დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
ხვილიშის წმინდა გიორგის ეკლესია ხვილიშის წმინდა გიორგის ეკლესია ხვილიშის წმინდა გიორგის ეკლესია ხვილიშის წმინდა გიორგის ეკლესია ხვილიშის წმინდა გიორგის ეკლესია ხვილიშის წმინდა გიორგის ეკლესია ხვილიშის წმინდა გიორგის ეკლესია ხვილიშის წმინდა გიორგის ეკლესია

ხვილიშის წმინდა გიორგის ეკლესიის შესახებ

ხვილიშის წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს სამცხე ჯავახეთში, ასპინძის განაპირას, ეკლესია თარიღდება VII-VIII საუკუნეებით.

ტაძარი აღმარულია შარაგზის ჩრდილოეთით, გზის მახლობლად. აგებულია საგანგებოდ მოწყობილ ორსაფეხურიან ცოკოლზე. ტაძარი ნაგებია კარგად გათლილი ქვიშაქვითა და პირმოსწორებული, უხეშად დამუშავებული ბაზალტის სწორკუთხა ქვებით.

ტაძარში ორი შესასვლელია დასავლეთიდან და სამხრეთიდან. დარბაზული ეკელსიის გეგმა გამართულია მისი კორპუსის აღმოსავლეთ ნაწილში ჩრდილოეთით და სამხრეთით „გამოზრდილი“ სათავსოებით. ინტერიერში ტაძრის გრძივი კედლები ორსაფეხურიანი პილასტრების ორი წყვილითაა დაყოფილი სამ მონაკვეთებად. პილასტრებს შორის მანძილი დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ პროპორციულად მცირდება, რითაც ისედაც გრძელი დარბაზი ილუზორულად უფრო გრძელი გვეჩვენება. აფსიდსწინა მონაკვეთი ბემას მოგვაგონებს. ამ სივრციდან ჩრდილოეთით დარბაზის მოცულობიდან „გამოზრდილ“ სამკვეთლოშია გასასვლელი, რომელიც აფსიდიანი მცირე დარბაზია. გრძივი კედლების რითმულ დანაწევრებას აძლიერებს თაღით შემოსაზღვრული მცირედ ჩაწეული კედელი. სამხრეთის კედელში, ყოველი ასეთი სიბრტყის შუა არეში, საკმაოდ მაღლა, გაჭრილია თითო სარკმელი. დარბაზი კიდევ ორი, საკურთხეველში და დასავლეთის კედელში გაჭრილი თითო სარკმლით ნათდება. ტაძრის ინტერიერი მთლიანად შელესილი, ნალისობის გარეშეა დარჩენილი კარგად გათლილი ქვიშაქვით ამოყვანილი კონქი, აფსიდის მხრები, სატრიუმფო თაღი, პილასტრები და საბჯენი თაღები. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია სამთაღიანი კანკელით.


ტაძრის სამხრეთით, დამოუკიდებელი სათავსო სწორკუთხა გეგმით, დასავლეთის კედლის გარეშეა. მას არა აქვს აღმოსავლეთის სარკმელი. ნიკო ჩუბინაშვილი მას „სამლოცველო-სასანთლეს“ უწოდებს. აქ შესაძლოა ცალკე სამლოცველო იყო. სამხრეთის ფასადზე, საკმაოდ მაღლა, შუა სარკმლის მარჯვნივ, კედლის წყობაში წარწერიან ქვის ფილაა (სავარაუდოდ სხვა ნაგებობიდან მოტანილი). ერთსტრიქონიანი წარწერა შესრულებულია ლამაზი ასომთავრულით:

Ⴕ~Ⴄ ႧႭႣႭჂ~ႲႨ Ⴘ~Ⴄ

ექვთიმე თაყაიშვილმა წარწერა შემდეგნაირად წაიკითხა: „ქრისტე წმინდა თეოდორა შეიწყალე“[2].

ამ წარწერის ბოლო გამოკვლევა ვალერი სილოგავას ეკუთვნის, რომელიც ტექსტის წაკითხვის ორ ვარიანტს გვთავაზობს:„ქ(რისტ)ე, თეოდოჲტი შ(ეიწყალ)ე“ და შესაძლოდ მიაჩნია სხვაგვარი ამოკითხვაც: „ქ(რისტ)ე თედო ჲ(ო)ტი შ(ეიწყალ)ე და ჲ(ო)ტი (ანუ „მცირე“) თედოს ეპიტეტად მიაჩნია. ვალერი სილოგავას აზრიტ პალეოგრაფიული ნიშნით წარწერა შესაძლოა „ტაძრის აგების დროს, ანუ VII-VIII საუკუნეებს განეკუთვნებოდეს“.

თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ სამცხე - ჯავახეთში

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ხვილიშის წმინდა გიორგის ეკლესია

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!