მოლითის წითელი ეკლესია სამცხე ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითში, სოფლის აღმოსავლეთით, ტბის პირას, შემაღლებაზე დგას.
იგი განვითარებული შუასაუკუნეების (XIII ს)
დარბაზული ტიპის ტაძარია, რომელიც აღმოსავლეთით თხელ მხრებიანი, ნახევარწრიული
აბსიდით სრულდება. აფსიდის იატაკი ერთი საფეხურით არის ამაღლებული ეკლესიის
დარბაზთან შედარებით. ტაძარი ნაგებია
რუხი ბაზალტის თლილი ქვით, ალაგ-ალაგ გამოყენებულია
წითელი ფერის ქვები. ეკლესიის კედლები მთელ სიმაღლეზეა შემორჩენილი, კამარა, კონქის
ნაწილი,
დასავლეთ
ფრონტონი,
სამხრეთ
კედლის
ზედა
ნაწილი
ჩანგრეულია, დაზიანებულია
საფასადე
წყობაც. კედლები
ნაგებია
კირ-დუღაბზე.
შეინიშნება
კედლის
წყობის
თარაზულობის
დაცვის
მცდელობა. ეკლესიას შესასვლელი მხოლოდ სამხრეთიდან აქვს. კარის
წირთხლები
ნაოთხალია.
მისი
ზედა
ნაწილი
აღარ
არსებობს.
საკურთხეველში
აწყვია
თაღის
ქვები. აღმოსავლეთ
ნაწილის ცენტრში ფართო თაღოვანი სარკმელია, გვერდებზე
თაღოვანი
ნიშები.
დარბაზი
დაყოფილია
თხელი, ერთსაფეხურიანი
პილასტრებით.
შემორჩენილია პილასტრის
ჩრდილოეთ
კაპიტელი
- თარო
ფოსოთი
და
აბსიდის
მხრის
კაპიტელი
- თარო
ქვემოთ
ლილვით.
დარბაზის
გრძივ
კედლებს
თაღედი
გაუყვებოდა
მცირე
კაპიტელებით.
დასავლეთის სარკმელი თაღოვანია,
ინტერიერისკენ
გაგანიერებული.
ეკლესიის ირგვლივ სასაფლაო იყო, საფლავის ძველი ქვებით. ჩრდილოეთის მხრიდან ტაძართან თითქმის უშუალოდ არის მიდგმული
საცხოვრებელი სახლი.
ეკლესიიდან ტაბაწყურის ტბის მშვენიერი ხედებით შეძლებთ დატკბობას.
სოფელში ასევე შეგიძლიათ მოლითის სომხური ეკლესიის ნახვა.
როგორ მივიდეთ
სოფელი მოლითი ტაბაწყურის ტბის ნაპირას მდებარეობს,
რომელიც ბორჯომიდან 60 კმ-ით არის დაშორებული. მოლითში მოხვედრა 2 მხრიდანაა შესაძლებელი, ახალქალაქიდან და ბაკურიანიდან. ბაკურიანს გასცდებით თუ არა გრუნტის გზა იწყება, რომელელზეც გადაადგილება სედანით არის შესაძლებელი, თუმცა
საჭიროა სიფრთხილე. ზამთრის
და
ადრეული
გაზაფხულის პერიოდში ბაკურიანის მხრიდან მოლითში
მანქანით
მისვლა შეუძლებელია, გზა იკეტება. ახალქალაქის მხრიდანაც გზის ბოლო მონაკვეთი
გრუნტიანია და აქაც სედანით შეიძლება
გადაადგილება.
ზამთარში
ხმოლოდ
ახალქალაქის
მხრიდან
არის
შესაძლებელი
მოლითში მოხვედრა.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა