დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
Kozifa Monastery, Dzama Valley Kozifa Monastery, Dzama Valley Kozifa Monastery, Dzama Valley Kozifa Monastery, Dzama Valley Kozifa Monastery, Dzama Valley Kozifa Monastery, Dzama Valley Kozifa Monastery, Dzama Valley Kozifa Monastery, Dzama Valley Kozifa Monastery, Dzama Valley Kozifa Monastery, Dzama Valley ქოზიფას მამათა მონასტერი ქოზიფას მამათა მონასტერი ქოზიფას მამათა მონასტერი ქოზიფას მამათა მონასტერი ქოზიფას მამათა მონასტერი ქოზიფას მამათა მონასტერი ქოზიფას მამათა მონასტერი

ქოზიფას მამათა მონასტრის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა

ქოზიფას მამათა მონასტერი იგივე გუგომის კომპლექსი - შიდა ქართლის მხარეში, ძამის ხეობაში, ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სოფელ ტყემლოვანაში, სოფლიდან 3 კმ-ზე მაღალ მთაზე, შუადგულ ტყეში, ზღვის დონიდან 1420 მეტრზე.

სამონასტერო კომპლექსი შემავალი ნაგებობებია: ხუთი ეკლესია, გალავანი, საძვალე და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები. ტაძრები ერთმანეთზე მჭიდროდაა მიდგმული და ერთიან კომპლექსს ქმნის. ყველა ტაძარი დღესდღეობით უკვე აღდგენილია და ყველა ტაძარში მიმდინარეობს წირვა-ლოცვა.

ქოზიფას მამათა მონასტერი რუისისა და ურბნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. ამჟამად მოქმედებს მამათა მონასტერი.


ისტორია

ქოზიფას სამონასტრო კომპლექსი დაარსებულია VII-IX სს-ში, სახელწოდება იერუსალიმის მახლობლად მდებარე წმ. გიორგი ქოზიფელის მონასტრიდანაა გადმოღებული.

კომპლექსი 5 ეკლესიას მოიცავს და მონასტრული ცხოვრება VI-VII ს-დან იღებს სათავეს. ეკლესიები აგებულია სხვადასხვა დროს, მაგრამ ერმანეთზე მჭიდროდაა მიდგმული და ერთიან კომპლექსს ქმნის. ტაძართა შორის ყველაძე დიდი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიაა. ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების გარდა აქ არის წმ. შიო მღვიმელის, მართალი ლაზარესი, ყოველთა ქართველთა წმიდათა და წმ. გიორგის ეკლესიები. მართალი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების ტაძრის ქვეშ, მიწის სიღრმეში არის საძვალე, სადაც მრავალი წმიდა ნაწილია დასვენებული.

სტილისტური ნიშნებით მშენებლობა დაიწყო VIII-IX საუკუნეებში. განსაკუთრებული ინტენსიური მშენებლობა გუგომის კომპლექსზე გაშლილა XIII საუკუნეში. ამას ადასტურებს ძირითადი ნაგებობების (ღვთისმშობლის ეკლესია, გალავანი) სტილისტური ანალიზი და წარწერა გალავნის „გარე ბჭის“ თაღზე, რომელშიც საუბარია კომპლექსის მთავარი ტაძრის აგებასა და შემკობაზე (წარწერა ამჟამად ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ინახება).

დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის (XIXს.), იასონ ციციშვილისა (XIX ს.) და სერგი მაკალათიას (XXს.) აღწერის თანახმად სამონასტრო კომპლექსს გარს დიდი გალავანი ერტყა, შიგნით კი ბერების სადგომები და პატარ-პატარა სენაკები გახლდათ. მათივე ცნობით, გალავანის შიგნით შეიმჩნეოდა წყლის გამოსავალი მილები. აქვე ყოფილა ჩაფლული ღვინის დიდი ქვევრებიც. ყოველივე ეს მეტყველებს იმაზე, რომ საუკუნეთა მიღმა აქ ბერმონაზვნური ცხოვრება ყვაოდა.

