარეობს თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 2060 მეტრზე. ...

სოფელი ნაბუკურთა მდებარეობს თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 2150 მეტრზე.  ...

თუ გიყვართ ველური, ხელშეუხებელი, ადამიანისგან შეურყვნელი ბუნება და სირთულეების არ გეშინიათ, მაშინ ყელიწადის ტბის მარშრუტი თქვენთვის არის. ყელიწადის ტბ...

სოფელი ფარსმა მდებარეობს თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 2075 მეტრზე.  ...

თრუსოს ხეობა მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. იგი წარმოადგენს მდინარე თერგის ხეობას კავკასიონის ჩრდილოეთ კალთა...

სოფელი ვეძისხევი მდებარეობს თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე გომეწრის ხეობაში 2120 მეტრზე....

სოფელი კოკლათა მდებარეობს თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე გომეწრის ხეობაში....

სოფელი ვერხოვანი მდებარეობს თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე გომეწრის ხეობაში....

სად მდებარეობს საათხილამურო კურორტი გუდაური?სათხილამურო კურორტი გუდაური ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს. გუდაური თბილის...

სოფელი ალისგორი მდებარეობს თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე გომეწრის ხეობაში 1900 მეტრზე....

ოფელი ჭეშო მდებარეობს თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 1975 მეტრზე. ...

სოფელი ჯვარბოსელი მდებარეობს თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე გომეწრის ხეობაში....

მარშრუტი იწყება არაგვისპირას, ქვემო შარახევის ხეობაში ზღვის დონიდან 850 მეტრზე. მდინარე არაგვიდან სოფელ ქვემო შარახევამდე მიუყვება გრუნტიანი სამანქა...

მწვერვალი დედაენა მდებარეობს მცხეთა - მთიანეთში, ზღვის დონიდან 3493 მეტრზე. მწვერვალზე ასასვლელად აუცილებელი არ არის სპეციალური აღჭურვილობა. ყველაზე მ...

მცხეთა-მთიანეთი მოიცავს ტერიტორიებს ისტორიული და გეოგრაფიული პროვინციების- მთიულეთი, ხევი, გუდამაყარი და ა.შ. ისევე როგორც ადმინისტრაციულ მუნიციპალიტე...

კეტრისი — სოფელი ყაზბეგის მუნიცპალიტეტში (კობის თემი), მდებარეობს თრუსოს ხეობაში, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 2120 მეტრი. სტეფანწმი...

ხორისარი — ვულკანური მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ხევის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე მთიულეთი...

review

დასვი კითხვა

გაქვთ კითხვა ამ ადგილის შესახებ?
დასვი კითხვა ნებისმიერ თემაზე, ჩვენ მზად ვართ, დაგეხმაროთ.

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასეთ ადგილი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!