
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
განათავსეთ საკუთარი კოტეჯი / სასტუმრო ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
დაამატეთ საკუთარი ავტომობილი ჩვენს პლატფორმაზე და გააქირავეთ ონლაინ. ჩვენ დაგეხმარებით სოციალურ ქსელებში რეკლამის განთავსებაში
თუ ხარ გიდი და გსურს გქონდეს უშუალო კავშირი მომხმარებლებთან ყოველგვარი შუამავალი კომპანიების გარეშე, დაამატე ინფორმაცია შენ შესახებ და გააცანი საკუთარი თავი მოგზაურებს.
Georgian Travel Guide გაძლევთ საშუალებას დაამატოთ ინფორმაცია უცნობი ადგილების შესახებ. გაიცანი და გააცანი #უცნობისაქართველო საქართველოსა და მსოფლიოს
განათავსეთ საკუთარი ტურისტული შეთავაზებები ჩვენს პლატფორმაზე და გააცანით თქვენი მომსახურება ათიათასობით მოგზაურს სრულიად უფასოდ.
მოლითის სომხური ეკლესია სამცხე-ჯავახეთის მხარეში,
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის ცენტრში მდებარეობს. ეკლესიის
სახელწოდება
პასპორტში
მოხსენებულია
როგორც
„სურბ
გეორქ“.
იგი xx საუკუნის დასაწყისში აგებული,
შიფრით გადახურული, დაბალი და განიერი ორქანობიანი დარბაზული ეკლესიაა, რომელიც აღმოსავლეთით
ნახევარწრიული, მაღალი საფეხურით ამაღლებული აფსიდით ბოლოვდება. აფსიდის
გვერდებზე სამკვეთლო და სადიაკვნეა მრუდე თაღიანი შესასვლელებით. დასავლეთის კედლის
ცენტრში
თაღოვანი
შესასვლელია,
რომლის
ზემოთაც
სარკმელია.
თაღის ზემოთ წარწერაა - 1905. სარკმლის თავზე კი კედლის წყობაში ჩატანებულია ორი კრონშტეინი. სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადებზე ორ-ორი სარკმელია, აღმოსავლეთის ფასადზე – სამი, რომლებსაც ლილვიანი
კარნიზი აქვთ. სარკმლები განიერი
და
მოჩარჩოებულია. დარბაზი
გადახურულია
ხის
ჭერით.
საკურთხეველი
გრიგორიანული
წესითაა მოწყობილი. დასავლეთის ფასადი, ფასადების კუთხეები და კარნიზი რუხი ბაზალტის თლილი ქვისაა, დანარჩენი ნაწილი კი ფლეთილი და დაკუთხული ქვით არის ნაგები. ეკლესიას შემოვლებული
აქვს ქვის ყორე.
სოფელ მოლითში ასევე არის XIII საუკუნის მოლითის წითელი ეკლესია.
სოფელი მოლითი ტაბაწყურის ტბის ნაპირას მდებარეობს,
რომელიც ბორჯომიდან 60 კმ-ით არის დაშორებული. მოლითში მოხვედრა 2 მხრიდანაა შესაძლებელი, ახალქალაქიდან
და
ბაკურიანიდან.
ბაკურიანს გასცდებით თუ არა გრუნტის გზა იწყება, რომელელზეც გადაადგილება სედანით არის შესაძლებელი, თუმცა
საჭიროა სიფრთხილე. ზამთრის და ადრეული გაზაფხულის პერიოდში ბაკურიანის მხრიდან მოლითში მანქანით მისვლა შეუძლებელია, გზა იკეტება. ახალქალაქის მხრიდანაც გზის ბოლო მონაკვეთი გრუნტიანია და აქაც სედანით შეიძლება გადაადგილება. ზამთარში ხმოლოდ ახალქალაქის მხრიდან არის შესაძლებელი მოლითში მოხვედრა.
გაუზიარე სხვებს შენი გამოცდილება.
შეაფასე ადგილი, გაგვიზიარე შენი აზრები, დადებითი და უარყოფითი შთაბეჭდილებები.
გავუმარტივოთ მოგზაურობა ერთმანეთს.
კითხვის დასამატებლად გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
დასვი კითხვა