სავარაუდოდ მშენებლობა XV-XVI საუკუნეებში დასრულდა. ცნობილია, რომ აქ მამათა ცხოვრება XVII საუკუნემდე მიმდინარეობდა. სამწუხაროდ მტრების შემოსევამ თავისი ქნა და მონასტერმა არსებობა ამ პერიოდში შეწყვიტა. XVIII საუკუნის ცნობილი ქართველი ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი ძამის ხეობის გეოგრაფიულ აღწერილობაში მოიხსენიებს: „გუჯარეთის ქვევით არის მონასტერი ქოზიფა, უგუმბათო, კეთილ-ნაშენი, მთასა შინა და აქ უქმი’’.

1997 წელს, რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა, მონასტერი აღადგინა.


არქიტექტურა

ქოზიფას სამონასტრო კომპლექსში შემავალი ხუთივე ეკლესია დარბაზულია.

პირველი ეკლესია (5,1X3 მ) დგას კომპლექსის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ნაშენია უხეშად დამუშავებული ქვით. სტილისტური ნიშნებით თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. სწორკუთხა საკურთხევლის კონქი ტრომპებზე ყოფილა ამოყვანილი. ერთი სარკმელი საკურთხევლის ღერძზეა გაჭრილი, ხოლო მეორე (თაღოვანი) სამხრეთის კედელში. ინტერიერი შელესილი ყოფილა. ფასადებზე თეთრი კირქვის ლავგარდანი (ერთადერთი ფრაგმენტი შემორჩენილია ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში) შედგებოდა მარტივი ნალისებრი თაღების მწკრივისაგან.

მეორე ეკლესია (6,7X3,4 მ) დგას კომპლექსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, პირველი ეკლესიის გასწვრივ. სტილისტური ნიშნებით თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. ეკლესია ნაგებია უხეშად დაკუთხული ქვით (ინტერიერის ჩრდილოეთ კედლის ქვედა ნაწილში ჩაშენებულია ერთი მოზრდილი ქვა – (2,5X1,5 მ).) არქიტრავული შესასვლელი დასავლეთითაა. ერთადერთი სარკმელი სწორკუთხა საკურთხევლის ღერძზეა გაჭრილი. ნაგებობა დაბალი და ბნელია, ინტერიერი დაუნაწევრებელი. საკურთხეველს კონქი და სატრიუმფო თაღი არა აქვს, რის გამოც ნახევარწრიული კამარა მთელ სიგრძეზე ხურავს ნაგებობას. ფასადზე ლავგარდანს ღრმად ნაკვეთი ნალისებრი თაღები გასდევს (შემორჩენილია ერთადერთი ფრაგმენტი ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში).

მესამე ეკლესია - ღვთისმშობლის ეკლესია, ჩრდილოეთის და სამხრეთის მინაშენებით კომპლექსის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს. სტილისტური ნიშნებით თარიღდება XIII საუკუნით. ეკლესია (17,85X7,85 მ) ნაგებია ბაზალტის კარგად დამუშავებული კვადრებით და პირგათლილი ნატეხი ქვით. კონსტრუქციული ნაწილები თლილი ქვითაა ამოყვანილი. ნაგებობის პროპორციები მსუბუქი და აზიდულია. თავდაპირველი შესასვლელებიდან მხოლოდ დასავლეთისაა შემორჩენილი. იგი გარედან არქიტრავითაა გადახურული, ხოლო შიგნიდან თაღოვანია. აღმოსავლეთით ნახევარ წრიული აფსიდია. საკურთხევლის კედელს ერთსაფეხურიანი ჩამოსაჯდომი გასდევს. აღმოსავლეთი სარკმლის გვერდებზე, 1,5 მეტრის სიმაღლეზე, მცირე ზომის ოთკუთხა ნიშებია, ხოლო ქვემოთ მიდგმულია ბრტყელი ქვა, რომლის წინა პირი ნახევრადწრიულადაა ამოღარული. საკურთხევლის ცენტრში დგას მასიური, ზემოთ გაფართოებული ქვის ტრაპეზი. საკურთხევლის წინ ეკლესიის თანადროული კანკელი დგას. კანკელის ფილები მოჩუქურთმებულია (ორი ფილა ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში). დასავლეთით ერთი სარკმელია, სამხრეთით ორი ყოფილა.

