
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
მოლაშქრეთა კლუბი რონინი გთავაზობთ 4 დღიან ტურს თუშეთში.
ტურის თარიღი შესაძლოა შეიცვალოს იმ შემთხვევაში თუ სეზონის გახსნის თარიღი შეიცვლება
ტური გაიმართება უსაფრთხოების ნორმების დაცვით, აუცილებელია თან იქონიოთ პირბადე...
შეკრების ადგილი და დრო: დიდუბე (სამთო ქიმიის წინ,ლუკოილსა და გალფს შორის)
შეკრების დრო: 03:45 სთ.
გასვლა: 04:00სთ.
ლოდინის მაქსიმალური დრო: გასვლის დროდან 10 წუთი
ტურის ფარგლებში ჩვენ მოვინახულებთ: თუშეთის სამივე ხეობის: ჩაღმის, პირიქითისა და გომეწრის ულამაზეს სოფლებს.
ტურის სახეობა: სათავგადასავლო ჯიპ-ტური;
ტურის ხანგძლიობა: 3 ღამე / 4 დღე;
ყველამ იქონიეთ პირადობის მოწმობა.
მარშუტის სირთულე: საშუალო
ფეხით გასავლელი მანძილი: ჯამში 20 კმ.
ყველამ თან უნდა იქონიოს საკუთარი საძილე ტომარა, საგებელი, კარავი (სასურველია) თუ არ გაქვთ კარავი და არც არავისთან გეგულებათ,მაშინ ჩვენ უზრუნველვყოფთ.
რა ჩავიცვა?!
რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობთ, ასევე წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი გამოსაცვლელი ფეხსაცმელი, საწვიმარი. 🙂
ტური რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.
პირველ დღეს ვნახავთ : სოფელ შენაქოს და დიკლოს ჩაღმა ხეობაში,გზად ასევე გავჩერდებით ქუეს გადასახედზე სადაც შესაძლებელია ნიამორებზე და მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება (თუ გაგვიმართლებს). ქუეს გადასახედიდან გამოვალთ მირგველაში და გავემგზავრებით სოფელ დართლოში, დაბინავების შემდეგ ავალთ და დავათვალიერებთ სოფელ კვავლოს.
დაბანაკება: დართლოში.
გავემგზავრებით დილას 10 საათისათვის ფარსმისაკენ, შემდეგ გომეწრის ხეობისკენ სადაც ვნახავთ ევროპაში ყველაზე მაღალ სოფელს ბოჭორნას, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 2372მ. შემდეგ გადავხედავთ ულამაზეს სოფელ დოჭუს და გავაგრძელებთ გზას ილიურთასკენ, (სადაც მდებარეობს მოქმედი ტაძარი) დავბრუნდებით უკან, ავალთ კესელოებზე (აგებულია XVIII საუკუნეში) ბოლოს დაბანაკება: ომალოში.
მესამე დღეს ჩავალთ სოფელ ქუმელაურთაში, საიდანაც დაიწყება საფეხმავლო ტური ორეთის ტბაზე. ორეთის ტბა ზღვის დონიდან 2650 მ მდებარეობს. ორეთიდან ჩანს თითქმის მთელი თუშეთი, საქართველოს ჩრდილო საზღვრის მონაკვეთი-მყინვარებით მოსილი თუშეთის ქედი, მწვერვალი თებულოდან (4492 მ) დიკლოს მთამდე (4285 მ).ს
მეოთხე დღეს დილით შევივლით ვიზიტორთა ცენტრში, ვიზიტორთა ცენტრის დათვალიერების შემდეგ გამოვემართებით თორღვას აბანოებისაკენ და სურვილის შემთხვევაში გავგრილდებით კიდეც. გაგრილებულები თბილისისკენ გამოვეშურებით წარუშლელი შთაბეჭდილებებით,გზად მოვილოცავთ ალავერდის წმ. გიორგის საკათედრო ტაძარს .
ტრანსპორტირება ხდება მაღალი გამავლობის მანქანებით, როგორებიცაა JEEP, Mitsubishi Delica 4X4.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა