დაამატე ნებისმიერი ტურისტული ადგილი ან აქტივობა

Hotels
გააქირავე კოტეჯი

განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
გააქირავე ტრანსპორტი
გააქირავე ტრანსპორტი

დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში

დეტალურად
გიდი
თუ ხარ გიდი, გააცანი შენი თავი მოგზაურებს

თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.

დეტალურად
Destination
დაამატე ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ

Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს

დეტალურად
Tours
გაყიდე ტურისტული მომსახურება

განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.

დეტალურად
mestia-in-winter,  Местия зимой მესტია ღამით მესტიის საკათედრო ტაძარი Mestia Cathedral church Собор Местии Cafe zuruldi hatsvali ski resort Hatsvali Ski Resort სათხილამურო კურორტი თეთნულდი ski resort სათხილამურო კურორტი თეთნულდი ski resort სათხილამურო კურორტი თეთნულდი ski resort IMG_9145

ლამრობის შესახებ

საუკეთესო პერიოდი: ზამთარი

გსურს სვანური ტრადიციის ნაწილი გახდე? შეიგრძნო ნამდვილი სვანური სული და ნახო საოცარი რიტუალი? მაშინ ლამპრობის სვანეთის 3 დღიანი ტური შენთვისაა. გამოგვყევი სვანეთში სამი დღით, და აღმოაჩინე დათოვლილი მწვერვალები, უგემრიელესი კერძები და უძველესი ტრადიციები ჩენთან ერთად.


რა არის ლამპრობა?

ლამპრობა სვანეთში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია. იგი მირქმის დროს აღინიშმნება. ამ დღეს მოსახლეობა ცეცხლს საფლავებზე ანთებს. ისინი ღმერთს მიცვალებულების იმქვეყნიურ კეთილდღეობას სთხოვენ. ეს ყველაფერი კი ძალიან ლამაზ და უჩვეულო სანახაობას ქმნის. ლამპრობის შესახებ პირველად ინფორმაცია "ქართლის ცხოვრება"-ში გვხვდება ივანე ჯავახიშვილის „ქართველი ერის ისტორიის“ თანახმად კი, ლამპრობა მთელ საქართველოში გავრცელებული ტრადიცია იყო, თუმცა რიტუალმა პირვანდელი სახე მხოლოდ სვანეთში შეინარჩუნა.


რას მოვინახულებთ ტურის განმავლობაში?

ტურის განმავლობაში ჩვენ მოვინახულებთ სოფელ ლენჯერს, სადაც გადავიღებთ ბევრ ლამაზ ფოტოს. დავათვალიერებთ ულამაზეს დათოვლილ მესტიას. აუცილებლად ვეწვევით "კლდის ვეფხვის" მიხეილ ხერგიანის სახლმუზეუმს. დავესწრებით ლამპრობის ულამაზეს დღესასწაულს. მოვინახულებთ მესტიის საკათედრო ტაძარს. ვეწვევით სათხილამურო კურორტ თეთნულდსა და ჰაწვალს.


რატომ უნდა წამოხვიდე ლამპრობას სვანეთში?

ლამპრობა სვანეთში ულამაზეს სანახობას ქმნის. თოვლი, სიცივე, დათოვლილი მთები და და ქათქათა თოვლში არეკლილი ყვითელი ცეცხლი, რომლებიც ლამპრებს უკიდია. სვანური სიმღერების და სვანური ტრადიციების შესახებ მეტის გაგება, ხომ უშუალოდ სვან ხალხთან ურთიერთობისას უფრო მარტივი და სასიამოვნოა. ლამპრობა ჯადოსნურ გარემოს ქმნის, გაძლევს იმ უნიკლაურ ტრადიციებთან შესების საშუალებას, რომელიც დაკარგვის პირასაა. და ბოლოს, ლამპრობა უამრავ ლამაზ ემოციას და მოგონებებს დაგიტოვებს, რომელსაც რომ გადახედავ გული სითბოთი აგევსება!


რას მოიცავს ტური?

ტური მოიცავს მგზავრობას კომფორტული მიკროავტობუსით მესტიის მიმართულებით. განთავსება ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასტუმროში მესტიაში (2 ღამე) ლუქსის ტიპის ნომრები სველი წერტილებითა და ცენტრალური გათობით. სასტუმროში არის ყველა პირობა საუკეთესო განწყობისათვის, სრული კომფორტი. სასტუმროს აქვს დიდი ეზო რომლის გამოყენებაც შეგვიძლია გასართობი აქტივობებისთის. ტური ასევე მოიცავს ორჯერად კვებას სასტუმროში, საუზმესა და ვახშამს. სათხილამურო კურორტებამდე ტრანსპორტირებას (ჰაწვალი თეთნულდი). ბევრ საინტერესო და სახლისო თამაშებსა და სიმბოლურ პრიზებს. ტურის ღირებულებაში ასევე შედის ფოტო/ვიდეო გადაღება.


უსაფრთხოება

ჩვენი გუნდი ზრუნავს თქვენს უსაფრთხოებაზე. თქვენ იმგზავრებთ უსაფრთხოდ და კომფორტულად ყველაზე გამოცდილ მძღოლთან და გიდთან ერთად.