შიდა სივრცე ვიწრო და მაღალია. გრძივი კედლები და კამარა ორსაფეხურებიანი პილასტრებით და საბჯენი თაღებით ოთხ ნაწილად იყოფა. ჩრდილოეთ კედელში, ორ პილასტრს შორის, გაჭრილია ფართო (2,22 მ) და მაღალი (კამარის ქუსლამდე) თაღი, რომელიც ჩრდილოეთის მინაშენში გადის (ასეთივე თაღი, სავარაუდოა, სამხრეთითაც იყო.) ეკლესია მთლიანად შელესილი და მოხატული ყოფილა. მოხატულობა XIII საუკუნეს განეკუთვნება. გადარჩენილია მისი ცალკეული ფრაგმენტები. მოხატულობის კოლორიტი ნათელია – ჭარბობს ცისფერი, ღია მწვანე, თეთრი, ოქრა, მოწითალო-აგურფერი. მოქნილი ხაზი, გამომსახველი სახეები, ფერადოვანი ზედაპირის მსუბუქი ხაზოვანი დამუშავება შესრულების მაღალ პროფესიულ დონეზე მეტყველებს.

ფასადებიდან მხოლოდ აღმოსავლეთ ფასადის პერანგი და მორთულობაა გადარჩენილი. კედელი ნაგებია კარგად დამუშავებული ღვინისფერი კვადრებით. უხვად ორნამენტირებული ფასადის დეკორის ყველა ელემენტი ფასადის ცენტრში, სარკმლის ღერძზეა აკინძული. დეკორატიულ სისტემაში ჩართულია წრეთარგისპროფილიანი, ორნამენტირებული ლავგარდანი.

ეკლესიის სამხრეთით კარიბჭე და მის გვერდებზე ცალფერდასახურავიანი ნაგებობები იყო. ეს მინაშენები სამ (პირველ, მეორე და მესამე) ეკლესიას შორის არსებულ სივრცეს ავსებდა. ჩრდილოეთის მინაშენი სამ მონაკვეთად იყო დაყოფილი; აღმოსავლეთი მონაკვეთს აფსიდი ჰქონია და მისი აღმოსავლეთი ფასადი თლილი ქვით ყოფილა მოპირკეთებული. მინაშენში მოხვედრა მხოლოდ ღვთისმშობლის ეკლესიიდან შეიძლებოდა.

მეოთხე ეკლესია აგებულია გვიან ფეოდალურ ხანაში, სტილისტური ნიშნებით სავარაუდოა XV-XVI საუკუნეებით დათარიღება. იგი ფარავს ღვთისმშობლის ეკლესიის მთელ დასავლეთ ფასადს. ნაგებობა შედარებით კარგად არის დაცული; ეკლესია (8,6X5,75 მ) ნაგებია უხეშად დამუშავებული ბაზალტის ქვით. იგი დამოუკიდებელი სამლოცველოა. შესასვლელი დასავლეთ კედლის ცენტრშია. კარის თავზე და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში თითო მცირე ზომის სარკმელია. მეოთხე ეკლესიის აღმოსავლეთ კედელი ღვთისმშობლის ეკლესიის დასავლეთის შესასვლელზეა (ამოშენებულია) მიდგმული. უსწორო ნახევარწრიულ აფსიდში ორი მცირე ზომის ოთხკუთხა ნიშია, ხოლო მისი ცენტრიდან, ოდნავ ჩრდილოეთით, კედელზე ქვის ტრაპეზია მიშენებული. კამარა ნახევარწრიულია და ეყრდნობა ერთსაფეხურიან პილასტრებზე დაბჯენილ თაღს. შინაგანი სივრცე განიერი და დაბალია.

ფასადები შედარებით კარგად დამუშავებული ქვით არის ნაგები. დასავლეთ ფასადზე ძლიერ მახვილკუთხიან ფრონტონს ასრულებს მარტივი ფორმის თაროს, ლილვისა და მსუბუქად ამოღარული წრეთარგისგან შედგენილი თლილი ქვის ლავგარდანი. ნაგებობა გადახურულია კარგად გათლილი ლორფინებით. ლორფინების თითოეული ღარი, ლილვი თუ ღრმული ორნამენტულ სამკაულად აღიქმება.

ეკლესიას ჩრდილოეთით ძირითადი ნაგებობის თანადროული ორი მინაშენი აქვს. პირველი უშუალოს ეკლესიის კედელზეა მიდგმული თლილი ქვის თაღით. იგი შედარებით მოზრდილია და დამხმარე სათავსს წარმოადგენს. კამარა ნახევარ წრიული აქვს. დასავლეთ კედელში გაჭრილი მოზრდილი თაღოვანი გასასვლელით ეს სათავსი მეორე მინაშენთან (გაირჩევა მხოლოდ კონტურები) იყო დაკავშირებული.

მეხუთე ეკლესია მეოთხესა და პირველ ეკლესიებს შორის შექმნილ კუთხეშია ჩადგმული. იგი შესაძლოა მეოთხე ეკლესიის თანადროული იყოს (XV-XVI სს). კარგადაა შემორჩენილი დასავლეთი კედელი და გაირჩევა ნახევარწრიული აფსიდის მოხატულობაც. ეკლესია (9,4X5,2 მ) ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვით. აღმოსავლეთი კედლით უშუალოდ მიშენებულია მეოთხე ეკლესიაზე. ამ კედელზე პილასტრებს შორის გადაყვანილი ყოფილა დეკორატიული თაღები. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთით ჰქონია, ხოლო სარკმელი – დასავლეთით.

გალავანი კომპლექსისათვის შემოუვლიათ XIII საუკუნის ბოლო ათეულ წლებში. იგი ნაგებია ნატეხი ქვით. აღმოსავლეთით ფართო შესასვლელს ანუ „გარეთა ბჭეს“ ასომთავრულ წარწერიანი თაღი ჰქონია (წარწერა ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში). წარწერას აკლია თავი და ბოლო, ძნელად იკითხება, მაგრამ შემორჩენილი ფრაგმენტებით შეიძლება დადგენა – მასში ლაპარაკია კომპლექსის მთავარი ტაძრის აშენაბასა და შემკობაზე.


თეგები: #ისტორია #ეკლესია #კულტურა #მონასტერი #ისტორიული ძეგლი

ახლოს მდებარე შეთავაზებები

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ შიდა ქართლში

IMG_20180726_005520
საოჯახო სასტუმრო · მარანი / მეღვინეობა
ვილა რბონა

აგროსასტუმრო სახლი, მარანი "ვილა რბონა" მდებარეობს სოფელ რბონაში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხაშურ...

Park Hotel Surami Chalet
კოტეჯი
Park Hotel Surami Chalet

თუ თბილისთან ახლოს ჯანსაღ დასასვენებელ ადგილს ეძებ, სურამი შალეს კოტეჯებში უნდა ჩამოხვიდე! ნაძვნარსა...

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა
Nana Metreveli
Nana Metreveli

გამარჯობათ, ძამას ხობის რუკა მაინტერესებს, მონასტრების ნახბვა, როგორც მითხრეს ისეთი რუკები გქონდათ ჩანდა ყველა მონასტერ, მე ასეთი აქ ვერაფერი ვერ ვნახე? მინდა ზუსტად ვნახო რისი ნახვა შეიძლება და შემდეგ დავგეგმოთ

Ucha Gviniashvili
Ucha Gviniashvili

გამარჯობა, ვებსაიტს ჰქონდა ხარვეზი და არ ჩანდა რუკაზე ადგილები. ხარვეზი გამოსწორებულია და შეგიძლიათ იხილოთ ამავე გვერდზე რუკაზე ქოზიფას მამათა მონასტერთან ახლოს მდებარე მონასტრები.

review

შეაფასეთ ადგილი

გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.

შეაფასე
შეაფასე

დასვი კითხვა

შეაფასე ქოზიფას მამათა მონასტერი

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!