
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
ორეთის ტბა მდებარეობს თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე ზღვის დონიდან 2650 მეტრზე, სოფელ ქუმელაურთიდან დაახლოებით 6 კილომეტრში.
ტბა იკვებება წვრილი ნაკადულებით. წყალი ძირიდან გადის და რადგან ძალიან ცივი და ღრმაა გასასვლელის ზუსტი ადგილი ცნობილი არ არის. ზამთარში იყინება, ამიტომ თევზი არ ყავს. სოფელი ქუმელაურთის მკვიდრნი დღეობის (შაფურთობის) მე-3 დღეს აქ ამოდიოდნენ და აღნიშნავდნენ ორეთობას.
მარშრუტი იწყება სოფელ ქვემო ომალოში ვიზიტორთა ცენტრიდან და მიუყვება სამანქანო გზას სოფელ ქუმელაურთამდე. ქუმელაურთიდან ქვეითი ბილიკი ადის ორეთის ტბაზე. სოფელ ქუმელაურთის შემდეგ, ბილიკზე წყაროები აღარ გვხვდება, ამიტომ აუცილებელია წყლის მომარაგება. ცხენით ორეთის ტბამდე მისვლა და ომალოში დაბრუნება შესაძლებელია ერთ დღეში. ფეხით ლაშქრობის შემთხვევაში, რეკომენდებულია ღამის გათევა ორეთის ტბაზე. ტბასთან ახლოს არის წყარო და საკარვე ადგილი.
ორეთის ტბის მიდამოებიდან იშლება ულამაზესი ხედები, საიდანაც მოჩანს თითქმის მთელი თუშეთი. ორეთის ტბის მიდამოებში ორი ენდემური სახეობა - კავკასიური როჭო და კავკასიური შურთხი ბინადრობს. ეს ფრინველები, ჩვეულებრივ, საღამოს და დილის საათებში აქტიურობენ და მათი დანახვა და მოსმენა ამ დროს არის შესაძლებელი. ორეთის ბილიკზე მოგზაურობისას შეიძლება ვიზიტორებმა შენიშნონ შველი, ნიამორი, დათვი, იშვიათად მგელი და ფოცხვერი. მათი ნაკვალევი კი ბილიკზე მრავლადაა.
ჩვენი გიდები მზად არიან დაგეხმარონ ამ ადგილის მონახულებაში
შეიძინე ტურები სახლიდან გაუსვლელად და აღმოაჩინე შენი საქართველო!
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვასად არის ეს ტბა?
ვერ გავუგე
ვერც მე
Try again
დამწყებთათვის არის ეს ტური რეკომენდირებული?
მარშრუტი 2 დღიანია და თქვენ ფიზიკურ მომზადებასა და ცოდნაზეა დამოკიდებული. საშუალო ფიზიკური მომზადების ადამიანისთვის 2 დღეში დაძლევადია; უმჯობესია გაიყოლოთ მეგობარი, რომელიც რამდენიმე ლაშქრობაში მაინც არის ნამყოფი. პირველივე ლაშქრობაში მარტო წასვლა არ არის რეკომენდებული. დაგჭირდება შემდეგი აღჭურვილობა: ზურგჩანთა, კარავი, საძილე ტომარა, ქვეშსაგები, ტანსაცმელი/ფეხსაცმელი და საკვები .
რომელ თვეებშია სჯობს ამ ტბაზე ასვლა
ივნისის მეორე ნახევრიდან დაწყებული სექტემბრის ბოლომდე შეგიძლიათ ეწვიოთ ამ ტბას.