ტურმა რომ უფრო მეტად უსაფრთხოდ ჩაიაროს, ამისათვის საჭიროა არ დავლიოთ სასმელი, არ მოვიდეთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილას და მივყვეთ ორგანიზატორის ინტრუქციებს.


რა უნდა გაითვალისწინოთ

ჩაიცვით თბილი სამოსი, თან იქონიეთ სათადარიგო ტანისამოსი და ფეხზე ჩაიცვით მოხერხებული ზამთრის ფეხსაცმელი. შეგიძლიათ გზისთვის წამოიღოთ სასუსნავები.



გეგმა:

01

დღე 1

შეკრების ადგილი : თბილისი (ველოსიპედის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია) 06:00 საათზე გავემგზავრებით სვანეთის მიმართულებით. მესტიაში ჩასვლისთანავე დავბინავდებით სასტუმროში, სადაც გვექნება რამოდენიმე საათი დასვენებისა და მოწესრიგებისთვის. დასვენების შემდეგ მოვინახულებთ ხერგიანების მუზეუმსა და მესტიის საკათედრო ტაძარს. საღამოს კი დავესწრებიტ ულამაზეს ლამპრობას.

02

დღე : 2 კურორტი თეთნულდი

დილით გავიღვიძებთ წინასწარ შეთანხმებული დროის მიხედვით. დილის საუზმის შემდეგ გავემგზავრებით სათხილამურო კურორტი თეთნულდის მიმართულებით. ვისრიალებთ, გავერთობით და ემოციებით დატვირთულები დავბრუნდებით სასტუმროში, სადაც ვივახშმებთ და შემდეგ დავათვალიერებთ ღამის მესტიას.

03

დღე: 3

მესამე დღეს საუზმის შემდეგ ვესტუმრებით ჰაწვალის კურორტს. განტვირთვის შემდეგ დავბრუნდებით თბილისისკენ.

ტრანსპორტი:

ტრანსპორტირება ხდება მაღალი კლასის ძალიან კომფორტული ჯიპით.

თეგები: #სათავგადასავლო ტურები #კომერციული შეთავაზება
შეთავაზება დასრულებულია
+995 599 31 80 15
ხანგრძლივობა: 3 დღე
ტურის მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ:


გზაში ალკოჰოლის მიღება აკრძალულია
ვემორჩილებთ გამყოლს
არ ვანაგვიანებთ გარემოს

გაუქმების პოლიტიკა

ჯავშნის გაუქმება შესაძლებელია ავტომატურ რეჟიმში ნებისმიერ დროს, მომსახურების დაწყებამდე. გაუქმების საკომისიო თარიღების მიხედვით იხილეთ ქვემოთ. ონლაინ გადახდის შემთხვევაში, თანხა დაგიბრუნდებათ 7 სამუშაო დღეში იმავე ბარათზე, რომლიდანაც შეასრულეთ გადახდა.

0%
1 კვირით ადრე
2021-02-03 06:00 -მდე
1 კვირით ადრე ჯავშნის გაუქმების საკომისიო შეადგენს 0%-ს.
-50%
5 დღით ადრე
2021-02-03 06:00 -მდე
5 დღით ადრე ჯავშნის გაუქმების საკომისიო შეადგენს 50%-ს.
-100%
5 დღემდე
2021-02-08 06:00 -მდე
5 დღემდე ჯავშნის გაუქმების საკომისიო შეადგენს 100%-ს.

რუკა

Map placeholder

სად დავრჩეთ სვანეთში

Kirari Guest House
Kirari Guest House
ტბა · მთა · საოჯახო სასტუმრო · ლაშქრობა

50.00 ₾ / ღამე

კითხვები

კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია

დასვი კითხვა

დასვი კითხვა

შეაფასე ლამპრობა სვანეთში

საშინელი!

ცუდი!

კარგი!

ძალიან კარგი!

შესანიშნავი!

შეთავაზება დასრულებულია

დაჯავშნა

ჯგუფის წევრები
1
გადახდის მეთოდი
2
თანახმა ვარ მივიღო SMS შეტყობინებები Georgian Travel Guide -ისგან

სავალდებულოა მინიმუმ 1 ადგილის დაჯავშნა.

1
Visa Mastercad
Visa Mastercad
  • ახლა იხდი
  • ადგილზე იხდი
  • ძირითადი მომსახურება
  • დამატებითი მომსახურებები ()
  • მომსახურების საკომისიო
  • ჯამური ფასი

თქვენს ნომერზე გამოგზავნილია SMS კოდი, გთხოვთ შეიყვანოთ

კოდის მისაღებად გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი ტელეფონი. ტელეფონის ნომრის შეყვანით თქვენ თანხმობას აცხადებთ Georgian Travel Guide -ისგან SMS ების მიღებაზე

SMS კოდი წარმატებით გამოიგზავნა

გმადლობთ! თქვენი ჯავშანი მიღებულია

ჯავშნის დეტალები გამოგზავნილია ელ. ფოსტაზე: . შეგიძლიათ იხილოთ ყველა ჯავშანი თქვენს პროფილში.

ჩემი ჯავშნები